LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიპერლუპი – მასკის გენიალური პროექტი გადაცემაში ,,ავტოსთორი”

11
Hyperloop - Musk

ასფალტები დედამიწაზე ააგეს, იმისათვის რომ ავტომობილებმა მასზე მოძრაობა კომფორტულად შეძლონ. ეს თავის დროზე ნამდვილად იქნებოდა ინოვაცია. და იყო კიდეც. გრუნტოვანი გზებიდან ასფალტზე გადმოსვლა, ნაკლები ნჯღრევა და შესაბამისი სიჩქარის აკრეფა დროსა და ენერგიას ზოგავდა. მაგრამ წინსვლა საჭიროებს განვითარებას.

ამიტომ ჩვენ წინაშეა არც ისე ახალი იდეა, თუმცა მაინც მომავლის პროექტი. ელექტრონული მიწისქვეშა გზა და ავტობუსი, რომელიც ქალაქების ქვეშ ივლის, აქამდე წარმოუდგენლად მაღალი სიჩქარით.

ვინ ჩაუყრის საფუძველს ამ პროექტს, თუ არა ისეთი ვინმე ვინც ინოვაციასთან ასოცირდება. ასეთია ინოვატორი ილონ მასკი.

ამერიკელი მილიარდერის გატაცება, მეტროს ნაირსახეობაა, ანუ როგორც უკვე აღვნიშნე, მიწისქვეშა ავტობუსი. მიწისქვეშა ტრანსპორტი ადამიანებს მისცემს ტრანსპორტაციის სიახლეს, სახელწოდებით ჰიპერლუპი.

ეს იდეა, საგულისხმოა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების ტრანპორტირებისთვის არ შემოიფარგლება. იდეა უფრო ფართოა. ჰიპერლუპების საშუალებით გაცილებით სწრაფად გახდება შესაძლებელი ტვირთის გადაზიდვა.

ახლა კი ტექნიკური დეტალებიც ვნახოთ. ანდერბასი, მოდით ჯერ ასე ვუწოდოთ მას, მაგნიტურ რელსებზე გადაადგილდება და შეძლებს 200 კილომეტრი საათის სიჩქარის განვითარებას. მასკი ირწმუნება, რომ შეერთებული შტატების მთავრობისგან მიიღო ზეპირი თანხმობა იმაზე, რომ გვირაბების ინფრასტრუქტურა ქვეყნის დიდ ქალაქებში – ნიუ იორკში, ფილადელფიაში, ბალტიმორსა და ვაშინგტონში შექმნას.

მომავალში მიწისქვეშა ტრანსპორტის გვირაბთა სისტემა, ჰაიპერლუპის ინფრასტრუქტურასთან გაერთიანდება. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელის შემთხვევაში, მიწისქვეშა და მიწისზედა გვირაბებში, ტრანსპორტი ვაკუუმის მეშვეობით, 1 200 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები