LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცების გემოვნება და სასიყვარულო გატაცებები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით – ასტრომაგია

66
sofia-bzekalava

4 დეკემბერს ავტორადიოს გადაცემა „ასტრომაგია“ მამაკაცებს მიეძღვნა, ასტროფსიქოლოგმა სოფია ბზეკალავამ კი, ძლიერი სქესის წარმომადგენელთა ხასიათი, მათ გემოვნება და სასიყვარულო გატაცებები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით განიხილა.

თუ შეყვარებული ქალბატონი ბრძანდებით და იცით თქვენი რჩეულის ზოდიაქოს ნიშანი, მაშინ მიღებული ინფორმაცია აუცილებლად დაგეხმარებათ პარტნიორთან ურთიერთოობაში, მისი რეალური სურვილების და ინტერესების ამოცნობაში.

ვერძი – ცეცხლის პირველი ნიშანი, მოუსვენარი ვერძი მუდმივად მოძრაობაშია, ყოველთვის წინ მიიწევს და არასდროს იხედება უკან. ბუნებით მონადირეა და ძალიან ღიზიანდება, როცა თვითონ ხდება ნადირობის ობიექტი, ამიტომ არ ღირს მისი დევნა, მუდმივად შეწუხება და ზედმეტი სიყვარულით თავის მობეზრება. ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი ნამდვილი რაინდია, რომელიც ყოველთვის თამამად რისკავს და არც იმპულსურ გადაწყვეტილებებს ერიდება, არასდროს ორჭოფობს, არ საუბრობს მინიშნებებით და ყოველთვის გულწრფელად უტყდება პარტნიორს სიყვარულში. მართალია, ხშირად ბრაზობს და ცეცხლის გადმოფრქვევაც კარგად გამოსდის, მაგრამ საოცრად უბოროტო, ნებისმიერ წყენას სწრაფად ივიწყებს. პატრიარქალური ვერძი, რომელიც თვლის, რომ ოჯახში მთავარი მამაკაცია, არაჩვეულებრივი თაყვანისმცემელი, მამა და მეუღლეა. თუმცა, მისი გულის მოგება ძალიან რთულია, რადგან ერთის მხრივ, არ მოსწონს სუსტი, უმწეო, მორცხვი ქალები, მეორეს მხრივ კი, ღიზიანდება, როცა პარტნიორი აქტიურდება და ინიციატივას საკუთარ თავზე იღებს. მათ, ვისაც ვერძის პარტნიორობა სურს, უნდა შეეგუოს ლიდერის პოზიციის დათმობას, თუმცა, არ ღირს ზედმეტი პასიურობა და თავმდაბლობა, რადგან ვერძს არა მუდამ სახლში გამოკეტილი დიასახლისი, არამედ საკუთარი აზრის და ცხოვრებისეული პოზიციის მქონე ქალი სჭირდება, ამიტომ ყოველთვის შეგიძლიათ ეკამათოთ და თავისუფლად გამოხატოთ საკუთარი ინტერესები, მთავარია დაიცვათ ბალანსი და არ მოგივიდეთ ზედმეტი (ვერძის იდეალური პარტნიორები – ლომი, მშვილდოსანი და მერწყული, ტყუპები და სასწორი).

კურო – ასტროლოგიური სტატისტიკის თანახმად, საუკეთესო მეუღლე სწორედ კუროა. მართალია, ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცს არ უყვარს აჩქარება და ვერძისგან განსხვავებით, დილას გაცნობილ ქალბატონს საღამოს არასდროს შესთავაზებს ქორწინებას, მაგრამ თუ მყარ და სტაბილურ ურთიერთობას ეძებთ, მაშინ აუცილებლად კურო უნდა აირჩიოთ, რადგან კარგი მეოჯახისა და კულინარის, მზრუნველი და მოსიყვარულე მეუღლის გვერდით, რომელსაც არაფერი ენანება საყვარელი ქალისთვის და ყოველთვის პრაქტიკული საჩუქრებით ანებივრებს, თავს ყოველთვის დაცულად და მატერიალურად უზრუნველყოფილად იგრძნობთ. რა თქმა უნდა, მოგიწევთ დაელდოთ, მოითმინოთ და მისცეთ დაფიქრების საშუალება, რადგან კუროს არ უყვარს რისკი, ყოველთვის ზანტად ირჯება და საკმაოდ დიდი დრო სჭირდება პარტნიორის ახლოს გასაცნობად, თუმცა, თუ მოგეჩვიათ და თქვენს ერთგულებაში დარწმუნდა, მაშინ სამუდამოდ თქვენთან დარჩება. მიწის ნიშან კუროს გაწონასწორებული, მშვიდი ქალბატონები მოსწონს და ძალიან არ უყვარს ზედმეტად ემოციური და არაპროგნოზირებადი, აგრესიული და მაჩხუბარი ქალები (საუკეთესო პარტნიორები კუროსთვის – ქალწული და თხის რქა, ტყუპები და კირჩხიბი).

ტყუპები – პლანეტა მერკურის მფარველობის ქვეშ მყოფი ტყუპები ცვალებადი ხასიათით გამოირჩევიან და პარტნიორადაც განათლებულ, მრავალმხრივ განვითარებულ კარგ ორატორს ირჩევენ, რადგან თვითონ საოცრად კომუნიკაბელურს ძალიან უყვართ ლაპარაკი, ნაკლებად აქცევენ ყურადღებას რჩეულის გარეგნობას და პირველ რიგში მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აფასებენ. ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი თაყვანისმცემელი უკეთესია, ვიდრე მეუღლე, რადგან ცვალებადი ხასიათის პატრონი, განწყობის მიხედვით ასრულებს დანაპირებს, იშვიათად ეჭვიანობს და არ მოსწონს კონტროლი, არ აქვს მესაკუთრის ამბიციები და არასდროს ზღუდავს პარტნიორს, თუმცა არც თვითონ გამოირჩევა განსაკუთრებული ერთგულებით, ყოველთვის მისკენ მიუწევს გული, ვინც მუდმივად მოძრაობაშია და ვითარდება. სხვათაშორის, ყოველთვის მხიარული და პოზიტიურად განწყობილი ტყუპებით ნებისმიერ საზოგადებაში შეგიძლიათ მოიწონოთ თავი, რადგან ადამაინების მოხიბვლის, აღფრთოვანების შესაშური ნიჭი აქვს და მეგობარიც ბევრი ჰყავს, რომელთაც სიამოვნებით აცნობს საკუთარ რჩეულს. (საუკეთესო პარტნიორები ტყუპებისთვის – სასწორი, მერწყული, ვერძი, მშვილდოსანი).

კირჩხიბი – ინფანტილურ კირჩხიბს, რომელსაც მთელი ცხოვრება პატარა ბავშვად ურჩევნია დარჩენა, ძალიან უყვარს ოჯახი და დედა, ამიტომ, თუ მასთან სერიოზულ ურთიერთობას გეგმავთ, პირველ რიგში მის დედას უნდა მოაწონოთ თავი, რომელიც მთავარი და უმნიშვნელოვანესი ქალია კირჩხიბის ცხოვრებაში, ყოველთვის ითვალისწინებს მის აზრს და გასაკვირი არაა, რომ უპირატესობას სწორედ უფროსს ქალბატონებს ანიჭებს. მართალია, საოცრად მესაკუთრე კირჩხიბი ბუტია და ეჭვიანია, ამიტომ მზრუნველი, კარგი მეოჯახე და მოსიყვარულე ქალი სჭირდება, მაგრამ თვითონაც იდეალური მამა და მეუღლეა. რა თქმა უნდა, პერიოდულად  მასაც უფუჭდება განწყობა და უჩნდება საკუთარ თავთან მარტო დარჩენის სურვილი, თუმცა არ ღირს მისი ზედმეტად შეწუხება, რადგან აუცილებლად დაძლევს უგუნებობას და გაგაკვირებთ საკუთარი სითბოთი და ალერსით.

ლომი – მზით მართული ლომის ზოდიაქოს ნიშანი სიყვარულის და ბავშვების სიმბოლოა,  ამიტომ მუდამ შეყვარებულია, თუმცა არა კონკრეტულ ადამიანში, არამედ ზოგადად სიყვარულში. მამაკაც ლომს რამდენჯერმე ქორწინება ახასიათებს, რადგან თუ ის სითბო და სიყვარული ვერ მიიღო, რომელსაც მისივე აზრით იმსახურებს, დაუფიქრებლად მიატოვებს მეუღლეს იმ სანატრელის ძიებაში, რომელიც არაფერს დაიშურებს მისთვის. მართალია, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცს ფეთქებადი ხასიათი აქვს და ხმაურიც უყვარს, მაგრამ საოცრად რომატიკული და გულღია, უშუალო და პირდაპირია, არ მოსწონს მეწვრილმანე, ჭორიკანა და ვერაგი ადამიანები, ვისაც ზურგში დარტყმა სჩვევია და უპირატესობას იმ კეთილ და დიდსულოვან, ნაზ და დაუცველ ქალებს ანიჭებს, ვისზეც სიამოვნებით იზუნებს. თუ ლომთან სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ, ლიდერის როლი უნდა ჩააბაროთ და ხშირად შეაქოთ, უთხრათ ქათინაური და მიმართოთ რჩევით, რადგან მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საყვარელი ქალის ნდობის მოპოვება და მისი მოლოდინის გამართლება (საუკეთესო პარტნიორები ლომისთვის – ვერძი, მშვილდოსანი და სასწორი).

ქალწული – პერფექციონისტი ქალწული, რომელსაც ყველგან იდეალური გარემოს შექმნა უყვარს, ძალიან წუნიაა, დიდხანს ირჩევს პარტნიპორს და უჭირს გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა. სხვათაშორის, სწორედ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს შორისაა ყველაზე მეტი ბერბიჭა, რადგან მაქსიმალისტს, მხოლოდ იდეალური ურთიერთობა აკმაყოფილებს და ნაკლებს არასდროს თანხმდება. პრაქტიკული და პრაგმატული ქალწული ვერასდროს დაიკვეხნის განსაკუთრებული რომანტიზმით და იშვიათად იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, მაგრამ თუ გაბედა, აუცილებლად მზრუნველი მამა და ყურადღებიანი მეუღლე იქნება, რადგან მითვის ძალიან მნიშვნელოვანია იყოს საუკეთესო და რაც მთავარია სასარგებლო საკუთარი რჩეულისთვის. ქალწულს კომფორტის შექმნის საოცარი უნარი აქვს, არასდროს თაკილობს საოჯახო საქმის შესრულებას და ბავშვებზე ზრუნვას, პრაქტიკულ რჩევებს იძლევა და სიამოვნებით ეხმარება მეუღლეს კარიერის გაკეთებაში. მოსწონს გონიერი და საღად მოაზროვნე, რაციონალური, გაწონასწორებული ქალბატონები და აღიზიანებს ისტერიული და ზედმეტად ემოციური, სულსწრაფი და მფლანგველი ქალები, რომელბიც გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას აიძულებენ. ქალწულს არ სჩვევია ილუზიებით და მომავლის ფუჭი იმედებით ცხოვრება, ყველაფრის ზუსტად გათვლა და გარანტიების მიღება სჭირდება, ამიტომ არც თვითონ მოგატყუებთ და არასდროს შეგპირდებათ იმაზე მეტს, ვიდრე შეძლებს მოცემას.

სასწორი – შეუძლებელია სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამაკაცის ვერ შემჩნევა, რადგან აუცილებლად სიმპათიური და ელეგანტური, ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება, მოწესრიგებულია და გემოვნებით აცვია. არ უყვარს უხეშობა და უკმეხი გამონათქვამები, განსაკუთრებულ პატივის სცემს ქალბატონებს და თავისუფლად აწონებს თავს ნებისმიერს. სხვათაშორის, სასწორს ადამიანებს შორის ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პლანეტა ვენერა მფარველობს, ამიტომ მისთვის ძალიან მარტივია საპირისპირო სქესთან საერთო ენის გამონახვა, თუმცა, სიმპათიის შემთხვევაშიც უჭირს გადამწყვეტი ნაბიჯის გადაგმა, პარტნიორის გააქტიურება და ფლირტის სეროზულ ურთიერთობაში გადატანის ნებისმიერი მცდელობა კი, აფრთხობს და უამრავ ეჭვს იწვევს მასში. თავად ელეგანტური სასწორი დიდ ყურადღბას აქცევს ქალის გარეგნობას, ამიტომ, თუ მოდურად არ გამოიყურებით, გემოვნებით და დახვეწილად  არ გაცვიათ, დროა იზრუნოთ სტილის შეცვლაზე, რათა თავი მოაწონოთ სასწორს.

მორიელი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული იმ იშვიათ მამაკაცთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც რთული და მძიმე ხასიათის ქალბატონები მოსწონს. ასე რომ, თუ ფიქრობთ, რომ  მამაკაცები ვერ გიგებენ, მოძებნეთ მორიელი და ის აუცილებლად შეძლებს თქვენს შეყვარებას. ნუ მოგერიდებათ იყოთ უხეში და დაუმორჩილებელი, ეჭვიანი და ზედმეტად ემოციური, ვერ გააკვირვებთ მას ვერც საკუთარი ფატალურობით და ყველაფრის დრამატიზირებით, თუმცა, აუცილებელად შეინარჩუნეთ საკუთარ თავში იდუმალება და ნუ გაამხელთ ყველა საიდუმლოს. მორიელის სიყვარულის მოპოვების შანსი აქვთ გათხოვილ ქალბატონებსაც, რადგან ბუნებით მიმთვისებელს ძალიან მოსწონს სხვისი ოჯახის დანგრევა და თვლის, რომ “აკრძალული ხილი ყოველთვის უფრო ტკბილია”, თუმცა გაითვალისწინეთ,  რომ საოცარად ეჭვიანი მანიპულატორია და მუდმივად ეცდება თქვენს გაკონტროლებას, სწრაფად მოგიძებნით სისუსტეს და არასდროს მოერიდება თქვენს წინააღმდეგ გამოყენებას.

მშვილდოსანი – რა თქმა უნდა, ქარიზმატული მშვილდოსნით, რომელსაც ძალიან მოსწონს სუსტი სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა, ნებისმიერი ქალი სწრაფად იხიბლება. სხვათაშორის, მშვილდოსანი ზოდიაქოს ის იშვიათი ნიშანია, რომელსაც არაჩვეულებრივად გამოსდის ყოფილ პარტნიორებთან მეგობრობა. ამიტომ, მასთან მეგობრობა უფრო მომგებიანია, ვიდრე რომანტიკულ თავგადასავლებში გადაშვება, რადგან  ძალიან უყვარს თავისუფლება, ფლირტი და დაოჯახებულიც არასდროს უშვებს ხელიდან ქალბატონებთან არშიყის შესაძლებლობას. თუ მშვილდოსანთან სიმშვიდის და სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ, შეხედეთ ცხოვრებას მასავით მარტივად, გამოიჩინეთ მეტი ლიბერალიზმი და ლოიალურობა, არასდროს გამოთქვათ საკუთარი ეჭვები და პრეტენზიები, გახდით მისი მეგობარი და თანამოაზრე, რომელიც ყოველთვის მზად იქნება აჰყვეს ნებისმიერ, თუნდაც გიჟურ წამოწყებაში, რადგან მუდმივად ახალი იდეების და გრანდიოზული გეგმების პატრონი, არასდროს ინტერესდება სახლში ჩაკეტილი, ერთფეროვანი ქალბატონებით, რომლებიც მხოლოდ ოჯახზე ზრუნავენ.

თხის რქა – კუროს მსგვასად სტაბილური და ერთგული თხის რქა სანდო და საიმედო პარტნიორია, თუმცა, ძალიან რთულად იღებს დაოჯახების გადაწყვეტილებას, რადგან მისთვის მნიშვნელოვანია მოიწონოს  მისი რჩეული ოჯახის აბსოლუტურად ყველა წევრმა ნათესავების ჩათვლით. ამასთანავე, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორის სოციალურ სტატუს, მის განათლებას და ინტელექტს, რადგან მისთვის აუცილებელია ჰყავდეს გვერდით შემდგარი და ჩამოყალიბებული პიროვნება. მართალია, თხის რქას საკუთარ თავში ჩაკეტვა ახასიათებს, არასდროს გამოსდის გრძნობების გამოხატვა და ემოციების აფიშირება, მაგრამ ყოველთვის მთელი გულით უყვარს მეუღლე და შვილები, ვისზე ზრუნვაც მისთვის ერთდროულად სიამოვნებაცაა და უზარმაზარი პასუხისმგებლობაც.

მერწყული – საოცრად ქარიზმატულ და არაორდინალურ მერწყულს, რომელიც ხასიათის თავისებურებებით ძალიან ჰგავს მშვილდოსანს, არ უყვარს შეზღუდვა, თავსმოხვეული ვალდებულებები და ოფიციალური ქორწინება, უპირატესობას ყოველთვის თავისუფალ ურთიერთობას ანიჭებს და არასდროს ეჭვიანობს, თუმცა მხოლოდ ახლოს გაცნობის შემდეგ ენდობა საყვარელ ქალს. მერწყული ერთგვარი ანარქისტი რევოლუციონერია, რომელიც მუდმივად დადგენილ ნორმებთან ბრძოლაშია და ყოველთვის მოულოდნელობებითაა სავსე, შეუძლებელია მისი მოქმედების წინასწარ გამოცნობა და პარტნიორიც არაორდინალური სჭირდება, რომელიც მის საუკეთესო მეგობრი გახდება და არასდროს მობეზრდება მასთან ერთად ახლის ძიება.

თევზები – გასაკვირი არაა, რომ ქალური ენერგეტიკის მატარებელი თევზები ქალბატონების საუკეთესო მეგობრები არიან, ყოველთვის კარგად ესმით და გულთან ახლოს მიაქვთ მათი პრობლემები, საათობით შეუძლიათ მოსმენა და სხვისი ტკივილის გაზიარება. მართალია, თევზებთან ურთიერთობისას, არასდროს მოგაკლდებათ სითბო და ყურადღება, რადგან საოცარი მეუღლე, არაჩვეულებრივი მამაა და სიგიჟემდე უყვარს შვილები, მაგრამ ნუ დაელოდებით მის გააქტიურებას, რადგან ურთიერთობაში საკმაოდ პასიურია და არაა გამორიცხული თავად მოგიწიოთ ინიციატივის გამოჩენა. ამასთანავე, ნაკლებად ამბიციურს, არასდროს აქვს მწვერვალების დაპყრობის სურვილი, ამიტომ სწორედ თქვენ უნდა აიძულოთ გარისკვა, მუდმივად წინსვლა და შესაძლებლობების გამოყენება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები