LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიბრიდი არც თუ ისე ეკოლოგიურია როგორც ერთი შეხედვით ჩანს და პრობლემები მასაც აქვს

შეიძლება ვიზუალურად ავტომობილი ძალიან დაზიანებული არ იყოს და სინამდვილეში ბევრად სერიოზული გართულებები ქონდეს

„ავტორადიოს“ გადაცემაში „ავტოსერვისი“ ავტოექსპერტი, დიაგნოსტიკის სპეციალისტი ილია გრიშაშვილი ესტუმრა. გადაცემის თემა ჰიბრიდული ავტომობილები, მათი დიაგნოსტიკა და მოსალოდნელი პრობლემები იყო.

როგორც წესი, ჰიბრიდული მოდელები საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩამოყავთ, მათი ნაწილი ავარიაშია მოყოლილი, ან უარესი წყალში აქვს დიდი დრო გატარებული. უმეტესობა ნორმალურად მოძრაობს, თუმცა მანამდე სერიოზული რეანიმაცია სჭირდება და სწორედ ესაა თქვენი საქმე. ძირითადად რა პრობლემებით მოდიან ხოლმე ასეთი ავტომობილები თქვენთან?

პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ჰიბრიდები საქართველოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. რატომღაც ბევრი მძღოლი უკნიდან მირტყმულ მოდელს ყიდულობს ხოლმე.

თუ ჩვეულებრივი ჰიბრიდია, უკნიდან მირტყმულს კიდევ არაუშავს, ჩვეულებრივად გაკეთდება. პლაგინის შემთხვევაში კი სერიოზული პრობლემები იქმნება, რადგან მასში უკანა აკუმულატორები სხანაირად არის მოწყობილი. ამასთან ერთად სხვა ბლოკებიც დგას და ა.შ. მოკლედ, ბევრი დამატებითი პრობლემა წარმოიქმნება.

ამას აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება, შეიძლება ვიზუალურად ავტომობილი ძალიან დაზიანებული არ იყოს და სინამდვილეში ბევრად სერიოზული პრობლემები ქონდეს.

დიახ, მაგალითად ჩემს პრაქტიკაში იყო ერთი ავტომობილი, რომელსაც მხოლოდ საბარგული ჰქონდა მიჭეჭყილი და უკანა შუშა ჩამტვრეული, თითქოს მეტი არაფერი არ ჭირდა, ბამპერიც კი მთელი ქონდა. რეალურად კი დაზიანებული ძრავის გამო პატრონს ძალიან დიდი თანხის გადახდა მოუხდა.

ყველაზე მოთხოვნადი მოდელია დღეს ფორდი. ის უფრო ახალი შემოსულია ბაზარზე, ადრე ამდენი არ ჩამოგვყავდა. ჩამოყავთ, შლიან, ნაწილებსაც უკვეთავენ და მოაქვთ. თუმცა, ფორდის ჰიბრიდი ჩვენთვის მაინც ახალი ხილია. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ფორდი საკმაოდ გამართული მანქანა აღმოჩნდა და მის აკუმულატორს სხვა ბრენდებისგან განსხვავებით ნაკლები პრობლემები აქვს.

დიაგნოსტიკის მხრივ რით განსხვავდება ჰიბრიდული ავტომობილის დიაგნოსტიკა ჩვეულებრივი, ბენზინზე მომუშავე ავტომობილის დიაგნოსტიკისგან?

თვითონ დიაგნოსტიკა დიდად არ განსხვავდება, უბრალოდ ჰიბრიდის შემთხვევაში მონაცემები მეტია, ბლოკებიც უფრო მრავლადაა და მის შეკეთებას მეტი ცოდნა ჭირდება. მაგალითად, ფორდი ცოტა ჩაკეტილი სისტემაა და მისი დიაგნოსტიკა ვრცლად არ დევს არსად. საუბარია როგორც ოფიციალურ ასე გატეხილ სქემებზეც, მათი პოვნა ინტერნეტში თითქმის შეუძლებელია. ანუ გინდა თუ არა ცენტრზე ხარ დამოკიდებული.

სწორედ ამიტომ, ჩამოყვანილი ავტომობილის მიყვანა ცენტრში, ოფიციალურ დილერთან ჯობს. მართალია, ცოტა უფრო ძვირი ჯდება, მაგრამ სამაგიეროდ გარანტია აქვს.

ზოგადად ჰიბრიდის შემთხვევაში პრობლემის გაჩენისთანავე ჩნდება ნიშანიც, ამიტომ აუცილებელია სპეციალისტთან მიყვანა. ფორდსაც კი რომელიც ძალიან გამძლე ავტომობილია, უყვარს სერვისები. ანუ გადადება პრობლემას ბევრად ართულებს, მაშინ როცა დროულად მიმართვის შემთხვევაში მისი მარტივად მოგვარება იქნებოდა შესაძლებელი.

ზოგჯერ ავტომობილი პროგრამულადაც ირევა…

დიახ, მანქანა ზოგჯერ პროგრამულადაც ირევა. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ჰიბრიდი, არაჰიბრიდი, ბენზინი თუ დიზელი. ყველა შემთხვევაში პრობლემის მიზეზი არის ის, როომ მომხმარებელი არასწორად ეპყრობა თავის ავტომობილს. პატარა რაღაც გამოეპარება და  ეს შემდეგ დიდ პრობლემებს იწვევს.

ჰიბრიდებს როგორც წესი, ძალიან დიდი გარბენები აქვთ, რაც ასევე იწვევს პრობლემებს…

აქ ჩამოყვანილ ავტომობილებს 200 ათას კმ-ზე ნაკლები გარბენი არ აქვთ ხოლმე, ეს კილომეტრაჟში და შესაძლოა ამდენი გარბენი მილშიც კი ქოდნეთ. როგორც წესი, გართულებები ელექტრომუხრუჭებით იწყება და ნელ-ნელა მექანიკური და ელექტრონული დაზიანებები ერთმანეთში ირევა. ხშირად მათი ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან რთულიცაა.

თავისი ექსპლუატაციის ვადა ჰიბრიდსაც აქვს და მოვლა მასაც სჭირდება. ზოგს გონია, რომ თუკი ჰიბრიდია ზეთის გამოცვლა არ უნდა ან ზოგიერთ აგრეგატებს არ უნდა მიეხედოს. არადა ყველაფერს თავისი რესურსი აქვს. სამუხრუჭე სითხე, მაგალითად ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ უნდა გამოიცვალოს.

ჰიბრიდს ზეთის გამოცვლა ალბათ უფრო ხშირადაც კი უნდა რადგან ძრავი მუდმივად მუშაობს.

ჰიბრიდის ძრავს არავინ არ აკეთებს, კაპიკები ღირს და ისევ ნახმარ ძრავს აყენებენ ხოლმე. ასეთ ავტომობილებს ტექდათვალიერების გავლაც უჭირთ. თითქოს არც ბოლავს და არც არაფერი, მარა მაინც აქვს პრობლემები. მოკლედ, არც ისე ეკოლოგიურია როგორც ჩანს.