LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბოსტან-ტაქსი” – უცნაური სიტუაცია ბანგკოკში – ,,ავტოსთორი”

8
ბოტანიკური ტაქსი ტაილანდში 2

რა მოხდება თუ ერთ დღესაც ტაქსი გაუქმდება და გადაადგილების ეს ინდივიდუალური და საკმაოდ კომფორტული საშუალება არსებობას შეწყვეტს?

ყველა ჩვენგანი მიჩვეულია ამ მომსახურებას, საჭიროებისა თუ უბრალოდ მგზავრობის ასეთი წესის გამო, არაერთხელ გვიმგზავრია ტაქსით. თუ სადმე გვეჩქარება, ვიცით რომ ის აუცილებლად მოვა და არ დავაგვიანებთ. მაგრამ, რა შეიძლება მოჰყვეს ტაქსის ერთბაშად არ არსებობას?

ეს რა თქმა უნდა მძიმე ეკონომიკური მომავლის შედეგი შეიძლება გახდეს, რაც დიდი ალბათობით უბრალოდ გამორიცხულია, თუმცა ლოკალურ დონეზე ყველაფერი ხდება. აი რა მოხდა.

ტაილანდში, ბანგკოკში ტაქსიზე მოთხოვნის შემცირების გამო, ერთ-ერთმა კომპანიამ ტაქსის მანქანები გააჩერა და ისინი მინი ბოსტნებად გადააქცია. ათასობით მძღოლი სამსახურის გარეშე დარჩა და ქალაქს ტოვებს.

ეკონომიკური კოლაფსის ფონზე გაჩერებული ავტომობილები კომპანიამ ბოსტნად გადააქცია და კოოპერატივი მოყვანილ მოსავალს ყოფილ მძღოლებსა და თანამშრომლებზე ანაწილებს. ამით კომპანია მთავრობას უბიძგებს, რომ მეტი იმუშაოს შეჭირვებული ფენის დასახმარებლად.

ასობით ვარდისფერ და ნარინჯისფერ ტაქსიზე ყვავის ჩილი, ბადრიჯანი, კიტრი, რეჰანი, რაც ბამბუკის ან ხის ჩარჩოებში მოთავსებულ შავ ცელოფნებზე დაყრილ მიწაში არის ჩათესილი.

კომპანიის ადმინისტრატორი, კამოლპორნ ბუნიტიონგი აცხადებს, რომ მართალია, მინი ბოსტნებში ხალხი დასაქმებულია, მაგრამ ეს უფრო დროებითი გადაწყვეტილებაა, რაც ადამიანებს სტრესის დაძლევაში დაეხმარა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები