LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანქანის კოროზია იწყება მაშინ, როცა მისი რომელიმე დეტალი უბრალოდ დაზიანდა და დამცველი საფარი მოშორდა – „ავტოსერვისი“

გადაცემას „ავტოსერვისი“ რეზიდენტი ავტოექსპერტი, კომპანია „კონტრასტის“ წარმომადგენელი ნიკოლოზ გელაშვილი ესტუმრა. სტუმარმა კოროზიაზე, ანუ ჟანგზე და მასთან ბრძოლის მეთოდებზე ისაუბრა.

რა არის კოროზია და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას?

დღეს უნდა ვისაუბროთ პრობლემაზე, რომელიც შესაძლოა ბევრ ადამიანს არც კი აღელვებდეს, თუმცა ცხოვრების რაღაც ეტაპზე მასთან ბრძოლა ალბათ ყველას უწევს. ჩვენი მოვალეობაც სწორედ კოროზიასთან ბრძოლაში დახმარებაა.

არიან ადამიანები ვისაც შესაძლოა ავტომობილთან მიმართებაში ეს პრობლემა არ აწუხებდეს, თუმცა არის ბევრი სხვა სფერო სადაც კოროზიასთან ბრძოლა მაინც მოუწევს, მაგალითად – სახლში რაიმე რკინის დეტალი…

ავტომოყვარულებს კი ეს საკითხი მართლაც ძალიან გვაწუხებს, რადგან კოროზიის გამო შესაძლოა ავტომობილი საერთოდ მწყობრიდან გამოვიდეს.

კოროზია ეს არის ძალიან რთული ქიმიური პროცესი ანუ რკინის ოქსიდირების პროცესი, რომელიც თვალით ხილულია. ადამიანმა როგორც კი დაიწყო მეტალის წარმოება, ფაქტიურად მაშინვე შეეჩეხა ამ პრობლემას, რადგან კოროზია ნებისმიერ მეტალს აზიანებს.

შეიძლება რაიმე მეტალს ვეძახდეთ უჟანგავს, მაგრამ უჟანგავი მეტალი რეალურად არ არსებობს და ყველაფერი დროის საკითხია. მაგალითად, ტიტანი რომელიც ჩვეულებრივ ატმოსფერულ პირობებში არ ჟანგდება, კონკრეტული პირობების შექმნის შემდეგ ისიც ჩვეულებრივად იწყებს ოქსიდირებას.

ქართველებს არ გვაქვს იმის ფუფუნება რომ სულ ახალი ავტომობილებით ვიაროთ და საავტომობილო ბაზრის 97-98% მეორად ავტომობილებს უკავია. ეს ავტომობილები თავის დროზე ევროპიდან მოდიოდა, შემდეგ გამოჩნდა ამერიკის ბაზარი, მაგრამ მთავარი ბუმი მაინც იაპონურმა ბაზარმა გამოიწვია. ხელისუფლების შეზღუდვების გამო ამჟამად მთლიანად ამერიკულ ბაზარზე ვართ მიბმულები.

ამერიკული ავტომობილები არის ჩანაძირი, დანამტვრევი ან სერიოზულად კოროზირებული. ამერიკელები ავტომობილს მთელი დატვირთვით იყენებენ, დიდად არ უვლიან და კოროზიაც სწორედ ადამიანის უყურადღებობითაა გამოწვეული. ასევე არანაკლებ მნიშივნელოვანია ავტომობილის მწარმოებელი, რომლისთვისაც პრიორიტეტული არ არის, რომ ავტომობილი კოროზიისგან დაიცვას.

მანქანის კოროზია იწყება მაშინ, როცა მისი რომელიმე დეტალი უბრალოდ დაზიანდა და დამცველი საფარელი მოშორდა. შემდეგ ამ ადგილს მოხვდა წყალი და იწყება კოროზირება. ამიტომ მფლობელმა უნდა გააკეთოს ყველაფერი რომ თავისი ავტომობილი დაიცვას.

ამერიკელი მომხმარებლის მიდგომა არის ძალიან მარტივი – თუ ყიდულობს ახალ ავტომობილს და იხდის მასში პირობითად 20 ათას დოლარს, მან უნდა იმსახუროს 5 წელი და გაანულოს ეს 20 ათასი. 5 წლის მერე კი ეს ავტომობილი საერთოდ აღარ აინტერესებს. ჩვენთვის კი 5 წლის მანქანა ახალია.

როგორ ვებრძვით ჟანგს, რა მეთოდები არსებობს?

ყველა მეტალი არის განსხვავებული შემადგენლობის – შავი, უფრო კეთილშობილი მეტალები თუ ფართოდ გავრცელებული ალუმინი. ბევრ ადამიანს გონია რომ ჟანგდება მხოლოდ რკინა და თუჯი, ალუმინს კი აქვს მარილი. არადა ეს მარილი არის ალუმინის ოქსიდი, რომელიც არის ჟანგი, უბრალოდ თეთრი ფერის. ანუ, დასკვნა ისაა, რომ ყველაფერი ჟანგდება.

რაც შეეხება კოროზიასთან ბრძოლის მეთოდოლოგიას – არის შუა საუკუნეების მეთოდები, შედარებით თანამედროვე მეთოდები, არსებობს ასევე ქიმიური მეთოდები ან ყველაზე მაღალტექნოლოგიური – მაღალი სიხშირის ლაზერული ჟანგის მოშორება.

ყველა მეთოდს აქვს თავისი ღირებულება, არის ძალიან მარტივი მეთოდები, როდესაც ჟანგის მოსაშორებლად გამაგრილებელ სასმელს, ძმარს ან ლიმონმჟავას იყენებენ.

რაც შეეხება ქიმიურ მეთოდებს, როგორც წესი, ქართველებს ქიმია არ უყვართ ამიტომ რაც არ იციან ხელს ნუ მოკიდებენ. ქიმიური პროცესი თუ არ გააკონტროლე, ერთ პრობლემას მოაგვარებ და სხვა რამეს გააფუჭებ.

არსებობს ძალიან ბევრი მექანიკური საშუალებაც, მაგალითად ზუმფარის ქაღალდი, ე.წ. შკურკა, რომლის გამოყენებაც თითქოს მარტივია, მაგრამ ისევე როგორც ქიმიური საშუალებებისას, ამ დროსაც უნდა ვიცოდეთ რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, რომ მეტალი არ გავაფუჭოთ. მეტალის გაცხელება ან გაციება მის სტრუქტურაზე ძალიან მოქმედებს, მისი დამუშავების დროს ტემპერატურული რეჟიმის დაცვა აუცილებელია.

სილა-ჭავლური მეთოდი ყველაზე ეფექტურია. ეს მეთოდი გულისხმობს შემდეგს – მაღალი წნევის ჰაერი მიწოდებული მაღალი წნევის კომპრესორით, ე.წ. ჰაერის ტუმბოთი, რომელიც გვაძლევს დიდი რაოდენობით ჰაერს. არის სპეციალური აპარატი, რომელიც არის სხვადასხვა ზომის, ფორმისა და სირთულის, თუმცა პრინციპი ყველა შემთხვევაში არის ერთი. ჰაერის ტუმბოსგან მოწოდებული ჰაერი უნდა შევიდეს დანადგარში, რომელშიც თავსდება სპეციალური ქვიშა. აპარატი უზრუნველყოფს ქვიშისა და ჰაერის დოზირებულ შერევას, შემდეგ გამოდის დრეკადი რეზინის მილი, რომლითაც ამ ჭავლის მიმართვა სასურველ დასამუშავებელ ზედაპირზეა შესაძლებელი. ეს ჰაერი და აბრესივი აცლის ჟანგს.

დამუშავების შემდეგ არის ყველაზე მთავარი პროცესი, მეტალის დაცვა. დაცვის საშუალებებიც არის უამრავი, თუმცა ყველაზე მარტივი და ეფექტური არის კარგი ხარისხის საღებავი. დამუშავების შემდეგ მეტალის დაფარვა მალევე უნდა მოხდეს. წყალი და ჰაერი რომ აღარ მიეკაროს.

როგორ უნდა გიპოვოთ ჩვენმა მსმენელმა?

ჩვენი საკონტაქტო ნომერია- 551690009. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ facebook-ზე, საძიებო ველში ჩაწერეთ „დაამარცხე ჟანგი“ და ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხებთ.

ჩვენი საწარმო მდებარეობს დიღმის მასივში, ლუბლიანას ქუჩაზე, კინოსტუდიის პროფილაქტიკაში. ჩვენ გვაქვს პორტატული დანადგარები, ვამუშავებთ ისეთ ნივთებს რომლებიც ჩვენამდე ფიზიკურად ვერ მოვა, მაგალითად ჭიშკარი, ფასადი და ა.შ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი