LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი – მოდის პარაგონი “ავტოსთორი”

8
1000x-1

რეალური ტონი სტარკი, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი, ტექნოლოგიური გენიოსი, ინოვატორი, ფილანტროპი, ადამიანი რომელსაც სურს პირველმა დაიპყროს პლანეტა მარსი.

ეს ყველაფერი ტესლად ფუძემდებლის, ილონ მასკის მიმართ პირფერობის მიზნით შემკული ეპითეტებია. ცხადია ის ამ პოდკასტს ისეთი ალბათობით მოისმენს, როგორც მაგალითად მე გავისეირნებ მარსზე, მაგრამ ავტოსთორის მკითხველისთვის თუ მსმენელისთვის, თვალ-ყურ-წარმტაცი მაინც გამოვა.

მაშ ასე, ილონ მასკი, როგორც გემოვნებიანად ჩაცმულობის პარაგონი.

პარაგონი – იდეალური პერსონა/ნიმუში, განუმეორებელი რამე ან ვინმე.

ილონ მასკს არაერთხელ უთქვამს, რომ ყოველთვის ანიჭებს უპირატესობას უბრალო ჩაცმულობას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საჭირო დროსა და საჭირო ადგილას ან საჭირო ადამიანებთან შეხვედრისას, მილიარდერი მაისურით და ჯინსებით მიდის. ამიტომ უარს არ ამბობს წამყვანი დიზაინერების ნამუშევრებში გამოწყობაზე.

ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში, მასკი გამოჩნდა ‘Givenchy’-ს კოსტუმში. პიჯაკის ფასი 3.000 გირვანქა სტერლინგამდეა.

მილიარდერს შეკვეთით ემსახურება, მოდის წამყვანი დიზაინერისა და რეჟისორის თავისსავე სახელით შექმნილი ბრენდი Tom Ford. ტომ ფორდი კი ძალიან, ძალიან ძვირადღირებული ბრენდია.

 

გარდა კლასიკური სამოსისა, ტექნოგიგანტი ხშირად იცვამს გაცვეთილ, ბედ-ბოი ტყავის ქურთუკებს. რამდენად ხშირად წარმოუდგენელია, მაგრამ ვიცით რომ პრეზენტაციისას Belstaff-ის ბრენდის ქურთუკით წარსდგა.

ქურთუკების ქვეშ კი მას სხვადასხვა გამოსახულების ბრენდ Everyday Astronaut-ის მაისურები აცვია, რომლებიც როგორც წესი, იაფია, 30 დოლარის ფარგლებში.

ასე, რომ მასკი, როგორც ყველა ჩვეულებრივი ადამიანი საჭიროებისამებრ იცვამს და მის სტილში განსაკუთრებული არაფერია. ასეთია ელონ მასკი, უბრალო და განსაკუთრებული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები