LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მერსედესის ბევრ მოდელს აქვს სამუხრუჭე სისტემაში პრობლემები“

გადაცემას „ავტოსერვისი“ რეზიდენტი ავტოექსპერტი პავლე ფურცელაძე ესტუმრა. დიაგნოსტიკის სპეციალისტმა „მერსედესზე“, მთავარ პრობლემებზე და მათ აღმოფხვრის გზებზე ისაუბრა.

Mercedes და BMW ბაზარზე დღემდე უპირობო ლიდერები არიან. წარმოებაში იყო ბევრი ჩავარდნა, იყო ელექტრონული პრობლემა, ძრავებზე გართულება. საკმაოდ აქტუალურია დიზელის თემაც, „მერსედესს“ დიზელი ყოველთვის კარგი ქონდა და მოთხოვნაც იყო. თუმცა, საქართველოში მთავარი პრობლემა ისაა, რომ ავტომობილები არის მეორადი და შემოდის ძირითადად ამერიკიდან.

ევროპაში ავტომობილებს დიდი გარბენი აქვთ და თან ძვირია. ამერიკული ბაზარი შედარებით იაფია, თუმცა მანქანები პრობლემურია.

ამერიკიდან შემოსულ „დიზელს“ აქვს ბევრი ისეთი კომპონენტი, რომელიც საქართველოში გამოუყენებელი ხდება.

კი ძირითადად საუბარია ჭვარტლის ფილტრსა და ბლუტეკის სისტემაზე, რომელიც გამონაბოლქვს ფერს უკარგავს. ჩამოყვანილი მანქანა როგორც წესი, მისახედია და ეს პროცესი საკმაოდ ძვირადღირებულიცაა. ასეთ დროს უმჯობესია ეს სისტემები საერთოდ გაუქმდეს და პროგრამა ჩვენს რეგიონზე გადმოვიდეს.

სწორედ ამიტომ ხდება ფილტრის მოშორება და ამ სისტემის გაუქმება. საინტერესოა, რა პროცედურაა ეს და როგორ ხდება პროგრამის შეცვლა…

ამ პროცედურას გვერდითი ეფექტი არ აქვს საერთოდ, უბრალოდ რეგიონი იცვლება. საქართველოზე გადმოდის რაც ბევრად უკეთესია. პროცედურულად ჭვარტლის ფილტრი ამოდის და პროგრამა იწერება მის გარეშე.

მანქანაც მუშაობს ისე, რომ ეს სისტემები აღარ ჭირდება. რა იცვლება ამ დროს ავტომობილის მონაცემებში?

ავტომობილს ემატება სიმძლავრე და წვა იკლებს. ფილტრის გაწმენდა ხდება რეგენერაციის პროცესით, ანუ ფილტრს იმაზე მეტი საწვავი ეწოდება ვიდრე ძრავს ჭირდება, შესაბამისად, მის გარეშე საწვავის წვაც იკლებს.

ვიცი, რომ ჭვარტლის ფილტრებზე ხშირად მოგმართავენ. დიზელის ძრავიან ავტომობილებს მთავარი პრობლემა ის აქვთ, რომ ზოგჯერ ძრავი არც კი იქოქება. მოკლედ რომ გვითხრათ, ბოლო წლებში გამოსულ „მერსედესებს“ ძირითადად რა პრობლემები აქვთ ხოლმე?

ძირითადი პრობლემა ელექტროობაა, ყოველი წვიმიანი ამინდის შემდეგ თითქმის ყველა „მერსედესს“ პრობლემა აქვს.

„მერსედეში“ ძალიან ბევრი ელექტროობაა, გაგრილებისა და გათბობის სისტემასაც ცალ-ცალკე სენსორები უყენია. ხშირად ხდება, რომ რაღაც ერთი სენსორი იჭედება და მთელი სისტემის დაშლა ხდება საჭირო.

ყველასთვის ცნობილია, რომ A კლასში და B კლასში „მერსედესმა“ მოიკოჭლა. ეს სეგმენტები შექმნა იმისთვის რომ ბაზარი არ დაეკარგა, თუმცა ამ ავტომობილებს თავიდანვე პრობლემები ქონდათ.

ორივე მოდელი ძალიან უხარისხო გამოუვიდა.

პირველი თაობის A კლასი ძალიან საშარო მანქანაა და პირველივე ტესტ-დრაივის დროს ამოყირავდა. სავალ ნაწილთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება სცადეს თუმცა შემდეგ კიდევ უფრო მეტი პრობლემა გაჩნდა.

A კლასის შემთხვევაში ძრავის გარდა თითქმის ყველაფერზე იყო პრობლემა, მაგალითად კოლოფზე, რომელშიც პლატა ზიანდება ხოლმე. ამ ყველაფერს ჩვენთან უპრობლემოდ ვაკეთებთ.

ადრე კოლოფი არ კეთდებოდა და მთელი მანქანის დაშლა და შეკეთება უწევდათ, რაც საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია.

რაც შეეხება B კლასს, ამ შემთხვევაში ბევრი ელექტრონული პრობლემა იყო.

დიახ, იგივე კომფორტი, წყლის ჩასვლის პრობლემა, რომელსაც რეზინების გაფუჭება იწვევდა.  ძირითადად საუბარია ძველ ავტომობილებზე.

რა სიტუაცია გვაქვს C კლასის შემთხვევაში?

2002 წლიდან გამოსულ C კლასს ძირითადად ABS-ის პრობლემები აქვს, სამუხრუჭე სისტემაში კი ბლოკები გამოდის მწყობრიდან. ბუნებრივია, ეს ნაწილები მხოლოდ გამოცვლას ექვემდებარება. ზოგადად მერსედესის ბევრ მოდელს აქვს სამუხრუჭე სისტემაში პრობლემები.

თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია რომ გვითხრათ, როგორ უნდა გიპოვონ ავტომფლობელებმა?

ჩვენი სერვისის ნომერია – 599 91 79 73. ცენტრი განთავსებულია მარცხენა სანაპიროზე, ოკრიბასთან ახლოს, ქსნის ქუჩის გაგრძელება ნომერ 10-ში.

და ბოლოს, გემრიელი ლუკმა დავიტოვეთ. G კლასი ყოველთვის პოპულარული იყო, დიდი კუბატურის ბენზინის ძრავებით თუ დიზელით. არის თუ არა რაიმე სახასიათო პრობლემები ამ შემთხვევაში?

G კლასს ძრავის ჩამრთველზე აქვს პრობლემა, სხვა ისეთი არაფერი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი