LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ფოლკსვაგენზე” დაშენებული მოძრავი სახლი სიჩქარის რეკორდით – ავტოსთორი

10
მოძრავი ფარდული 2

ვის არ სმენია ,,ბაბაიაგა და ქათმის ფეხებზე მდგარი სახლი?!” ბავშვობის საშინელებათა ჟანრის მოთხრობები იმდენად შთამბეჭდავია, არასდროს დაგავიწყდება, თუმცა, დღეს არც ბაბაიაგაზე ვისაუბრებთ, არც ქათმებზე, მაგრამ მოძრავი სახლი კი ამ პოდკასტის ძირითადი თემა ნამდვილად იქნება.

ბრიტანელმა კევინ ნიკსმა შეცვალა სტერეოტიპული წარმოდგენა ხის ფარდულებზე. მან მეორად უნივერსალ ფოლკსვაგენ პასატის ბაზაზე წამოჭიმა მცირე სახლი. მიზნად კი ამ ტიპის ნაგებობებისთვის სიჩქარის რეკორდის დამყარება განიზრახა.

ბუნებრივია ეს იყო სიახლე და როგორც კი მოძრავი სახლი ფოლკსვაგენზე დააშენა, მაშინვე გახდა მსოფლიოში უსწრაფესი ფარდული, თუმცა, ავტორს მეტი სურდა. უნდოდა განევითარებინა 150 კილომეტრი საათის სიჩქარე. ამან კევინ ნიკსს მსოფლიო რეკორდსმენის ტიტული მისცა.

ნიკსმა ფოლკსვაგენ პასატი სათადარიგო ნაწილებად დასაშლელად შეიძინა, მაგრამ დაშლისას დაებადა იდა რომ შასიზე სახლი დაედგა. ავტომობილი 200 ცხენის ძალით აღიჭურვა. ნიკსმა დაუტოვა შასი და აგრეგატები. გამოიყენა ფოლადის კარკასი და საერთო წონამ 2.25 ტონა შეადგინა.

და რაც ყველაზე მთავარია 52 წლის ასაკში ნიკმა მოძრავი სახლით, საქველმოქმედო მიზნებისთვის 10 000 გირვანქა სტერლინგი მოაგროვა.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები