LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლინკოლნი – ელვისის პირველი მანქანა – “ავტოსთორი”

10
Elvis Presley Lincoln HEAD

ჩემი პირველი მანქანა ყველაზე ლამაზი მანქანა იყო, რაც კი ოდესმე მენახა. მეორადი იყო… სასტუმროს წინ დავაყენე და მთელი ღამე მის ყურებაში გავატარე, – ეს „როკ ენ როლის“ მეფის სიტყვებია.

…და თურმე ერთადერთი რამ, რაც ელვისს უფრო მეტად უყვარდა, ვიდრე მუსიკა და ბიზნესი, მისი ავტომობილები იყო.

ელვის პრესლიმ 1941 წლის ლინკოლნი რომ შეიძინა, ეს მოდელი უკვე 15 წლის იყო… მეორადი, დანგრეული, მაგრამ მისი პირველი ავტომობილი. მაშინ ხომ სცენის, შოუბიზნესისა და მსმენელების გულთამპყრობელი კი არა, წარმატებასა და პოპულარობას მოწყურებული არტისტი იყო, რომლის შესაძლებლობებსა და პოტენციალს საზღვარი არ ჰქონდა.

ლეგენდა გვიამბობს, რომ ელვისი უფრო ხშირად აწვებოდა ამ მანქანას, რომ რამენაირად დაეძრა, ვიდრე მისი მგზავრობით ტკბებოდა… იმიტომ რომ… თითქმის არაფრად ვარგოდა. იაფი, არასანდო და არასტაბილური ლინკოლნი, მაგრამ მაინც ელვისის ლინკოლნი. მძიმე შრომით ნაშოვნი ფულით შეძენილი პირველი ავტომობილი

.

თუმცა, ეს მისი პირველი და უკანასკნელი ლინკოლნი არ ყოფილა. ,,როკ ენ როლის” მეფეს პირველად მისმა მამამ აჩუქა 1952 წლის ლინკოლნ ზეფირი და როცა ვერნონმა გასაღები გადასცა, ელვისმა უპასუხა, „ამმ… მადლობა, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები