LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკემბრის განსაკუთრებული დღე, როდესაც ყველა ჩაფიქრებული სურვილი ახდება – „ასტრომაგია“

5
sofia-bzekalava

17 დეკემბერს საავტორო გადაცემაში „ასტრომაგია“ სოფია ბზეკალავამ ძალიან საინტერესო თემაზე ისაუბრა და პირველ რიგში მათ მისცა რჩევა, ვისაც ოცნება უყვარს და სურვილების ასრულებების სჯერა

მართალია, ბევრი სკეპტიკურადაა განწყობილი და არც ოცნების სჯერა, არც სურვილების ასრულების, მაგრამ ყოველდღიური პრაქტიკა ამტკიცებს, რომ სწორად ჩაფიქრების, გულით მონდომების შემთხვევაში ყველა სურვილი სრულდება.

ადამიანი სამყაროს ნაწილია, ამიტომ ნებისმიერი მისი სურვილი სწორედ სამყაროში ჰპოვებს გამოძახილს. ოცნება ერთგვარი გამზადებული მაკეტია, რომელიც სივრცეში არსებობს და მხოლოდ თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული მისი ჯერ გააქტიურება, მერე ასრულება. ძალიან მნიშვნელოვანია სურვილის ზუსტად ჩამოყალიბება და გააზრება, რადგან ფიქრებს მატერიალიზაციის უნარი აქვთ.

აღსანიშნავია, რომ 26 დეკემბერს მთვარის დაბნელება ყველაზე  პრაქტიკულ, მიზანდასახულ და შეუპოვარ ზოდიაქოს ნიშანს – თხის რქას ემთხვევა, ამიტომ ამ დღეს ჩაფიქრებულ სურვილს საოცარი ძალა და ასრულების უზარმაზარი შანსი აქვს, თუმცა აუცილებელია განხორციელების მეთოდების დეტალურად წარმოდგენა, რადგან მხოლოდ ზუსტად განსაზღვრის შემთხვევაში ჩნდება მისი რეალიზების ხერხები.

არასდროს არ აიცრუოთ გული და არ თქვათ უარი საკუთარ სურვილებზე. არ ღირს არც იმ ადამიანების მოსმენა და დაჯერება, ვინც ირონიით უყურებს ოცნებას, რადგან ყველა საკუთარი საზომით ზომავს და თვითონ აპროგრამებს საკუთარ თავს ნეგატივზე, სამყარო კი, მხოლოდ მაშინ ითვალისწინებს თქვენს სურვილებს, როცა მისი ნდობა გაქვთ.

სამწუხაროდ, წინა საახალწლო პერიოდში ნაკლებად გვაქვს სადღესასწაულო განწყობა, რადგან მასიურად ვრცელდება ნეგატიური ინფორმაცია. რა თქმა უნდა, სამყაროში სასიკეთოც უამრავია, მაგრამ ჩვენ მხოლოდ უარყოფითს ვაგროვებთ და ვითრგუნებით. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სამყარო, რომელსაც ნათელიც იმდენივე აქვს რამდენიც ბნელი, სწორედ იმ მხარეს გვაჩვენებს, რომელსაც თვითონ ვირჩევთ.

ზუსტად იმავეს თქმა შეიძლება სურვილებზე, რომლებიც აუცილებლად პოზიტიური უნდა იყოს და არ გულისხმობდეს სხვისთვის ზიანის მიყენებას, რადგან ასეთი სურვილი ან არასდროს სრულდება, ან ისე ასრულდება, რომ ბოლოს ისევ თქვენ გექნებათ სანანებელი.

სურვილების ასრულებისთვის მთავარი დინამიკა, მუდმივი მოძრაობაა საჭირო, რადგან სტაგნაციას და  უმოძრაობას სამყარო მხოლოდ ნეგატიური ცვლილებებით პასუხობს, ხელის ჩაქნევა და დინებას მიყოლა კი, ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ გაზარალებთ. მეტიც სურვილებზე, ბრძოლაზე უარის თქმას ყოველთვის მძიმე, ქრონიკული დაავადება მოაქვს.

ძალიან ეფექტურია სურვილის ვიზუალიზაცია, ამიტომ ოცნება ყოველთვის კონკრეტული და დროის ფარგლებში მოქცეული უნდა იყოს. უმჯობესია წლის ბოლოს გაწეროთ მომავალი წლის გეგმა, მოინიშნოთ ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტები და შექმნათ ე.წ. „სურვილების რუქა“ სადაც ზუსტად იქნება განსაზღვრული სტარტი და ფინიში, ანუ ზუსტად წარმოიდგინოთ რით იწყებთ მუშაობას და საბოლოოდ რა შედეგს ღებულობთ.

ზოდიაქოს ნიშნები თანდაყოლილი ოცნების ნიჭით 

მართალია, ოცნება თანდაყოლილი უნარია, მაგრამ მისი გამომუშავება ყველას შეუძლია. უცნაურია, მაგრამ ყველაზე პოზიტიური ადამიანები სინამდვილეში, ყველაზე დეპრესიულები არიან, რადგან მუდმივი შიში და განგაშის გრძნობა აქვთ, თუმცა სწორედ ისინი ახერხებენ ოპტიმიზმის, მუდამ კარგი განწყობის უნარის გამომუშავებას.

მშვილდოსანი – განსაკუთრებული პოზიტივით, თანდაყოლილი ბრძოლის უნარით ცეცხლის ნიშნები, პირველ რიგში მშვილდოსანი ხასიათდება, ამიტომ ნებისმიერი, ვისაც მისი გავლენა აქვს ჰოროსკოპში, ავტომატურად იძენს სამყაროს ნათელ ფერებში დანახვის უნარს. ძალიან პოზიტიურია მებრძოლი ვერძიც, რომელიც ნებისმიერი მარცხის შემდეგ ამაყად დგება ფეხზე და ლომი, რომელიც განსაკუთრებით შეყვარებული ბრწყინავს, როცა ყველას საკუთარ სითბოს და სიყვარულს უზიარებს.

ტყუპები – პოზიტიურ ზოდიაქოს ნიშნებს მიეკუთვნებიან მსუბუქი ტყუპებიც, რომლებიც სწრაფად ივიწყებენ წყენას და არასდროს იდებენ გულში ბოღმას, რადგან მუდმივად სიახლის ძიებაში არიან და უბრალოდ დრო არ აქვთ გაბრაზებისთვის.

მერწყული – მომავლის ხედვის უნარით გამოირჩევა მერწყულიც, რადგან ნაკლებად აინტერესებს აწმყო და მუდამ მომავლით ცხოვრობს, რომელსაც მხოლოდ პოზიტიურად ხედავს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები