LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,კავკასიური გამოწვევა” – 40 წლის ,,ჟიგულის” თავგადასავალი – ავტოსთორი

22
კავკასიის არც ისე ჩემპიონი 2

გსმენიათ „კავკასიური გამოწვევის“ შესახებ? ალბათ არა. კავკასიური გამოწვევა რთულ პირობებში 5 000 კილომეტრის გავლას წარმოადგენს. ეს ალბათ შორსაა ცნობილი მსოფლიო რბოლებისგან, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს სამოყვარული რალია, ნამდვილად საინტერესო უნდა იყოს.

კავკასიურ გამოწვევაში მონაწილეებს ყველა სატრანსპორტო საშუალების გამოყენების უფლება აქვთ. დაახლოებით ორი წლის წინ ამ რალის ნამდვილი აღმოჩენა იყო  1982 წლის „ჟიგული“, რომელიც საავტომობილო ვებგვერდ „იალოპნიკის“ ეკიპაჟმა აირჩია. მანქანა ეკიპაჟმა მეორადი ავტომობილების ბაზარზე იპოვა და მასში 450 დოლარი გადაიხადა.

თუმცა გაკვირვება ჯერ ადრეა, ჯგუფს რამდენიმე ათასი დოლარის გადახდა მოუწია ამ „ლადას“ რემონტზე. გადასვეს ახალ საბურავებზე, რთული გზის სურპიზებისაგან თავდასაცავად ძრავას ახალი დამცავი დაუყენეს. ბევრი დაკვირვების შემდეგ კი დრო დადგა კავკასიური გამოწვევა მიეღოთ.

გარბენი დაიწყო სტამბოლში, მანქანამ გაიარა სომხეთი, აზერბაიჯანი და დასრულდა საქართველოში. უნგრულმა ეკიპაჟმა სტამბოლში საკითარი სვლით ჩასვლა გადაწყვიტა რითიც დაახლოებით 1000 კილომეტრით დაიგრძელა ისედაც გრძელი გზა.

„ჟიგულის“  ბულგარეთში ელექტრონიკის პრობლემა შეიქმნა, თუმცა რემონტის შემდეგ სხვა ამ მხრივ სხვა გართულებები აღარ მოჰყოლია. გარბენის დროს რამდენჯერმე გადაუხურდა ძრავა და სავალი ნაწილიც კი გაუხდა სარემონტო, მაგრამ ფინიშს მაინც მიაღწია.

სამწუხაროდ სენტიმენტები ნამდვილად არ გააყოლა ავტომობილმა მის მფლობელებს. ძველი საბჭოური მანქანის ყიდვა აღარავინ მოინდომა. ეკიპაჟმა ის ქუთაისის სადგომზე დატოვეს და შინ თვითმფრინავით დაბრუნდნენ.

ეს იყო კავკასიის არც ისე ჩემპიონის ისტორია.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები