LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკის ბებერი ,,შევილის” „ავტოსთორი“

14
Ben+Affleck+Fills+Up+Chevelle+b9y3tzZTEjsx

ოსკაროსანი რეჟისორი, დამსახურებული მსახიობი და “ბეტმენი”, რომელმაც თავის დროზე ამ პერსონაჟის ეკრანზე ხელახალი გაცოცხლების მიმართ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, აღმოჩნდა, რომ ავტომოყვარულიცაა. ცნობილი ნამუშევრების, არმაგედონი, პერლ ჰარბორი, არგო და მრავალი სხვა ფილმის მსახიობი და რეჟისორი ბენ აფლეკი დღევანდელი ავტოსტორის “სთარია”.

აღმოჩნდა, რომ აფლეკს მისი მრავალფეროვანი კინოკოლექცის მსგავსად, ავტოფარეხიც საკმაოდ მდიდარი და საინტერესო აქვს.

მის მფლობელობაშია 1966 წლის Chevelle SS 396 – ამ კლასიკური მოდელით მისტერ აფლეკი ხშირად მოგზაურობს.

მართალია იგი ,,ბეტმობილი” არ არის, არ დაფრინავს და არც ტყვიამფრქვევი აქვს დამონტაჟებული, იგი ალუბლისფერია, აქვს რვა ცილინდრიანი ძრავა კიდევ უფრო მეტი სიძლიერისთვის.

თუმცა, ვინტაჟურ ავტომობილებს, თავიანთი ასაკობრივი პრობლემებიც ახლავთ თან. რამდენიმე წლის წინ, ბენი მის იმდროინდელ გელფრენდთან ერთად საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა, როდესაც ავტოტექმომსახურების დახმარება დასჭირდათ, რათა მოხუცი ,,შევი” როგორმე დაექოქათ და გზაზე დაეყენებინათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები