LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯინჯერი – საოცარი სამკურნალო თვისებებით

11
ჯინჯერი

კოჭა, იგივე ჯინჯერი, ბოლო დროს საკმაოდ პოპულარულია. იგი მოჰყავთ იაპონიაში, ინდოეთში, ბრაზილიაში, არგენტინაში, ჩინეთსა და ვიეტნამში. მისი სამშობლო ინდოეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაა. მას საუცხოო არომატი და გემო აქვს. ჯინჯერი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, ის მდიდარია ვიტამინებით ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებით. ჯინჯერის შემცველობაში შედის ბუნებრივი ზეთი გინგეროლი, რომელიც სასარგებლო ნაერთების ნამდვილი ბუკეტია. ცნობილია ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებით. ამიტომაც  ეხმარება ორგანიზმს ინფექციის ან სტრესის დროს.

მრავალი ექიმი ამტკიცებს, რომ ჯინჯერს მედიკამენტებზე არანაკლებ შეუძლია გულის რევასთნ გამკლავება. ჯინჯერს შეუძლია ანთებითი პროცესების მოხსნა და პროგრესირებული ტკივილის შემსუბუქება. ასევე კვლევებმა აჩვენა, რომ ანტიოქსიდანტებისა და კოჭას აქტიურ ნაერთებს შეუძლიათ შეაჩერონ ანთებითი რეაქციები თავის ტვინში და გააუმჯობესონ ტვინის ფუნქციონირება. კოჭა გამოიყენება არაერთი დაავადების საპროფილაქტიკოდ. ის დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.

გარდა იმისა, რომ კოჭა კერძს განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს, ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ. აქვს ნაღვლმდენი მოქმედება. ნორმაში მოჰყავს კუჭის სეკრეცია. თუ რეგულარულად მოიხმართ საკვებში კოჭას, გაგიუმჯობესდებათ მადა.  იგი გამოყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აძლიერებს იმუნიტეტს. გამოიყენება ასევე პარაზიტების სამკურნალოდ, ბრონქიალური ასთმის, ჭრილობების, თირკლმლებისა და კანის დაავადების დროს.
რეკომენდებულია მეტეორიზმის, ფაღარათის, სიყვითლის, ნაღვლის ბუშტის და ფარისებური ჯირკვლის დაავადებების დროს. განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებზე, ამაგრებს და ასუფთავებს მის კედლებს, აუმჯობესებს მეხსიერებას, დაბლა სწევს წნევას. კარგად მოქმედებს შრომისუნარიანობაზე. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში ძალების მოზღვავებასა და სიმხნევეს შეგმატებთ. არის პროფილაქტიკური საშუალება თრომბის წარმოქმნისა და ინსულტის დროს.

კოჭა ხსნის ტკივილს სახსრებში, კუნთებში, არის დამხმარე საშუალება რევმატიზმის, ართრიტისა და ართროზის მკურნალობის დროს. განსაკუთრებით სასარგებლოა კოჭა ქალებისათვის. დადებითად მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე, ეხმარება ორსულებს ტოქსიკოზის დროს: ხსნის ღებინებას, თავბრუსხვევას და სისუსტეს. მიჩნეულია, რომ კოჭა ეფექტურია სიმსივნის პროფილაქტიკისათვის. ის აფერხებს მის ზრდას. რეკომენდებულია კოჭას პატარა ნაჭრის ჩაღეჭვა ყოველი ჭამის შემდეგ. მისი არომატი მოქმედებს უკეთესად, ვიდრე ნებისმიერი საღეჭი რეზინა და გაგათავისუფლებთ არასასიამოვნო სუნისგან პირის ღრუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები