LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწა – ნატურალური სამკურნალო საშუალება – ადრენალინი

21
unnamed

მსოფლიოში არსებობს ისეთი ადგილები, სადაც ხალხი ქვიშითა და მიწით მკურნალობს. უძველესი მედიცინის მიხედვით, ადამიანის სხეულის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი მიწაა. მიწა სხეულს სასიცოცხლო ენერგიით ამდიდრებს. მას სიჯანსაღეს და ძალას მატებს. ხალხური მედიცინით მიწა უდიდეს როლს ასრულებს მთელი რიგი დაავადებების მკურნალობაში. ინდიელები არც თუ იშვიათად მძიმედ დაავადებულ ადამიანებს მხრებამდე მიწაში სვამდნენ, რათა მის სხეულს მიწიდან სასიცოცხლო ძალა და მასში შემავალი მინერალები აეღო. მდინარის შლამით ასევე მკურნალობდნენ ძველი ეგვიპტელები, ბერძნები და რომაელები.

ექიმები გვირჩევენ, რომ პირველ ჯერზე მხოლოდ 10 წუთიანი აბაზანით დავკმაყოფილდეთ. პროცედურის ხანგრძლივობა თანდათან 1 საათამდე იზრდება. ეს დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ ამტანობაზე. აღსანიშნავია, რომ პროცედურას თან მთელი რიგი უკუჩვენებები ახლავს (ჰიპერტონიული, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვა).

მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ორგანიზმისთვის სერიოზულ დატვირთვას წარმოადგენს, ამიტომ ყველა პროცედურა ექიმის კონტროლის თანხლებით უნდა მიმდინარეობდეს. ნებისმიერი ფერის ტალახი, თუ ის მავნე ნივთიერებებსა და ქიმიურ შენაერთებს არ შეიცავს, სამკურნალოდ და კოსმეტიკურ საშუალებად ვარგისია.

დღეს აფთიაქში სასურველი პრეპარატის პოვნა სირთულეს არ წარმოადგენს. თუმცა სპეციალისტები აღიარებენ, რომ მკურნალობა იმ კურორტებზე უფრო ეფექტურია, სადაც ეს იშვიათი მიწა მოიპოვება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამკურნალო კურორტებზე ნებისმიერ ტალახს გააჩნია საჭირო თვისებები. გამოყენებამდე მას წმენდენ სხვადასხვა შენაერთებისგან, ბუნებრივი მინისა და მცენარეებისგან. აბაზანის მიღების პროცედურა ასეთია: მიწის მასა წყალში იხსნება და თანაბრად ნაწილდება ქსოვილზე, რომელსაც შემდგომ პაციენტს სხეულზე აფენენ და 1-2 თბილ სახვევში ახვევენ. პროცედურის შემდეგ ტალახი ცხელ აბაზანაში ჩამოირეცხება, ხოლო შემდეგ მოსდევს ცივი შხაპი. ტალახის პროცედურები სასარგებლოა კანისთვის. მისი მეშვეობით ძლიერდება სისხლის მიმოქცევა, აქტიურდება ნერვული დაბოლოებების მუშაობა, უმჯობესდება კანის ტონუსი, ისევე, როგორც მისი გარეგნული სახე და ფერი. თიხის სავლები და აბაზანა კარგია ფსორიაზის, ლეიკემიისა და სხვა დერმატოლოგიური სახის დარღვევების სამკურნალოდ.

მიიჩნევა, რომ ამგვარი პროცედურები მნიშვნელოვნად ამცირებს სახსრების ტკივილს, ხსნის ანთებით პროცესს სხეულის ყველა ნაწილში. იგი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. სპორტულ მედიცინაში ტალახს ნივთიერებათა ცვლის პროცესის აღდგენის დასაჩქარებლად და კუნთების დაჭიმვისთვის იყენებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები