LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Luis Vuton-ის მერსედესი

10
mercedess

იყო ასეთი დიზაინერი ვირჯილ ებლო. შეიძლება მის შესახებ არ გვსმენია, მაგრამ დიზაინერული სამყაროს გამორჩეული ბრენდის, ლუი ვუტონი ყველასათვის ნაცნობია. ის ისეთივე ცნობილი ბრენდია, როგორიც ავტოსამყაროში, მაგალითად მერსედეც ბენცია.

რა მოხდება, როდესაც მერსედესის დიზაინზე, პლანეტაზე ერთ ერთი წამყვანი დიზაინერი იზრუნებს. ამ კოლაბორაციამ მოიტანა პროექტი მაიბახი.

ვირჯილ აბლომ Mercedes‑Maybach S680-ზე მუშაობა გარდაცვალებამდე დაასრულა. სიახლე მხოლოდ 150 ეგზემპლარად გამოვა და გაიყიდება მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში – Off‑White, Farfetch და Maybach Icons of Luxury.

სედანი Mercedes‑Maybach S680 by Virgil Abloh შესრულებულია ორ ტონალობაში, რომელიც შეიქმნა სპეციალურად ექვსმეტრიანი შოუქარისთვის Project Maybach.გვერდები, ორივე ბამპერი და ბორბლები ქვიშის ფერშია გადაწყევტილი. პატოტი, სახურავი, საყრდენები და საბარგულის საკეცი კი პრიალა შავ ფერში Obsidian Black. ანალოგიური ფერთა გამაა გატამაშებულის ალონშიც. ორმაგი ლოგოები Mercedes-Maybach და Virgil Abloh ჩანს ცენტრალურ კონსოლზე, ბალიშებზე და ზღურბლებზე.

კიდევ ერთი სიახლე ეს არის მედიასისტემა MBUX-ის ახალი გრაფიკა. მასვე საჩუქარდ მოყვება საფირმო ტენტი და ხის ზარდახშა რომელშიც დევს 1:8 მასშტაბის სატამაშო, ორი გასაღები და კარაბინი.


კაპოტის ქცვეშ კი ყველაფერი უცვლელია: ბიტრუბირებული V12 6.0, რომელიც 612 ცხენის ძალას იძლევა და დაწყვილებულია ცხრასაფეხურიან ავტომატთან.

სპეც-ვერსია Mercedes‑Maybach S680 – ეს არის მესამე და უკანასკნელი პროექტი ვირჯილ აბლოსთან მუშაობის. ცნობილი დიზაინერი გასულ წელს კიბოსგან გარდაიცვალა და დატოვა მდიდარი მემკვიდრეობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები