LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმრთელობა თუ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი – ადრენალინი

10
Beautiful legs woman wearing red dress with a black purse hand bag with high heels shoes sitting on the white bench. with copyspace.

მაღალ ქუსლზე სიარულის დროს სხეულის წონა ტერფს აწვება, სიმძიმის ცენტრი შეცვლილია, ხერხემალს ახალ მდგომარეობასთან შეგუება სჭირდება და წელის მიდამოებში იხრება. მხრები წინ იწევს და კისრის მიდამოებში კუნთების ძლიერი დაძაბულობა იქმნება. გარდა ამისა, ძლიერი დატვირთვა მუხლებზე მოდის და ეს ყველაფერი კომპლექსში სხვადასხვა დაავადებას იწვევს.

ფეხსაცმელი, არცთუ მაღალ ქუსლზე, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე უწყინარია. ექიმები გვარწმუნებენ, რომ დაახლოებით 4-სმ-იანი ქუსლი ტერფზე დატვირთვის გადასანაწილებლად აუცილებელიცაა. მაღალი და წვრილი ქუსლის სიყვარულის შედეგი შეიძლება ძარღვოვანი ვარსკვლავები, ტკივილი და ფეხებში სიმძიმის შეგრძნება, მოხრილობა, თავის ტკივილი, უძილობა და სხვა უსიამოვნო შეგრძნება აღმოჩნდეს. არც უქუსლო ფეხსაცმელია ყველაზე უვნებელი და იდეალური ვარიანტი, რადგან არ იძლევა წონის თანაბრად და სწორად გადანაწილების საშუალებას. ამ შემთხვევაში დატვირთვა ფეხის ქუსლებზე მოდის. იჭიმება ტერფის კუნთი.

ამიტომ, სპეციალისტები ქუსლის სიმაღლის ხშირ მონაცვლეობას გვირჩევენ. მაგალითად: სამსახურში ერთი ფეხსაცმლის ტარებას, შინ წასასვლელად კი მეორის. პროფილაქტიკის დავიწყება კი არაფრით შეიძლება. ჩვენს ფეხებს დასვენება ყველაზე მოხერხებული ფეხსაცმლისგანაც კი სჭირდება. დასვენებისა და სხვა და სხვა დაავადებების პროფილაქტიკის საუკეთესო ხერხი ამ შემთხვევაში ფეხშიშველი სიარულია. განსაკუთრებით უსწორმასწორო და უხეშ ზედაპირზე ( ქვიშაზე, ქვებზე). ასევე სასარგებლოა სამასაჟე ხალიჩა. აუცელებელია ყოველდღიურად რამდენიმე მარტივი, მაგრამ ეფექტური ვარჯიშის გაკეთება: რამდენჯერმე აიწიეთ ფეხის წვერებზე ან დამჯდარმა ტერფები ჯერ თქვენკენ მიმართეთ, შემდეგ კი წინ გაწიეთ.

თუმცა ყველაზე მთავარია ფეხსაცმლის სწორად შერჩევა. შეეცადეთ  ხარისხიანი ფეხსაცმელი იყიდოთ და იაფიანს და ბევრს ერთი-ორი და კარგი არჩიოთ. ჯანმრთელობაზე ეკონომიას ნუ გააკეთებთ. დამატებით ფეხსაცმლისთვის საგანგებო ორთოპედიული საფენების შეძენაც შეიძლება. მას პროფილაქტიკური სუპინატორი აქვს და არა მარტო დატვირთვის თანაბრად გადანაწილებას, არამედ ბრტყელტერფიანობისგან დაცვასაც ახერხებს.

ასე რომ, იყავით მოულოდნელობებით სავსე. საკუთარი ინდივიდუალობის ხაზგასმა ლამაზი და მოდური ფეხსაცმლით არ დაივიწყოთ, მაგრამ ჯანმრთელობის ხარჯზე გასალამაზებლად ნურაფერს მოიმოქმედებთ.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები