LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩესტერ ბენინგტონის ავტოგატაცება – ავტოსთორი

8
Chester 1 - HEAD

ცოტა ადამიანი მოიძებნება, ვინც არ იცნობს ჩესტერ ბენინგტონს. ყოველ შემთხვევაში მისი ჯგუფი, ლინკინ პარკი ძალიან ბევრი თაობის აუდიომეგობარი იყო, არის და იქნება.

სამწუხაროდ ჩესტერმა დეპრესიას ვერ სძლია და სიცოცხლე დაასრულა, თუმცა იგი არა მხოლოდ დიდებული მუსიკალური დისკოგრაფიით, არამედ ავტოკოლექციონერობითა და მანქანებისადმი სიყვარულით დაგვამახსოვრდა.

მისი პირველი ავტომობილი 1980-იანი წლების ძველი „სუბარუ“ გახდა, რომელსაც ნახევარი მილიონი კილომეტრი ჰქონდა გავლილი. ის მას უფროსმა დამ აჩუქა. მალე თავად შეიძინა ავტომობილი. ეს იყო 1996 წელს გამოშვებული „ჰიუნდაი აქცენტი“. რაც უფრო პოპულარული ხდებოდა ჯგუფი „ლინკინ პარკი“, მის წევრებსაც მეტი შემოსავალი გაუჩნდათ.

ჩესტერმაც „პორშე პანამერა“ შეიძინა და ამ ავტომობილით დიდხანს დადიოდა. მასში სიმძლავრის და სიჩქარის გარდა, კომფორტსაც აფასებდა.

,,ლინკინ პარკის“ ლიდერი AMG-ს ავტომობილების ფანი გახდა, რამაც „მერსედესის“ ბრენდის კეთილი ნების ელჩობამდე მიიყვანა. 163 000 დოლარად შეიძინა „მერსედს G63“, ბენინგტონის ბოლო ავტომობილი კი 510-ცხენისძალიანი „მერსედეს AMG GT S“ იყო, რომელიც ახლახანს, გაზაფხულზე შეიძინა.

და მაინც, მისი მუსიკა განსაკუთრებით უხდება ავტომობილს. რიტმი, ტემპი თუ ლირიკა. ძალიან ბევრი ვეცადე და შორს წავედი, საბოლოოდ კი ამას მნიშვნელობა არ ქონია –  In the end, it doesn’t even matter.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები