LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმისათვის, რომ ზამთრის სუსხიან დღეებშიც კი, თქვენი თმა მბზინვარე და ჯანსაღი იყოს – ,,ადრენალინი”

15
c-users-sandhu-desktop-images-best-hair-extension

ჯანმრთელი თმა ქალის სავიზიტო ბარათია. ხარისხიანი თმის შენარჩუნებას ყურადღება და სათანადო მოვლა სჭირდება. განსაკუთრებით ზამთარში, როცა ცივა და ორგანიზმი ვიტამინების დეფიციტს განიცდის.

იმისათვის, რომ ჯანმრთელი და მბზინვარე თმა მთელი წლის მანძილზე შეინარჩუნოთ,  რამდენიმე მარტივ და სასარგებლო რჩევას გთავაზობთ:

თმა არ დაიბანოთ ყველა შამპუნით რაც კი ხელში მოგხვდებათ. სასურველია იგი თმის ტიპს შეუსაბამოთ.

დაბანისას გამოიყენეთ წყლის დიდი რაოდენობა. თმას კარგად მოაშორეთ  შამპუნი. სასურველია ბოლოს გრილი წყლის გადავლება. ეს თავიდან აგაცილებთ ქერტლის გაჩენას.

არ იჩქაროთ თმის დაბანისას. რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმეთ თმის მასაჟს. ქაფიან თმას თითები სავარცხელივით ჩამოუსვით. ეს, თმის გაწეწვას აგაცილებთ თავიდან.

არასასურველია ცხელი წყლით თმის დაბანა. ცხელი წყალი მტერია ქერტლისკენ მიდრეკილი თმისათვის.

გამშრალებამდე თმა კარგად გაწურეთ. არავითარ შემთხვევაში არ გაიმშრალოთ უხეშად.

დავარცხნისას, სავარცხელი ჩამოისვით თმის ძირიდან ბოლოებამდე. თმის შუა ნაწილიდან დავარცხნა ტენიანობის არათანაბარ გადანაწილებას იწვევს.

თმაზე ნებისმიერი ნიღბის დადების შემთხვევაში კოსმეტიკური ქუდი დაიხურეთ და დაიდეთ ცხელი წყლით დასველებული პირსახოცი. ასე დატოვეთ გაგრილებამდე. სასურველია პროცედურის 3-ჯერ გამეორება. ეს ხელს უწყობს ნიღბის მოქმედებას. ასევე, არაჩვეულებრივია თმის გამოშრობის საწინააღმდეგოდ.

იმისათვის, რომ ზამთრის სუსხიან დღეებშიც კი, თქვენი თმა მბზინვარე და ჯანსაღი იყოს, გაათბეთ 100 გ თაფლი, შეურიეთ 3 კოვზი ზეითუნის ზეთი და ცოტა ლიმნის წვენი. შეიზილეთ თმაში და დაიტოვეთ 30 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თმის დამატენიანებელი შამპუნით და იამაყეთ თქვენი არაჩვეულებრივი თმით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები