LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

G კლასის მეტამორფოზა – ბენცის ელექტროქარის ,,ავტოსთორი”

5
The All-Electric EQB 1

ინოვაცია-ისტორია, განვითარება-ლეგენდა, მითები-მომავალი, ლიდერი ლიდერთა შორის, მეფეთა დედოფალი – ამ ქებით შემკულ სამკაულს მერსედეს-ბენცი ჰქვია და მას ყველა იცნობს. მისი სახელი ყველამ იცის და ის ყველგანაა. აი იმიტომ, რომ მართლაც ყველგან იყოს, კომფორტისა და ძალის სიმბოლო, GL კლასი მომავლის წარმატებისკენ იხრება.

დღევანდელი ავტოსთორი უბრუნდება მის ერთ-ერთ შთაგონებას და ამჯერად არც მომავალს წაპოტინება და არც წარსულის არქივებში მოძებნის საკბილოს. დღეს დღევანდელ დღეზე ვისაუბრებთ. ჰოდა, მიუნხენში, მერსედესი არაჩვეულებრივი სიახლით წარსდგა. ცნობილი GLB კლასის მეტამორფოზს EQB კლასი ეწოდა და ის სრულიად ელექტრო ავტომობილია.

EQB მისი ბენზინის ძრავიანი ვერსიისგან რამდენიმე დეტალით განსხვავდება, მას ექნება საფირმო ფალშრადიატორის ცხაურია, ცოტა სხვა შეფუთვა, რის შედეგად ავტომობილი 5 სმ-ით დაგრძელდა. მოდელის უპირატესობა მისი ტევადობაა. როგორც ჩვეულებრივი GLB მისი ელექტრო ვერსიაც შვიდ ადგილიანია, თან მესამე რიგში არა მხოლოდ ბავშვები არამედ მოზრდილი ადამიანიც კი კომფორტულად მოთავსდება.

დასასრულს რამდენიმე ტექნიკური დეტალიც.

Mercedes-Benz EQB 300 და 350 ინდექსით, ანუ ორი მოდიფიკაციით მოგვევლინება. პირველ შემთხვევაში 228 ცხენის ძალა ექნება მეორესი კი 292.  მათი მაქსიმალური სიჩქარე შეზღუდულია160 კმ/სთ-მდე და 0-დან 100-მდე ასაჩქარებლად 6,2 წამი ჰყოფნის.

სიახლეს კომპანია მომავალი წლიდან ევროპის, ამერიკისა და ჩინეთის ავტო ბაზრებზე შეიტანს. მერსედესს წარმოდგენილი ექნება მოდელი 66,5 კვტს სიმძლავრის ელემენტით რომელიც მას საშუალებას მისცემს, ერთჯერადად 419 კმ მანძილი დაფაროს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები