LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვთა ნევროზი – როგორ უნდა აღვზარდოთ ბავშვი – ადრენალინი

24
page

ბავშვთა და მოზარდთა შორის მომიჯნავე ნერვულ-ფსიქიკურ მდგომარეობათა გავრცელებამ დღეს არნახულ დონეს მიაღწია. მედიკოსთა უმრავლესობა ბავშვების ნევროტულ რეაქციას არასწორ აღზრდას მიაწერს.

ძირითადი ფაქტორებია:

მშობელთა მოთხოვნები, რომლებიც აღემატება ბავშვის შესაძლებლობებს და მოთხოვნილებას. არასწორი დამოკიდებულება ბავშვებისადმი – გაღიზიანებული, მოუთმენელი ურთიერთობა, ხშირი დატუქსვა, მუქარა და ფიზიკური დასჯა, აუცილებელი სინაზისა და ალერსის ნაკლებობა.

მშობელთა შეუთანხმებელი მიდგომა, რაც ვლინდება კონტრასტულ დამოკიდებულებაში, როცა ერთი მშობელი მკაცრი აკრძალვით ზღუდავს ბავშვს, მეორე კი აქეზებს კიდეც.
აღზრდის არათანმიმდევრულობა, გაუწონასწორებლობა და წინააღმდეგობრიობა. ცვალებადობა ბავშვებთან ურთიერთობაში.

შფოთიანობა – გამუდმებული წუხილი ბავშვზე, გადაჭარბებული შიში და გაფრთხილება.

ბავშვთა ნევროზების გამოვლენა სხვადასხვაგვარია: ემოციური ცვალებადობა და ზემგრძნობელობა, ხშირი ტირილი, ხასიათის ადვილი ცვალებადობა, ჭირვეულობა, აღგზნებადობა, ძნელად დაძინება, მოუსვენარი ძილი, ღამის შიშები, თითების წუწნა, ფრჩხილების კვნეტა და სხვა.

ძალიან ხშირად ნევროტული სიმპტომები ბავშვებში სომატური ჩივილისა და უძლურების სახით ვლინდება. მაგალითად: მატულობს ტემპერატურა, მუცლის ტკივილი და სხვა, რაც მიუთითებს ბავშვის ავადმყოფობაზე. ხშირად, უსიამოვნო ფსიქოემოციურ გარემოებაზე საპასუხოდ, ბავშვს შესაძლოა სხვადასხვა დაავადება განუვითარდეს.

ბავშვთა ნევროზის მეორე თავისებურებას წარმოადგენს ქცევითი დარღვევები. ზოგიერთი ბავშვი გარბის სახლიდან, აცდენს გაკვეთილებს. ზოგი იწყებს მოწევას, ეტანება ალკოჰოლს. ბავშვის ფსიქიკური მდგომარეობა დამოკიდებულია მშობლების ურთიერთდამოკიდებულებაზე და იმ გარემოზე, რომელსაც შეუქმნით მას, არა მარტო ოჯახში, არამედ მის გარეთაც.ნევროპათია ხასიათდება გადაჭარბებული გაღიზიანებით, ჭირვეულობით, ხასიათის მერყეობით, გამოხატული შიშით. ასეთ ბავშვს ცუდად სძინავს, ცუდი მადა აქვს, მალე იღლება, ყურადღება ადვილად ეფანტება, შეიმჩნევა სტაბილური მაღალი ტემპერატურა, კუჭის მოქმედების დარღვევა. ადრეული ასაკის ბავშვებში იწვევს გულგრილობას ახლობლების მიმართ, ბავშვს არ სურს ურთიერთობა თანატოლებთან, გარშემომყოფ უფროსებთან. ემოციურად ცივია, ცოტას საუბრობს.

ჰიპერკინეტიკური სინდრომი ხასიათდება ისტერიკით, აქტიური გადაჭარბებული და უსარგებლო მოძრაობით. იქცევა გარემოებების გაუთვალისწინებლად. ისინი უკიდურესად მოუსვენარნი, დაბნეულნი არიან, მათთან ყველა იძაბება, სხვა ბავშვებსაც არასწორი ქცევისაკენ უბიძგებენ.

ასეთ დროს მშობელმა ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვოს ეს ნიშნები და დახმარებისთვის აუცილებლად უნდა მიმართოს ფსიქოლოგს. თუმცა, მშობელს ყველაზე მეტი მოეთხოვება, რადგან სწორი აღზრდა ბავშვის ნორმალურ პიროვნებად ჩამოყალიბებას განაპირობებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები