LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურკუმა – ინდური სამკურნალო სუნელი

68
კურკუმა

კურკუმას ინდოეთში მოიხმარენ უკვე 7000 წელია. ის ერთ–ერთი ყველაზე შესწავლილი სუნელია დედამიწაზე.  აშშ  ჯანმრთელობის ნაციონალურ ინსტიტუტში 7000–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი მიეძღვნა კურკუმას სამკურნალო თვისებებს. მიუხედავად იმისა, რომ კურკუმა საქართველოში იყიდება, მას ჩვენში ნაკლებად იცნობენ და იშვიათად იყენებენ სამკურნალო მიზნით.

კურკუმა აფერხებს სიმსივნის განვითარებას. 2006 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მცენარე ხელს უშლიდა მსხვილი ნაწლავის კიბოს პროგრესს. არსებობს მოსაზრება, რომ კურკუმა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ძუძუს, კანისა და პანკრეასის სიმსივნე, ლეიკეიმია და მრავლობითი მიელომა. ამცირებს გულის შეტევებსა და ინსულტის რისკს. მას აქვს დადებითი გავლენა ქოლესტერინის მიმართ, შეუძლია სისხლძარღვებს „ცუდი ქოლესტერინის“ გამოძევებაში დაეხმაროს. კურკუმა კარგია ათეროსკლეროზის დროს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევები და პარალიზება. გამოიყენება ღვიძლის დაავადებებისას – ჰეპატიტის მკურნალობაში, ალკოჰოლით გამოწვეული ცეროზისას, იცავს ღვიძლს ტოქსიკური ნივთიერებებისგან; ხელს უშლის ქვების წარმოქმნას ნაღვლის ბუშტში; ეფექტურია კანის დაავადებების დროს – ეგზემა, დამწვრობა, კანის დალურჯებები, ტრავმით გამოწვეული დასიება; შველის თავის, ყელის, ართრიტითა და ართროზით გამოწვეულ ტკივილს; არის სიცხის დამწევი საშუალება; ამცირებს ხველებას; კარგად მოქმედებს რესპირატორული დაავადებების დროს.

კურკუმას მეორე მნიშვნელოვანი თვისება არის ის, რომ მდიდარია რკინით და შველის ანემიის დროს. რკინის ნაკლებობას კი ბევრი ადამიანი განიცდის. ასევე ეფექტურია მაღალი მჟავიანობის დროს. აძლიერებს იმუნიტეტს. არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. ორგანიზმს ეხმარება სიმსივნესთან ბრძოლაში, რადგან ის არის ძლიერი ანტიოქსიდანტი.

კურკუმა დადებითად მოქმედებს  ფილტვებზე. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ის აღადგენს სასუნთქი გზების ლორწოვანს და ამგვარად ანეიტრალებს, იმ ტრავმების შედეგებს, რომლებიც ხშირად ადამიანებს ჩვილობის ასაკიდან მოჰყვებათ. თუმცა, კურკუმა, ისევე, როგორც სხვა სანელებლები, ბავშვებისათვის მხოლოდ უმცირესი დოზებითაა დასაშვები.კურკუმა ხელს უწყობს ახალი უჯრედების წარმოქმნას, ის სკლეროზული მოვლენების პირველი მტერია. მასში შემავალი რკინის წყალობით, ის ანემიის პროფილაქტიკისთვის და მკურნალობის დროსაც გამოიყენება.კურკუმა სრულად კურნავს ჭინჭრის ციებისგან. გარდა ამისა, ის ბუნებრივი ანტიბიოტიკია და აცხრობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს. მისი ნაყენი შედეგიანად ებრძვის ხველას და მაღალ ტემპერატურას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები