LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიზისულ პერიოდი, მისი თავისებურებები და დაძლევის მეთოდები – „ასტრომაგია“

14
sofia-bzekalava

15 ოქტომბერს საავტორო გადაცემაში „ასტრომაგია“ სოფია ბზეკალავამ ყველასთვის კარგად ნაცნობ, თუმცა ნაკლებად სასიამოვნო კრიზისულ პერიოდზე, მის თავისებურებებსა და დაძლევის მეთოდებზე ისაუბრა.

ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია კრიზი. მეტიც, ბევრს მძიმე პერიოდი სამყაროს დასასრულადაც კი ეჩვენება, მით უფრო 21-ე საუკუნსში, როცა ადამიანი ვირტუალურ სამყაროს უფროა მიჯაჭვული, ვიდრე რეალურს, მეგობრების სიმცირე და არასრულფასოვანი ურთიერთობა კი, შეუძლებელს ხდის გულწრფელად საუბარს და რჩევის მიღებას, რაც ხშირად სტრესის და დეპრესიის მიზეზი ხდება. სამწუხაროდ, ბოლო წლებში განსაკუთრებით გახშირდა სუიციდის მცდელობა, რასაც პლანეტების ნაკლებად სასიკეთო კონფიგურაციაც შეუწყო ხელო და ერთი-ორად გააძლიერა ფარული ფსიქოლოგიური პრობლემები. ყველაზე მძიმე პერიოდი ემოციურ ადამიანებს აქვთ, რადგან შავი მთვარის და ნეპტუნის შერწყმას თევზების ზოდიაქოს ნიშანში, სწორედ ისინი განიცდიან ყველაზე მწვავედ.

ასტროლოგიაში თევზები შიშების და ფობიების სიმბოლოდ ითვლება და სწორედ ამიტომ ძლიერდება ადამიანთა კომპლექსებიც, რომელთა მართვა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. მართალია, ინტუიტიური, მეოცნებე თევზები, რომელთაც საოცრების სჯერათ და ხშირადაც ისრულებენ ოცნებებს, დადებით კონტექსტში ყოველთვის საინტერესო ადამიანია, მაგრამ შავ მთვარესთან შერწყმის შემთხვევაში, სწორედ მისი ბნელი მხარე ინაცვლებს წინა პლანზე, რომელთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდი – ცოდნა და ინფორმირებულობაა, რადგან თევზების ანტაგონისტი ქალწული – სწორედ ინფორმაციის მმართველი ნიშანია, საკმარისი ინფორმაციას ფლობის და სიტუაციაში კარგად გარკვევის შემთხვევაში კი, ყველას შეუძლია შიშის მარტივ მამრავლებად დაშლა, მისი შესწავლა და დაძლევა.

ადამიანთა დიდი ნაწილი გაუაზრებლად სწორედ ემოციების გავლენით მოქმედებს, როცა შიშით შეპყრობილი საღად აზროვნების, სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარს ჰკარგავს. ძალიან რთული და აუტანელია, მუდმივად კატასტროფის მოლოდინით ცხოვრება, მით უფრო, რომ სწორედ შიში ხდება კრიზისის მიზეზი. მთავარი შიშისთვის თვალის გასწორება, გარისკვა და გადამწყვეტი ნაბიჯის თამამად გადადგმაა.

მართალია, ყველას უყვარს სიტუაციის კონტროლი, მაგრამ ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნისთვის, მაგალითად, მორიელისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველაფრის მართვა, რადგან სხვა შემთხვევაში უბრალოდ უსუსურია და არ უნდა გაგება, რომ მიმდინარე მოვლენებთან ერთად მომავლის მართვა მხოლოდ ილუზიაა. რეალურად ადამიანი არაფერს არ აკონტროლებს, რადგან მართალია, ყოველთვის შეიძლება წინასწარ დაგეგმვა, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება ხვალ.

კატასტროფის ლოდინი ყოველთვის მცდარი და დამღუპველია, რადგან როცა არ იცი, რა გელის, მაშინ არც ნაადრევ შფოთვას აქვს აზრი. პრობლემის მოსაგვარებლად არა საკუთარი თავის შეშინება, არამედ რაციონალურად, პანიკის და აგრესიის გარეშე აზროვნება, მოქმედებაა საჭირო, მით უფრო, რომ ყოველთვის შეიძლება შეცდომის გამოსწორება.

ადამიანთა უმეტესობას უკმაყოფილების, უსამართლობის განცდა აქვს, თვლის რომ არ იმსახურებს მუდმივ უსიამოვნებას, რადგან სწორად ცხოვრობს, არაფერს აფუჭებს, თუმცა  ჯანმრთელობის, ფინანსურ ან პირად ცხოვრებაში პრობლემებს მაინც ვერ აღწევს თავს.

მართალია, კრიზისი განსხვავებულია, მაგრამ მისი მთავარი მიზანი მაინც ადამიანის დახმარებაა მოიძიოს საკუთარი თავი, რადგან ნებისმიერს აქვს არჩევანი – ან უარი თქვას მოქმედებაზე და გაჰყვეს დინებას ან იმუშავოს და ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოს საკუთარ თავში. სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა ნიჭიერმა ადამიანმა თქვა უარი ბრძოლაზე და დანებდა სირთულეებს, სამყაროს კი, ნაკლებად ნიჭიერები, თუმცა ბრძოლისუნარიანები მართავენ, რომელთაც საკუთარი თავის რწმენა აქვთ და იციან, რომ მხოლოდ საკუთარი რესურსების სრულად გამოყენებით შეიძლება წარმატების მიღწევა. სინამდვილეში, მთავარი არა მუდმივად ცოდნის შეძენა, არამედ მისი პრაქტიკაში გამოყენებაა. ბევრი განსხვავებულ მეთოდს მიმართავს, საკუთარ თავში ახლის ძიების ნაცვლად სხვის მიბაძვას ცდილობს და მხოლოდ მის უხარისხო დუბლიკატად იქცევა. სერიოზული პრობლემაა სულსწრაფობაც, რადგან ყველა სწრაფად ცდილობს შედეგის მიღება და არ უნდა გააზრება, რომ კეთილის შექმნას მონდომება, წინაღობების დაძლევა და საკუთარ თავში თანდაყოლილი თუ შეძენილი მანკიერებების დაძლევა სჭირდება.

რა თქმა უნდა, ყველას აქვს კრიზისული პერიოდი, რადგან პლანეტები მუდმივად განსხვავებულ კონფიგურაციებს ქმნიან, რომლებიც ადამიანის პირად ჰოროსკოპში არსებულ, ე.წ. „მგრძნობიარე წერტილებთან“ შედიან კონტაქტში, რაც ზოგჯერ სასიკეთოდ, ზოგჯერ პირიქით – ნეგატიურად აისახება მის ცხოვრებაზე, რადგან სწორედ ასე ცდის სამყარო ადამიანს და იმ რესურსების გამოყენებას აიძულებს, რომელთა შესახებ მანამდე არაფერი იცოდა.

პლანეტების მიმდინარე კონფიგურაცია განსაკუთრებულ პრობლემებს მორიელს, თხის რქას და თევზებს უქმნის,  რადგან კრიზისი და მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც  მაისის თვეში დაიწყო და მომავალი წლის იანვრამდე გაგრძელდება, სწორედ მათ ცხოვრებაშია.

მორიელს ბედმა გაუღიმა, რადგან მისი კრიზისი საკმაოდ ხანმოკლეა. მზე სასწორის ზოდიაქოს ნიშანს გადის, ამიტომ მორიელის სირთულეები მხოლოდ ენერგეტიკული დისბალანსით, უხასიათობით, ფუჭი მცდელობებით შემოიფარგლება. მართალია, თავს იზოლირებულად გრძნობს და ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს, მაგრამ ყველა უსიამოვნება გაქრება, როცა მზე მის ზოდიაქოს ნიშანში გადავა.

თხის რქის კრიზისული პერიოდი, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია გრძელდება წლის ბოლოს დასრულდება. ზოგადად, თხის რქა ძალიან პრინციპული და დისციპლინირებული ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც თითქოს ზრდასრული იბადება, ამიტომ ყოველთვის ზუსტად იცის რა უნდა, ჯიუტად მიიწევს დასახული მიზნისკენ და საოცარი მოთმინების წყალობით ყოველთვის აღწევს სასურველ შედეგს. მართალია, სირთულეები არასდროსაა სასიამოვნო, მაგრამ სწორედ მათი წყალობით შეუძლია თხის რქას გაძლიერება და საკუთარ შესაძლებლობებში კიდევ ერთხელ დარწმუნება, მით უფრო, რომ 2020 წელს სრულად აინაზღაურებს  დანაკლისს, დაუფასდება შრომა და მოთმინება, რასაც გამარჯვების პლანეტის – იუპიტერის მის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლაც შეუწყობს ხელს.

ნაკლებად გაუმართლათ თევზებს, რადგან სწორედ მათ აქვთ ყველაზე რთული პერიოდი. თუმცა მათთვის, ვინც სწორად ვითარდება და იცავს მორალურ პრინციპებს კრიზისი ნაკლებად მტკივნეული იქნება, მას კი, ვინც უარს ამბობს საკუთარი ნაკლოვანებების გამოსწორებაზე და გაურბის ცვლილებებს, ძალიან გაუჭირდება შავი მთვარის ტრანზიტის დაძლევა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები