LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორცის სასარგებლო და სამკურნალო თვისებები

93
xorci

ცოტა ვინმემ თუ ცის, რომ ხორცი სამკურნალოდ გამოდგება, თუკი გვეცოდინება როგორ გავანეიტრალოთ მისი მავნე თვისებები. წარმოგიდგენთ რამდენიმე სახეობის ხორცს და მათ დანიშნულებას სამკურნალო თვალსაზრისით.

თხის ხორცი – ძალზე სასარგებლოა ზაფხულობით. გაციების დროს თხის ხორცი ზეითუნის ზეთითა და ხახვით შეწვით და თალგამთან ერთად მიირთვით. დააყოლეთ შაქარი, ნუში, რათა მასში შემავალი მავნე ნივთიერებები განეიტრალდეს. თუ თხის ქონს ირმისას შეურევთ და ნიკრისის ქარის კვანძებზე წაიცხებთ, შვებას იგრძნობთ.

ახალშობილი ხბოს ხორცი – ყველაზე სასარგებლოა.იგი სისხლის შემადგენლობას აუმჯობესებს, ხოლო ვნებს მათ, ვისაც ელენთა აქვს გადიდებული. ხბოს ხორცის მავნე მოქმედებას ანეიტრალებს ფიზიკური შრომა და ცურვა.


მოხარშული კურდღლის ხორცის ნახარშის აბაზანა – რგებს ნიკრისის ქარისა და ძვლის დაავადებებს. ჩაშუშული კურდღლის ხორცი კურნავს ნაწლავების წყლულს.

ღორის ძველი ქონიარჩენს ლიბრგადაკრულ თვალებს და აყუჩებს ყურის ტკივილს. ღორის ხორცის ბულიონი საუკეთესო საშუალებაა შარდის შეკავების დროს. ღორის ჩაშუშული შარდის ბუშტი კი პირიქით შარდის შეუკავებლობას რგებს.

გოჭის ქონისაუკეთესოა სიმსივნეებისა და ნაწლავური წყლულების დროს, ასევე ყველა სახის ცხოველის ნაკბენის მოსაშუშებლად.

ძროხის თავი – სასარგებლოა ძვლის სიმსივნეებისას. მოხარშული თავის ხორცი ყურძნის ღვინოსთან ერთად უნდა მიირთვათ. ასევე კარგია მოხარშული კიდურები ძვლების გასამაგრებლად.

ბატის ხორცი – ხმას ასუფთავებს, ასევე საუკეთესოა სახის კანის გასასუფთავებლად. მსუქანი ბატის ღვიძლი სისხლის შემადგენლობას აჯანსაღებს, ბატის ქონი სიმსივნეებს აცხრობს. ყველაფერი ეს იხვის ხორცსაც შეეხება.

ქათმის ხორცი – ამაგრებს თავის ტვინს და აჩერებს ცხვირიდან სისხლდენას. ქათმის ქონი საუკეთესოა გაციებისას. ბულიონი კი რგებს ასთმას.

მამლის ხორცი – კამით მოხარშული ამსუბუქებს სახსრების ტკივილს.

მდინარის კიბორჩხალა – ხელს უწყობს მკვრივი სიმსივნეების გაწოვას, შლის და შარდის ბუშტიდან გამოაქვს ქვები. ქერქთან ერთად მოხარშული კიბორჩხალა შვებას აძლევს ტუბერკულოზით დაავადებულებს, ასევე კარგია ბრონქებისა და ფილტვების სიმშრალის დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები