LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკკონაჰის კამაროს „ავტოსთორი“

8
camaro

მეთიუ მაკკონაჰი თანამედროვეოების ერთ-ერთი დამსახურებული ჰოლივუდის ვარსკვლავია, რომლის ფილმოგრაფიაც სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრებითაა მდიდარი. მეთიუს არტისტულ ღირსებას მისი ოსკარიც იცავს, რომელიც 2013 წლის დიდებულ კინოსურათში, „დალასის შემსყიდველთა კლუბი“ მიიღო, არაჩვეულებრივად შესრულებული შიდსით დაავადებული კოვბოის როლისთვის.

ამ ფილმის შემდეგ და მანამდეც, მაკკონაჰის კარიერა ჩრდილში არ ყოფილა. კომედიური და რომანტიკული როლების შემდეგ, მეთიუმ მონაწილეობა მიიღო „ნამდვილი დეტექტივის“ ბრწყინვალე პირველ სეზონში და ამის შემდეგ მისი, როგორც მსახიობის როლი კინოინდუსტრიაში, მოდით ვთქვათ რომ დასერიოზულდა. დღეს კი მის ავტოსთორის შევეხებით.

იმის მიუხედავად რომ მეთიუ მაკკონაჰს სწრაფი მანქანები უყვარს, ის  ვინტაჟურ და პრაქტიკულ მანქანებს ანიჭებს უპირატესობას. მისი შავი, 1981 წლის Chevy Camaro Z28, როგორც ჩანს,  მისი მანქანების კოლექციაში, ყველაზე მიმზიდველია. აღსანიშნავია, რომ ეს ავტომობილი მას მეუღლემ აჩუქა.

მაკკონაჰი უნიკალური Camaro Z28-სთან ერთად ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს. მისი დახვეწილი ექსტერიერი და ინტერიერი მსახიობის სტილს და გემოვნებას ზუსტად ესადაგება.

ეს ესთეტიკურ ავტომობილი 175 ცხენის ძალის მქონე 5.7-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი. ის თავისი დროის ერთ-ერთ საუკეთესო კუპედ მიიჩნევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები