LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიჭვი – ჰიპოკრატეს მიერ აღიარებული მკურნალი

16
ფიჭვი

ფიჭვი წარმოადგენს აზიური ფიჭვების სწრაფად მზარდ სახეობას, რომელიც იშვიათად ხარობს სამშობლოს ფარგლებს გარეთ. იგი იზრდება დაახლოებით 30-35 მ სიმაღლის. მისი გამრავლების არეალი ვრცელდება დასავლეთ ჰიმალაიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ინდოეთამდე. იგი იზრდება ფერდობებზე, შერეულ ტყეებში, ზღვის დონიდან 800 – 2 000 მეტრის სიმაღლეზე, ყველაზე ხშირად კი 1 200-1 400 მეტრის სიმაღლე. ფიჭვი მედგარია მცირე ყინვების მიმართ, თუმცა, ვერ უძლებს გვიან მოყინვებს. ამიტომ მისი გახარებისთვის საჭიროა დაცული ადგილი. მაგალითად სამხრეთის ფერდობები, რომლებიც ჩრდილოეთის მხრიდან დაცულია განაშენიანებით.

მედიცინაში სამკურნალოდ იყენებენ ფიჭვის კვირტებს, წიწვებს და ფისოვან მასას. მისგან მზადდება კანიფოლი, სკიპიდარი და სხვა პროდუქტები. ფიჭვის კვირტებისაგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადების სამკურნალოდ. მას გააჩნია ანტისეპტიკური თვისება და აქვს ნახველის გამოყოფისა და მისი გაწოვის უნარი. მათგან დამზადებული ექსტრაქტები მოქმედებს ყელ-ყურ-ცხვირის პათოგენურ მიკროფლორაზე ბაქტერიოციდულად. აქვს აგრეთვე სუსტი შარდმდენი და ნაღვლმდენი თვისება. ფისოვანი გამონაყოფისაგან დამზადებული სკიპიდარი გამოიყენება გარეგანად იშიასის, ნევრალგიის, მიოზიტისა და რევმატიზმის დროს, ხოლო სკიპიდარის თხელი მალამო იხმარება ართრიტისა და სხვა ანთებითი პროცესების დროს. ფიჭვის წიწვებისაგან მიღებული პრეპარატი ცინაბინი გამოიყენება კენჭოვანი დაავადების, თირკმლის ჭვალის დროს, მაგრამ უარყოფითად მოქმედებს ნეფრიტისა და ნევროზის დროს.


ფიჭვის კუპრი გამოიყენება მალამოების სახით კანის დაავადებების სამკურნალოდ (ფსორიაზი, ეგზემა). იგი შედის ვიშნევსკის მალამოს შემადგენლობაში. ხალხურ მედიცინაში, ფიჭვის კვირტების ნახარში, გამოიყენება წყალმანკის, ბრონქიტის, ზედა სასუნთქი გზების ანთების, რევმატიზმის დროს. იყენებენ აგრეთვე როგორც ნაღვლმდენ საშუალებას. ფიჭვის მტვრისა და თაფლის ნარევს იყენებენ როგორც ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ასევე საერთო სისუსტის დროს ავადმყოფთა გასამაგრებელ საშუალებად. წიწვებისაგან დამზადებულ ექსტრაქტს იყენებენ აბაზანებში ნერვული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. ფიჭვის კვირტებისაგან დამზადებული ნახარში გამოიყენება როგორც ამოსახველებელი, შარდმდენი და მადეზინფიცირებელი საშუალება.

ფიჭვის კვირტები წარმოადგენს ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების სამკურნალო ნაკრების შემადგენელ ნაწილს. ხალხურ მედიცინაში იყენებენ აგრეთვე ფიჭვის კვირტების სპირტიან ნაყენს ფილტვების ტუბერკულოზის დროს, მაგრამ მისი სპეციფიკურობის გამო, იხმარება მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ტუბერკულოზის კომპლექსური მკურნალობის დროს.ჰიპოკრატეს დროიდან დაწყებული დღემდე, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იყენებენ ფიჭვის წიწვების წყლიან ექსტრაქტებსა და ფიჭვის ფისებისაგან დამზადებულ სკიპიდარს, ბრონქებისა და ფილტვების დაავადებების დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები