LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრო ჯიპი Porsche-სგან

35
პორშე

“პორშე” ის გამორჩეული ბრენდია, რომელიც მუდმივად ნერგავს სიახლეებს და საკუთარ ყოვლად ნაქებ პროდუქციას უფრო და უფრო აუმჯობესებს. 20-ან წლებში განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა ელექტრომობილები და შესაბამისად “პორშეს” დიდებული ნაწარმოებიც იძულებული ხდება, უხეშად რომ ვთქვათ, გადავიდეს ამ ფორმატზე. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ ელექტრო მანქანაზე გუშინ ნამდვილად არ დაუწყია პორშეს ზრუნვა.

2022 წლის მიწურული პორშესთვის განსაკუთრებულია. ახალი ელექტრო ჯიპი. ბატარეაზე მომუშავე ჯიპის, Macan-ის დებიუტი სწორედაც რომ ეს თარიღია.

დებიუტამდე ცხადია ავტომობილის შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი, თუმცა მანამდე ვრცელდებოდა ვარაუდები, რომ იგი კომპაქტური Macan-ის და საშუალო ზომის Cayenne-ის ზემოთ განთავსდებოდა.

   „ჩვენს მიმზიდველ პორტფოლიოში ახალი, ძვირადღირებული, სრულად ელექტრო ჯიპის დამატებას ვგეგმავთ“ – ეს იყო კომპანიის დირექტორის ოლივერ ბლუმის სიტყვები. მანვე აღნიშნა, რომ ეს ავტომობილი, ძვირადღირებული ავტომობილების სეგმენტს კიდევ უფრო განავითარებს.

ბლუმის ციტატის ბოლო ნაწილი ცხადყოფს თუ რატომ ავითარებს Porsche ახალ ელექტრო ჯიპს მაშინ, როდესაც ბატარეით მომუშავე Macan-ის გამოსვლა ამ წლის ბოლოს იგეგმება.

ბოლო წლების სტატისტიკამ ცხადყო, რომ გაყიდვების დიდი ნაწილი სწორედ ჯიპებზე მოდის, შესაბამისად ძვირადღირებული მანქანების ავტომწარმოებლებმა, ეს იქნება Lamborghini, Bentley, Aston Martin-ი თუ Ferrari თავიანთი ხაზი სწორედ ჯიპებით გააფართოვეს.

Porsche-მაც კარგად იცის  თუ რამდენად პოპულარულია ჯიპი. Macan და Cayenne 2021 წლის განმავლობაში ბრენდის ყველაზე გაყიდვადი მოდელები იყვნენ. Macan-ის მიწოდება 88,362-სს, ხოლო Cayenne-სი 83,071-ს გაუტოლდა.

ბრენდის მესამე ყველაზე პოპულარული მოდელი, რომლის გაყიდვებიც მის ყველაზე საკულტო ავტომობილს, 911-ს აჭარბებდა ელექტრო Taycan-ი იყო, მისმა გაყიდვებმა 41,296-სს მიაღწია.

Porsche-ს არც თავისი საკულტო სპორტული მანქანები დავიწყებია, მათ ხომ ბრენდის რეპუტაცია შექმნეს.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 718-ის სრულად ელექტრო ვერსიის გამოშვება 2025 წლისთვის იგეგმება.

ავტომწარმოებლის თქმით ბატარეით მომუშავე 911-საც უნდა დაველოდოთ, იქამდე კი მისი ჰიბრიდული ვერსია იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები