LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bugatti – 1577 ცხენის ძალის საოცრება

8
bugatti

ფრანგული ავტომწარმოებელი “ბუგატი” ავტოევოლუციის სიახლეების მუდმივი აქსელერატორია. ახალი როდსტერი, რომელიც ბუგატიმ შემოგვთავაზა, წარმოდგენილია სახელით Mistral და იგი Chiron-ის ეპოქის პირველი როდსტერია. ამჟამინდელი თაობის ჰიპერმანქანის გზათამპყრობლად ქცევა არც ისე მარტივი იყო. ავტომობილი სრულიად გადაკეთდა და დაიხვეწა და ახლა მას წინამორბედებისაგან განსხვავებით უფრო მომრგვალებული სილუეტი აქვს

ვიზუალური ცვლილებების ხარჯზე შესრულების გაზრდასაც ვარაუდობენ. ახალი მოდელის დიზაინი, რომელსაც “ძლიერი ქარი” ეწოდა, Bugatti-ის ერთ-ერთი უდიდესი როდსტერით, 1934 წლის Type 57 Roadster Grand Raid-ით იყო შთაგონებული.

მისი გავლენა ნათლად ჩანს საქარე მინაზე. ჰიპერქარის უნიკალურ დიზაინს A-სვეტის და საქარე მინის შერწყმა განაპირობებს.

ავტომობილი თავისი ვიზუალით თანამედროვე ეპოქის პირველ ღიასახურავიან ბუგატს, Veyron roadster-საც ეხმიანება.

ფარების ვერტიკალური განლაგება ბუგატისთვის სიახლეა, ხოლო X- ფორმის უკანა განათება, Bolide-ზე წარმოდგენილი ფარების უფრო დახვეწილი ვერსიაა.

Mistral-ის დებიუტი თბილი შავის, ტრუფელის ყავისფერის და დახვეწილი ყვითელის ვარიაციით შედგა, თუმცა, “ბუგატის” სხვა მოდელების მსგავსად, მყიდველებს მრავალფეროვანი პალიტრიდან სასურველი ფერის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ.

როდსტერის ინტერიერი Chirons-ის დიზაინისგან რადიკალურად არ განსხვავდება. სალონი კვლავ მაღალი ხარისხის მასალითაა გაწყობილი.

განახლებები მოიცავს-კარის ნაქსოვ პანელებს და გადაცემათა კოლოფის გადამრთველში ქარვისფერ ჩანართებს.

Mistral-ის სიმძლავრე კომპანიის W16 ძრავის საბოლოო ვერსიაა. ეს იგივე 8.0-ლიტრიანი „წისქვილია“, რომელიც Chiron Super Sport 300+-ში გამოიყენეს.

ამ უკანასკნელის შემთხვევაში ძრავი 1577 ცხენის ძალას-ს გამოიმუშავებს.

ავტომწარმოებლის თქმით მისი მიზანი ახალი სუპერმანქანის მსოფლიოს უსწრაფეს როდსტერად გადაქცევაა.

Mistral-ის ფასი დაახლოებით 5 მილიონი დოლარია. ის მხოლოდ 99 ეგზემპლარად შეიქმნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები