LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბროკოლი – შეუცვლელი აფთიაქარი

19
ბროკოლი

აშშ-ში, ჯონ ჰოპკინსის მედიცინის სკოლის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბროკოლის 4 ულუფა (დაახლოებით 3-5 ცალი ) დღეში ანელებს პროსტატის კიბოს განვითარებას. გარდა ამისა, ეს კომბოსტო აუმჯობესებს ფილტვების მუშაობას და მასში შემავალი მაგნიუმი ამცირებს მწეველის სხეულზე ნიკოტინის მავნე ზემოქმედებას. და ეს ყველაფერი არ არის, ბროკოლი აუცილებელია ძუძუს კიბოსა და გულის დაავადებების პროფილაქტიკისთვის. 50 გრ ბროკოლი C ვიტამინის ყოველდღიურ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს და მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ ვირუსთან ბრძოლაში.

შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, კალციუმის ორმაგ რაოდენობას, ვიდრე სხვა კომბოსტოს სახეობები. ბროკოლი პრაქტიკულად ისეთივე რაოდენობის კალციუმს შეიცვას, როგორც  რძე. მდიდარია რკინით, თუთიით, მანგანუმით, გოგირდით, მაგნიუმით
შეიცავს ვიტამინების ნამდვილ არსენალს – C, B1, B2, B5, B6, PP, E, K, A.
შეიძლება გაგიკვიდრეთ, მაგრამ C ვიტამინის შემცველობა ბროკოლში უფრო მეტია, ვიდრე ციტრუსებში. დაახლოებით 100 გრ ბროკოლი თითქმის 100 %-ით უზრუნველყოფს თქვენს დღიურ მოთხოვნას C და K ვიტამინზე. B1 ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო არეგულირებს ნერვული სისტემის მოქმედებას.

ბროკოლის შემადგენლობაში შედის მეთიონინი და ქოლინი, რომლებიც ხელს უშლის ქოლესტერინის დონის მატებას და ათეროსკლეროზის განვითარებას. ამ მწვანე ბოსტნეულის შემადგენლობაში სელენი, სულფორაფანი და ანეტოლტრითიონი აქტიურად განიხილება, როგორც სიმსივნესთან მებრძოლი ნივთიერებები. საუკეთესო არჩევანია დაბალკალორიული დიეტების დროს წონაში კლების მისაღწევად. შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოებს, რის გამოც ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის აქტივობას და ხელს უშლის ყაბზობას. ასტიმულირებს ნაღვლის წარმოქმნას, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ფუნქციებს.

შეუცვლელია პირველი და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს. მასში შემავალი სულფორაფანი ასტაბილიზირებს შაქრის დონეს. ქლოროფილი დადებით ზეგავლენას ახდენს სისხლმბადი სისტემის ფუნქციონირებაზე. ექიმები გვირჩევენ თქვენს ყოველდღიურ რაციონს დაამატოთ ბროკოლი. ეს ჯანსაღი ბოსტნეული მსოფლიოს ოცი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულიდან ერთ–ერთია. ის იცავს ორგანიზმს კიბოსგან და განსაკუთრებით რეკომენდებულია მამაკაცებისთვისა და მწეველთათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები