LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცურავი მანქანა ცუნამის წინაღმდეგ – ავტოსთორი

12
swimmingcar2011

როგორი შეიძლება იყოს ახალი კონცეპტუალური მანქანა, გარდა იმისა რომ შეეძლოს ფრენა? რას იტყოდით ცურვაზე? ტოიოტას ყოფილმა თანამშრომელმა ჰიდეო ცურუმაკიმ შექმნა ახალი ელექტრომობილი, რომლის გამორჩეული ნიშანთვისებაც ცურვაა.  როგორც ცურუმაკი ამბობს, იდეა იაპონიის 2011 წლის ცუნამის შემდეგ დაებადა.

ჰიდეო ცურუმაკიმ 2012 წელს ტოიოტა დატოვა, მაშნ როდესაც მის გუნდს ერთადგილიანი ელექტრომობილი უნდა შეექმნა. მან თავისი კომპანია, Fomm დააარსა და ააწყო პირელი ელექტრომობილი, საკუთარი ხელით. ის პარალელურად მართვის ისეთ სისტემაზე მუშაობდა, რაც ავტომობილს წყლის ზედაპირზე გადაადგილების შესაძლებლობას მისცემდა. ტურბინისებრი საბურავები ამოხაპავს წყალს ზედაპირიდან და მას გამფრქვევს მიაწვდის, რომლის მიერ გატყორცნილი ძალითაც ავტომობილი მოძრაობს.

ტექნიკურ დეტალებს მეტად რომ არ ჩავუღრმავდეთ, პროტოტიპს კონსეპტ ვან ჰქვია, 14 ცხენის ძალის მფლობელის მაქსიმალური სიჩქარე 80 კილომეტრი საათშია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები