LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ქალბატონების რჩეული ავტომობილები – ავტოსთორი

11
page

ელეგანტური ავტომობილების დიდი ნაწილი შექმნილია სპეციალურად უზადო დიზაინის მოყვარული ქალბატონების დახვეწილი გემოვნების დასაკმაყოფილებლად. სილამაზე, რომელსაც ლედი ითხოვს, იგი მას იმსახურებს. თუმცა, ავტომწარმოებლებზეა დამოკიდებული შეძლებენ თუ არა ამ რთული მისიის შესრულებას.

ეს პოდკასტი სწორედ იმ ავტომობილებს შეეხება, რომლებმაც მათი პატრონების პატივისცემა დაიმსახურეს და ისტორიას შემორჩნენ როგორც დიდი ქალბატონების ავტომანქანები.

ედით პიაფი მართავდა Packard Carribean-ს. 1965 წლის ეს მოდელი არტისტისთვის უსაყვარლესი საგანი იყო.

მარლენ დიტრიხი საკუთარ ავტომობილს უწოდებდა ,,ჩემი ღრუბელი”. 1934 წლის Auburn 851 Speedster დიტრიხს ძალიან უყვარდა.

უმშვენიერესი სოფი ლორენი მართავდა Mercedes Benz 300 SL Gullwing. იტალიელმა მსახიობმა 1956 წელს რომში, Rally del Cinema-ში, სპეციალურად მსახიობებისთვის მოწყობილ რბოლაშიც კი იასპარეზა.

არ შეიძლება გამოვტოვოთ მოდისა და სტილის ინფლუნსერი და ლეგენდარული სპაის გელსის ვარსკვლავი ვიქტორია ბექჰემი და მისი ავტომობილი  Rolls Royce Phantom

გვენ სტეფანიმ საკუთარი Maserati ადგა და Porsche Panamera-თი შეცვალა. ეს ავტომობილი 75 200 დოლარი ღირს. მანქანა 300 ცხენისძალის სიმძლავრის ძრავით არის აღჭურვილი.

ეს იყო პოდკასტი იმ რამდენიმე ავტომობილზე, რომლებიც რჩეულმა ქალბატონებმა აირჩიეს. ეს კი ავტოსთორია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები