LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვინის აბაზანის სასარგებლო და სამკურნალო თვისებები – ადრენალინი

17
hyatt-regency-qqq

ალკოჰოლი შეიცავს ეთანოლს, რომელიც რეაქციაში შედის ცხელ წყალთან და სასარგებლოა კანისთვის. ის კრავს ფორებს და ანიჭებს ელასტიურობას. ღვინის აბაზანების მიღება ხშირად არ არის მიზანშეწონილი. მაქსიმუმ კვირაში ერთხელ.

იაპონიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს ღვინის აბაზანები, რადგან ის ამაღლებს პოტენციას. ასევე დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ხსნის დაძაბულობას და სტრესს, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას. მას გააჩნია უკუჩვენებაც. ხშირმა გამოყენებამ შიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლური მოწამვლაც.

გასული საუკუნის ბოლოს დამტკიცდა, რომ ღვინის შემადგენლობაში შედის სხვადასხვა ბიოაქტიური ნივთიერებები, რომელსაც აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები. ორგანიზმიდან გამოაქვს შლაკები და ტოქსინები, ამაღლებს იმუნიტეტს და აახალგაზრდავებს კანს. აქტიურად ატენიანებს, კვებავს და არბილებს მას, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და ფერს, ჭიმავს და ხდის მას უფრო ჯანმრთელს. წყლის მოწითალო ფერი ახარებს თვალს. მსუბუქი ღვინის სუნი კი გვეხმარება რელაქსაციის და ჰარმონიის მიღწევაში.

ღვინის აბაზანების მიღება საჭიროა ჭამიდან 1-2 საათის შემდეგ და მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 25 წუთს.

უკუჩვენებებია:
სოკოვანი და ვირუსული დაავადებები
სისხლდენა
ორსულობა
ავთვისებიანი წარმონაქმნები
ალერგიულობა
გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებები
ფსიქიკური დაავადებები
მენსტრუალური ციკლი
მწვავე ჩირქოვანი დაავადებები
მწავავე ინფექციური დაავადებები
ტუბერკულიოზის აქტიური ფორმა
ალკოჰოლიზმი
ათეროსკლეროზი
შაქრიანი დიაბეტი
ვარიკოზული ემბოლიის საშიშროება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები