LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მისტერ ბინის მაკლარენი – ავტოსთორი

17
MR.Bean 1 - HEAD

კომედია გვიყვარს. სასაცილო ამბები გადასარევია. რა ჯობია გულიანად ხარხარს და გადაბჟირებას. როგორც იტყვიან, მუცელი ხელში რომ გიჭირავს ისე.

ჩვენი დღევანდელი პოდკასტის გმირი გახლვათ პროფესორი ელექტრონულ ინჟინერიაში. მოითმინე, არ გადართო. პი-ეიჩ-დი ხარისხი, მრავალი ფანტასტიკური როლი თეატრში და დიდ ეკრანზე. თუმცა მხოლოდ ორი სიტყვით ვინცობთ ყველა. მისტერ ბინი.

ამ არაამქვეყნიური პერსონაჟის მიღმა კი სერიოზული ავტომოყვარული, როუენ ატკინსონი დგას.

და მან თავისი ორჯერ ნაავარიები ,,მაკლარენი” 10,86 მილიონ ევროდ გაყიდა!

1999 წელს მას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ცხვირი დაუზიანდა და პირველად სწორედ მაშინ აღმოჩნდა ,,პროფილაქტიკაში”.

2011 წელს კი ატკინსონი მეორედ მოყვა ავარიაში და ამჯერად ისე დაზიანდა, რომ  ავტომობილის შეკეთებას ერთი წელიწადი დასჭირდა. ჩვენი ინგლისელი კოლეგების ცნობით, ”მისტერ ბინს” მეორე ავარიის შემდეგ თავისი მაკლარენის შეკეთება 1,2 მილიონი ევრო დაუჯდა – იმაზე მეტი, ვიდრე 1997 წელს ახალ მანქანაში გადაიხადა.

ეს გახლავთ McLaren F1, რომლის სულ 64 ეგზემპლარი შეიქმნა. აქვს 6,1-ლიტრიანი ძრავა, V12 ძრავა. ატკინსონის ”მაკლარენის” სიმძლავრე 635 ცხენის ძალაა, მაქსიმალური სისწრაფე კი – 380 კმ/სთ.

მყიდველის ვინაობა  საიდუმლოა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბრიტანელი ავტომოყვარულია და აცხადებს, რომ მუზეუმში კი არ დააყენებს, არამედ ამ მანქანით ისიც თითქმის ყოველდღე ივლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები