LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიმს ბონდის სათაყვანებელი მანქანა – Aston Martin-ის ავტოსთორი

5
astonmartin-mtav

არსებობს ასეთი ბრიტანული კომპანია „ასტონ მარტინი“, რომელზეც შანსი არაა არ გსმენოდეთ. გასული საუკუნის სამოციან წლებში დაიწყო არსებობა და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ შექმნა ლეგენდა. „ავტოსთორის“ ეს ხაზი ეძღვნება კონკრეტული წლის დამოუკიდებელ ავტოშედევრებს, რომლებმაც ისტორიაში საკუთარი სახელი ჩაწერეს.

სანამ კონკრეტულ მოდელზე ვისაუბრებთ, უნდა ითქვას, რომ ამ ავტომწარმოებელს ეკუთვნის ჯეიმს ბონდის ყველაზე უფრო სათაყვანებელი მანქანა, რომელიც Aston Martin DB9-ს მოდიფიცირებულ ვარიანტს წარმოადგენს.

დღეს კი ვისაუბრებთ DB7-ზე. რომ არა DB7, “ასტონ მარტინი” საავტომობილო დიდების დარბაზში კარგად შენახული სქოლიო იქნებოდა.

1990-იანი წლების დასაწყისისათვის ნიუპორტ პაგნელის კარიბჭეებიდან სულ რამდენიმე მანქანა გამოდიოდა.

Aston Martin-ს ძველი დიდების დასაბრუნებლად საკმაოდ სერიოზული ინვესტიცია სჭირდებოდა. ახალმა მფლობელმა ფორდმა დიდებული DB7 შექმნა და “ასტონ მარტინი” თავისი დახვეწილი ვიზუალით და შამბეჭდავი მახასიათებლებით ახალ ეპოქაში გადაიყვანა.

კიდევ უფრო დიდებული მოვლენა 1999 წელს 420 ცხენის ძალის მქონე V12 ძრავიანი DB7 Vantage-ის გამოჩენა იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები