LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გსურთ ყოველდღე ლამაზად გამოიყურებოდეთ?

6
shvria

ამაზე ადვილი არაფერია – ყოველი დღე შვრიის ფაფით დაიწყოთ. შვრია შეიცავს ბევრ მცენარეულ ცილას და ფასეულ ვიტამინებს, მინერალებს, ცხიმებს. გარდა ამისა, ის სასარგებლო ფერმენტების წყაროა. ის გადამუშავებულიც კი ძალიან სასარგებლოა. განსაკუთრებით მარგებელია ჰერკულესის ფანტელების ფაფა, მომზადებული ინგლისური წესით: წყალში მოხარშული და შემდეგ თეფშზე – ახალი რძით შეზავებული. შვრიის სამკურნალო დანიშნულება საკმაოდ დიდია.


შვრია ძალიან სასარგებლოა ნაავადმყოფარი ადამიანისთვის, რადგან სწრაფად აღადგენს ძალღონეს. ჰომეოპათები განსაკუთრებით აფასებენ შვრიას, როგორც დამამშვიდებელ ალკალოიდის შემცვლელს. გარდა ამისა, ის უხვად შეიცავს თუთიას. შვრიის ჩალის აბაზანები შესანიშნავ სამკურნალო და კოსმეტოლოგიურ საშუალებად ითვლება. ბოლო ხანს ჩვენში ძალზე პოპულარულია ორგანიზმის გაწმენდის მეთოდები, შვრია კი საუკეთესო გამწმენდ საშუალებად მიიჩნევა. აშშ-ში ბევრი უჩივის სისხლძარღვთა დაავადებებს. იქ დიდად აფასებენ შვრიის ქატოს, როგორც ქოლესტერინის დამწევ საშუალებას. შვრიის ფანტელის ნახარში ძალიან კარგია მზით დამწვრობის დროს კანში შესაზელად. ის ატენიანებს კანს. შვრიის ნახარში აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ეფექტურია შაქრიანი დიაბეტის დროს და სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობისას. არის საუკეთესო ნაღვლმდენი საშუალება.

შვრია შეიცავს ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კომპონენტებს: კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, ქრომს, რკინას, მანგანუმს, იოდს, ფტორს, A და E ვიტამინებს, ასევე სხვა სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენენ ფილტვებისა და თირკმელების მუშაობაზე. გარდა ამისა, შვრია ნამდვილი ჩემპიონის ფოსფოლიპიდების შემცველობის მხრივ, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს. ასევე გამოირჩევა ფერმენტებით, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან წიდის გამოდევნას. 100გრ ჰერკულესის ფანტელი შეიცავს B1 ვიტამინის სადღეღამისო ნორმას და B2 ვიტამინის სადღეღამისო ოდენობის ნახევარს.


შვრიის ფაფას შეგიძლიათ დაუმატოთ ერთი კოვზი მურაბა, გახეხილი ვაშლი ან მსხალი, დაჭრილი ბანანი, ნახევარი ფორთოხლის ან ლიმონის წვენი, გახეხილი სტაფილო, ერთი მუჭა კენკრა. თუ ფაფას დაუმატებთ რძეს ან ერთ სუფრის კოვზ თაფლს, განუმეორებელ შედეგს მიიღებთ. ზოგიერთი დიეტოლოგი გვირჩევს სხვადასხვა ხილი ერთმანეთში არ ავურიოთერთ დღეს მხოლოდ ერთი სახის მივირთვათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები