LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასტროლოგიურად დატვირთული კვირა და ორი მნიშვნელოვანი მოვლენა – სოფია ბზეკალავას საავტორო გადაცემა „ასტრომაგია”

9

6 ნოემბერს ავტორადიოს გადაცემაში „ასტრომაგია“ სოფია ბზეკალავამ ასტროლოგიურად დატვირთული კვირაზე ისაუბრა და ორი მნიშვნელოვანი მოვლენა – კარმული კვანძების ლომი-მერწყულის ღერძიდან კირჩხიბ-თხის რქის ღერძზე გადანაცვლება და იუპიტერის მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა განიხილა.

7 ნოემბერი – ახალმთვარეობა 

პირველ რიგში აღსანიშნავია 7 ნოემბრის ახალმთვარეობა, როცა ზოდიაქოს ყველა ნიშანმა და განსაკუთრებით მათ, ვისაც პირად ჰოროსკოპში აქვს მთვარის გავლენა, მაქსიმალურად უნდა აკონტროლონ ემოციები. ზოგადად, მთვარის ციკლები – ახალმთვარეობა და სავსემთვარეობა ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დღეებია, რომლებიც დადებითიც შეიძლება იყოს და უარყოფითიც.

მართალია, ახალმთვარეობა ემოციურად საკმაოდ დაძაბულია და მეტწილად ქალბატონებს ეცვლებათ განწყობა, მაგრამ სწორედ ახალმთვარეობა ითვლება ყველაფრის თავიდან, სუფთა ფურცლიდან დაწყების საუკეთესო დღედ. თუმცა, პირველ რიგში ტრანსფორმაცია ფსიქოლოგიური უნდა იყოს, ანუ აუცილებლად უნდა გავიაზროთ რისგან გვინდა განთავისუფლება და რა გვიშლის ხელს განვითარებაში, დაუსვათ წერტილი ყველაფერს ძველს და დავიწყოთ ახალი ცხოვრება.

აღსანიშნავია, რომ რადგან ახალმთვარეობა მორიელის ზოდიაქოს ნიშანს ემთხვევა, რომელიც ერთის მხრივ, ფინანსების, მეორეს მხრივ კი, ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციის ნიშნად ითვლება, აუცილებელია ფინანსებიც გულდასმით გადახედვა, ხარჯისა და შემოსავლის დაბალანსება, ძველი წყენის და უსიამოვნების წარსულში დატოვება და ბრაზისგან განთავისუფლება.

კარმული კვანძები 

მართალია, ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალური ცხოვრების გზა, საკუთარი ასტროლოგიური „პასპორტი“ აქვს და გარკვეული მისია აკისრია, მაგრამ ყოველ ორ წელიწადნახევარში ერთხელ ხდება კარმული კვანძების გადანაცვლება, როცა ადამიანებს საერთო მიზნები უჩნდებათ და ერთიან მიმართულებას ირჩევენ.

2017 წლის მაისიდან – დღემდე, კარმული კვანძები ლომის და მერწყულის ღერძზე იყო, ანუ პრიორიტეტულ თემებად ძალაუფლება, ჯგუფური კავშირები და პოლიკიტა ითვლებოდა, ახლა კი, როცა კარმულმა კვანძებმა 2020 წლის მაისამდე კირჩხიბისა და თხის რქის ღერძზე გადაინაცლა, პრიორიტეტული ოჯახი, პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის ბალანსის შენარჩუნება იქნება. აღარ გაამართლებს პრინციპი „ძლიერი ყოველთვის მართალია“, ამიტომ საკუთარ თავში არაჯანსაღი ამბიციების, დიქტატორული ვნებების დამარცხება და  ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ნებისმიერი ხერხების გამოყენებაზე უარის თქმა მოგვიწევს.

კარმული კვანძების ამგვარი გადანაცვლება ხელს უწყობს იღბლიან ქორწინებას, ოჯახის შესაქმნას და ბავშვების დაბადებას, რომლებიც აუცილებლად  საინტერესო ადამიანებად გაიზრდებიან. ამასთანავე, პერიოდი 2020 წლის მაისამდე წარმატებული იქნება ქალბატონებისთვის განურჩევლად ზოდიაქოს ნიშნისა, რადგან კირჩხიბი ქალური ენერგეტიკის მატარებელია.

კირჩხიბი და თხის რქა 

კირჩხიბი და თხის რქა ოპოზიციური ნიშნებია ანუ ერთს ნაკლოვანებებს მეორე ავსებს და იდეალურად აბალანსებენ ერთმანეთს. ზედმეტად ემოციური კირჩხიბი თბილი, მზრუნველი და ოჯახისმოყვარეა, თხის რქას კი, პირიქით, ყოველთვის კარგად გამოსდის ემოციების მართვა, დიქტატურისკენაა მიდრეკილი და აუცილებლად კარიერისტია. ერთი სიტყვით, თუ კირჩხიბი ზრუნვის სიმბოლოა, მაშინ თხის რქა – მოვალეობას განასახიერებს და სწორედ ამ ორ სფეროში მოგვიწევს ლავირება ანუ ისე უნდა გავავლოთ ზღვარი სამსახურსა და სახლს შორის, რომ ოჯახის წევრები არ დავჩაგროთ კარიერის სასარგებლოდ.

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ ვერძს, კირჩხიბს, სასწორს და თხის რქას, რათა კარიერით გატაცებულმა ვერძმა და თხის რქამ ოჯახი არ დაივიწყონ, კირჩხიბმა და სასწორმა კი, პირიქით – ცოტა პროფესიულ საქმეებს მიხედონ.

იუპიტერი მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში 

წარმატებაზე, განათლებასა და ცნობიერების გაფართოვებაზე პასუხისმგებელი იუპიტერი მშვილდოსნის მმართველი პლანეტაა, რომელიც ყველაზე ოპტიმისტ და იღბლიან ზოდიაქოს ნიშნად ითვლება, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მუდმივად კარგ განწყობაზეა.

2016-2017 წლები საკმაოდ რთული აღმოჩნდა მშვილდოსნისთვის, რადგან ზოდიაქოს ამ ნიშანში იყო წესრიგისა და დისციპლინის პლანეტა სატურნი, რომელმაც პირველ რიგში სწორედ მშვილდოსანს მოსთხოვა ცხოვრების მოწესრიგება, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა მისთვის, რადგან ძალიან არ უყვარს წესები, დისციპლინის დაცვა და ყოველთვის თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე ურჩევნია მოქმედება. თუმცა, გასულ წლებში მშვილდოსანს საკუთარ თავში ახალი რესურსის, შესაძლებლობების აღმოჩენის არაჩვეულებრივი შანსი მიეცა და თუ წარმატებით დაძლია რთული პერიოდი, გაითვალისწინა შეცდომები და ყველაფრის ნულიდან დაწყება გადაწყვიტა, მაშინ აუცილებლად დასაჩუქრდება იუპიტერისგან.

აღსანიშნავია, რომ იუპიტერის მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა აუცილებლად პოზიტიურად აისახება ჩვენს ქვეყანაზე, რადგან საქართველოს ნიშნად სწორედ მშვილდოსანი ითვლება.

ზოდიაქოს ნიშნები 

ტყუპები მშვილდოსნის ოპოზიციური ნიშანია, ამიტომ მართალია, მიეცემა წარმატების მიღწევის შანსი, მაგრამ აუცილებლად მოუწევს დათმობაზე წასვლა.

ქალწულისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნები კონფლიქტში არიან მშვილდოსანთან, ამიტომ ტყუპების მსგავსად ისინიც იძულებული გახდებიან სამუდამოდ დაემშვიდობონ ერთს, რათა მიიღონ მეორე. აღსანიშნავია, რომ მომავალი წლის მაისში სწორედ თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადავა შავი მთვარე და პერიოდიც საკმოდ რთული იქნება.

ლომს, ვერძს და მშვილდოსანს აუცილებლად მიეცემათ წარმატების მიღწევის შანსი როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიულ საქმიანობაში. აღსანიშნავია, რომ ამბიციურ ლომს, რომელსაც ოჯახსა და კარიერას შორის მოუწევს არჩევა, აუცილებლად პირველის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს, რადგან ვერ წარმოუდგენია საკუთარი თავი სიყვარულისა და შვილების გარეშე.

გადაცემის აუდიოჩნაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები