LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაზერატი და დევიდ ბექჰემი წარმოგიდგენთ: Maserati MC20 Fuoriseie

15
backham

იტალიური ავტომწარმოებელი “მაზერატი” მაღალი დონის ინდივიდუალური შეკვეთების პროგრამას წარადგენს. “მაზერატის” ახალი საიმიჯო სახე, ფეხუბურთელი, მოდელი და უბრალოდ ლეგენდა, დევიდ ბექჰემი საზოგადოებას თავის შემოქმედებას აცნობს.

დევიდი გვეუბნება, რომ მისთვის “მაზერატის” გუნდთან ერთად მუშაობა წარმოუდგენელი იყო და ამ პროცესმა შექმნა მანქანა, რომელიც ინსპირირებულია მისი მეორე სახლით, მაიამით და იქაური საფეხბურთო კლუბით.

ახალი Maserati MC20 საფეხბურთო კლუბის ფერების კომპოზიციებით, შავითა და ვარდისფერითაა შეღებილი. პრიალა ზედაპირის შეთანხმება ავტომშვენებას დამატებით მიმზიდველობას სძენს.

კორპუსი შავი პრიალა ტონალობით სრულდება, კონტრასტს ცხაურზე და C-ს სვეტებზე განთავსებული შავად შეფერილი სამკაპის ლოგოები ქმნის.

უკანა მხარეს განთავსებული წარწერა Maserati-ც სამკაპის მსგავსად შავადაა შეფერილი. კარებზე დატანილი MC20 ბეჯი პასტელური ვარდისფერითაა შესრულებული. ვარდისფერია Brembo-ს სამუხრუჭე ხუნდებიც.

იგივე თემატიკა გრძელდება ავტომობილის სალონში, სადაც ტყავი და ალკანტარა შავ და ვარდისფერ ტონალობებს იმეორებს.

სავარძლების საზურგეები შავი ალკანტარათია მოპირკეთებული, ხოლო სავარძლის ზემოთ განთავსებული თავის „მისაყრდნობები“ პასტელური ვარდისფერითაა მოქარგული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები