LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიზელის სისტემების სპეციალისტი: დამღუპველია ავზებში შენახული დიზელის ჩასხმა. ზოგჯერ ღვინო და წყალი შეყვება ხოლმე საწვავს…

გადაცემას „ავტოსერვისი“ ავტოექსპერტი, დიზელის სისტემების სპეციალისტი თედო სანიკიძე ესტუმრა.

მსოფლიოში ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების ერა დგება. სულ უფრო მეტი სახელმწიფო უარს ამბობს დიზელზე და ბენზინზე…

ევროპულ ქვეყნებს რა უჭირთ, მოიცილებენ ძველ ავტოპარკს და ჩვენთან აღმოჩნდება ეს ყველაფერი. ელექტროფიცირებული ავტომობილებისთვის ნომერი პირველი პრობლემა ელემენტები და მათი დატენვაა. ევროპა ევრო 6 სტანდარტზე გადავიდა. მწარმოებელს დიდი თანხების დახარჯვა უწევს იმისათვის, რომ მავნე გამონაბოლქვის დონე მინიმუმამდე შეამციროს. ჩვენთან ევრო 4-ია აქტუალური, მას 2005 წლის შემდეგ გამოსული ავტომობილები შეესაბამებიან. აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს მაყუჩში დამატებით ფილტრს, რომელიც იჭერს გამონაბოლქვს. ამის შემდეგ ჭვარტლი გამოიწვება და იშლება. ამ პროცესის დროს ძრავი დიდ დატვირთვაზე მუშაობს, რაც ნიშნავს იმას, რომ რესურსი იწურება.

თანამედროვე ავტომობილებზე ელექტროობას წამყვანი ადგილი უჭირავს..

საწვავის მიწოდების ელექტრონული მართვა ძალიან ზუსტია და თუ ის მწყობრიდან გამოვიდა, არ ნიშნავს, რომ ძრავი დაზიანდა. 100 000 კილომეტრის გავლის შემდეგ, უფრო მეტად აბინძურებს გარემოს ეს სისტემები. მთავარი დიაგზნოზის დასმაა. ჩვენთან დიაგნოსტიკა 50 ლარი ღირს, უშუალოდ დიაგნოზის დადგენის ღირებულება კი 70 ლარიდან იწყება. უკვირთ ხოლმე რომ დიაგნოზი სერვისზე ძვირია. მე მომხმარებელს 100%-იან დიაგნოზს ვპირდები, თუ ჩვენ დიაგნოზს ვერ ვსვამთ, თანხას არ ვიღებთ. ხშირად, დიაგნოზს ჩვენთან იგებენ, მაგრამ ავტომობილს არ აკეთებენ ჩვენს სერვისში, ამიტომაც არის ასეთი ფასები. იცით, რომ „ბოშის“ დიაგნოსტიკა გვაქვს. ავტომობილს ბოშის წარმოების უამრავი დეტალი აქვს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ „ბოშის“ დიაგნოსტიკა საუკეთესოა.

რა რჩევებს მისცემდი მძღოლებს?

ჩაასხით კარგი ხარისხის საწვავი. დამღუპველია ავზებში შენახული დიზელის ჩასხმა. ზოგჯერ ღვინო და წყალი შეყვება ხოლმე საწვავს, რაც ავტომობილისთვის დაუშვებელია. თუ მართავთ დიზელის ძრავიან ავტომობილს, ავზი მუდმივად სავსე გქონდეთ საწვავით, ის ბევრად ეკონომიური გახდება. ავტომობილი წვავს იმას, რასაც წერს. თუ ფიქრობთ, რომ მეტი საწვავი სჭირდება, ნიშნავს, რომ გასამართი სადგურების პრობლემაა. ფილტრები საქართველოში 10 000 კილომეტრზე მეტს აღარ მუშაობს. არსებობს „ვიუტის“ ბრენდის მინარევი, ის ისხმევა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც დიზელის ფილტრი ახალი შეცვლილია. ის შიგნიდან ნაგავს ხსნის. აქცევს საწვავად და თუ ფილტრი ძველია, შეიძლება სისტემა გაჭედოს. დაიცავით დოზირება აუცილებლად, მოხმარების წესები შეფუთვაზეა.

მსმენელი: – მყავს 2003 წელს გამოშვებული „ვექტრა C”. დიაგნოსტიკაზე ჰაერმზომი დაწერა. დროდადრო ტრასაზე მინთებს ჩაქუჩს…

როდესაც გასაღებს გამორთავთ და ჩართავთ, კომპიუტერი გადატვირთვას აკეთებს. ამ ავტომობილებს ტურბინისა და ინტერქულერის არხში მცირე დარღვევა აქვთ ხოლმე და ამიტომ აფიქსირებს ჰაერმზომს. ყველაზე კარგია ბოლით დიაგნოსტიკა, მაშინვე გამოჩნდება რაშია პრობლემა.

მსმენელი: – მყავს 2009 წელს გამოშვებული „ფოლკსვაგენ ჯეტა“. აანთო „ეგეერის კლაპანმა“. ორ-სამ დაქოქვაზე ქრება მაჩვენებელი და ჩვეულებრივ მუშაობს. თუ იწმინდება ეს სარქველი?

ვცადეთ გაწმენდა, მაგრამ დროებითია. ხშირია, რომ სულაც არ არის ეგეერის კლაპანი დამნაშავე და სხვა პრობლემაა. ამიტომ ზუსტი დიაგნოზი უნდა დავსვათ თავდაპირველად. ჩვენი მისამართია: ანდრონიკაშვილის 14. ტელეფონი: 599 42 55 39. ვმუშაობთ ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე.

გადაცემის ჩანაწერი