LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

mini-JEEP – ბრენდის ელექტროტალღა ,,ავტოსთორი

19
mini-JEEP - ბრენდის ელექტროტალღა

დიდი ავტომობილების ყველაზე ცნობილი მწარმოებელი კომპანია Jeep წარმოგიდგენთ სადებიუტო წარმოების ელექტრო ჯიპს. 2024 წელს საზოგადოება სრულად ელექტრო Wrangler-ს იხილავს. ჯიპი რამდენიმე plug-in ჰიბრიდულ მოდელს უკვე ყიდის.

ბრენდმა გასულ ზაფხულს გამოაცხადა, რომ 2025 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვის ავტომობილებზე უნდა გადასვლა. ავტომწარმოებელს კონკრეტული მოდელები არ დაუსახელებია, თუმცა დიდი ალბათობით Rubicon EV უკვე გზაშია…

“ქროსოვერი”, რომელსაც ძალიან ფართო და დიდი ისტორია აქვს, არც მომავალში ჩამორჩება მსოფლიო ავტომობილების მარკეტინგულ რბოლას და თავადაც შემოგვთავაზებს მანქანებს, რომელსაც თვალს ვერ აუქცევ. ამ კონკრეტული მოდელის პროპორციები წააგავს Jeep Compass-ს
მას აქვს ცხაურის დეტალით გამოყოფილი ფარები, დეტალი ერთმანეთისგან ციმციმა მაშუქსა და ძირითად ფარებს მიჯნავს. ცხაური დახურულია, თუმცა Jeep-ის ტრადიციული ცხაურის მსგავსი 7 დანაყოფის იმიტაციას ქმნის. მას დახვეწილი ლურჯი ჰორიზონტალური ზოლი მიუყვება, ქვედა მარჯვენა მხარეს კი ასო “e” აქვს გრავირებული.

სურათი, რომელიც კომპანიამ წარმოგვიდგინა, მის მიხედვით ზუსტად არ შეგვიძლია ვთქვათ ფუნქციონალურია თუ არა შუაში არსებული ვიწრო ღიობი.
ნისლსაწინააღმდეგო ფარები ქვედა სარტყელშია განთავსებული. ცენტრში ექვსკუთხა ბადეა, მის შუაში კი სენსორია მოთავსებული.


რაც შეეხება უკანა მხარეს. უკანა მაშუქები X-ის ფორმისაა. ქვედა მარცხენა მხარეს კიდევ ერთი “e” ემბლემაა დატანილი.

უკანა ბამპერს შავი საფარი აქვს, ბოლოში კი ვერცხლისფერი დეტალი მიუყვება. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ქროსოვერი ელექტროა, მას გამოსაბოლქვი მილი არ სჭირდება.
ელექტრო ჯიპის წარმოება 2022 წლის ნოემბერში, პოლონეთში დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები