LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაკლი და ღირსება, კარიერა, სტილი და თავსებადობა სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან – მერწყულის დახასიათება გადაცემაში „ასტრომაგია“

42
sofia-bzekalava..

11 თებერვალს „ავტორადიოს” და სოფიო ბზეკალავას საავტორო გადაცემა „ასტრომაგია“ მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს მიეძღვნა და სწორედ ამ ნიშნით დაბადებულ მსახიობს ანი ბებიას უმასპინძლა.

მერწყულის ზოგადი დახასიათება 

მერწყული ზოდიაქოს მე-11 ნიშანია და მეგობრობის, კოლექტიური მოქმედების მმართველ მე-11 სახლს შეესაბამება, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებიც ყოველთვის განსაკუთრებით აფასებენ მეგობრობას, უყვართ ადამიანები და ზოგადად სამყარო, აქტიურად ინტერესდებიან ინოვაციებით და ვერ ეგუებიან მოძველებულ ტრადიციებს, სტიგმებს და შეზღუდვებს.

ტოლერანტ მერწყულს ყველაზე ხულიგანი და არაორდინალური, მდედრობითი და მამრობითი ენერგეტიკის მქონე ბისექსუალი პლანეტა ურანი მართავს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ძალიან არ უყვარს დიფერენციაცია და გარშემომყოფებთა სტერეოტულ ჯგუფებად დაყოფა, ლოიალური დამოკიდებულება აქვს განსხვავებული ცხოვრების წესის, მსოფლმხედველობის ადამიანების, მათ შორის სექსუალურ უმცირესობათა მიმართ და თვლის, რომ ყველას აქვს არჩევანის, საკუთარი სურვილების შესაბამისად ცხოვრების უფლება.

მეტად პროგრესული მერწყული არასდროს ფიქრობს წარსულზე და მხოლოდ მომავლით ცხოვრობს. განსაკუთრებული ნიჭით, ალღოთია დაჯილდოვებული და ყოველთვის წინ უსწრებს დროს, თუმცა ხშირად შეშლილად მიიჩნევენ და მხოლოდ წლების შემდეგ აღიარებენ მის ნოვატორობას და უნიკალურ შესაძლებლობებს.

ზოგადად, მერწყული გუნდური მოთამაშეა, რომელიც ნაკლებად ცდილობს ლიდერის პოზიციის მოპოვებას და ძალიან არ უყვარს მარტო საქმიანობა, მუდმივად საიმედო პარტნიორების ძიებაშია და ხშირად სწორედ მათი მხარდაჭერის ლოდინი აფერხებს მისი ბრწყინვალე იდეების განხორციელებას.

– ანა, თქვენ გუნდური მუშაობის მომხრე ხართ თუ ინდივიდუალურად მოქმედება გირჩევნიათ?

– ყველა ჩემი წარმატება გუნდური მუშაობის შედეგია, რადგან ვფიქრობ, სასურველი შედეგის მიღწევა საიმედო ადამაინების ხელშეწყობით უფრო მარტივია, ვიდრე დამოუკიდებლად.

მერწყულის ნაკლი და ღირსება 

რა თქმა უნდა, ყველას თავის ნაკლი, ღირსება აქვს და არც მერწყულია გამონაკლისი, რომელიც პოზიტიურადაც შეიძლება განვითარდეს და ნეგატიურადაც. „ნეგატიური“ მერწყულის მთავარი ნაკლი ეგოიზმია, რადგან დარწმუნებულია, რომ მთელი სამყარო მის ვალშია, „პოზიტიური“ კი, ბედს ემადლიერება, რადგან თვლის, რომ ძალიან გაუმართლა და ბუნებით ქველმოქმედი ყოველთვის მზადაა გაუნაწილოს სხვას სკუთარი წარმატება.

მერწყულს არ სჩვევია წყენის დამახსოვრება და გაბუტვა. მართალია, მისი ცინიკური გამონათქვამები ხშირად ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ სერიოზულად მაინც არასდროს ბრაზდება. ზოდიაქოს ამ ნიშანს ნებისმიერ სფეროში შეუძლია წარმატების მიღწევა, რადგან საოცრად ნიჭიერი და ორიგინალური, სწრაფად აღწევს დასახულ მიზანს. არ სცნობს ურთიერთობაში ფამილარობას, ყოველთვის ბუნებრივია, არ ცდილობს თამაშს და „მოდური“ იმიჯის მორგებას, რადგან მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია გარშემომყოფთა აზრი.

სხვათაშორის, ზოდიაქოს ამ ნიშანს მომავლის განჭვრეტის უნიკალური ნიჭი აქვს. მართალია, ბრწყინვალედ განვითარებული ინტუიციით ბევრს შეუძლია დაიკვეხნოს, მაგრამ მომავლის ფრაგმენტულად დანახვა მხოლოდ მერწყულს შეუძლია, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ბევრი ნათელმხილველი, მათ შორის ვანგა, სწორედ მერწყულის ნიშნით დაიბადა.

ლოიალური მერწყული, რომელსაც ძალიან არ უყვარს სუსტის დაჩაგვრა, არასდროს განიკითხავს, არ ჭორაობს სხვაზე და არასდროს იცვლის ადამიანზე ერთხელ შექმნილ წარმოდგენას.

მერწყულს, რომელიც კარდინალურ ნიშანთ ჯგუფს მიეკუთვნება, ძალიან უჭირს ჯერ გადაწყვეტილების მიღება, მერე კი, მისი შეცვლა. სწორედ ამიტომაა, რომ დიდხანს გაურბის დაქორწინებას და ყოველთვის არაოფიციალურ ურთიერთობას ანიჭებს უპირატესობას.

მართალია, ბევრი მერწყულს გულგრილობაში, ზედაპირულობაში ადანაშაულებს, რადგან გლობალური პრობლემები უფრო ადარდებს, ვიდრე ახლობლის უსიამოვნება, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან თანამგრძნობი, მეტიც, ქველმოქმედია. თუმცა მისთვის უცხოა ღიად თანაგრძნობა და ცრემლების ღვრა. ზოგადად, მერწყლს ზღვარგადასული არაფერი უყვარს, აღიზიანებს ზედმეტი რჩევები, მის მიმართ მოჭარბებული ყურადღება და თვითონაც არასდროს აბეზრებს თავს გარშემომყოფებს.

მერწყული სწორედ იმ კატეგირიის ადამაიენბს მიეკუთვნება, ვისზეც ამბობენ, რომ ის „ყველასთვისაა, თუმცა არავისია“, რადგან დიდად აფასებს როგორც საკუთარ, ისე სხვის თავისუფლებას და გულწრფელი სიყვარულის ან მეგობრობის შემთხვევაშიც იტოვებს გასაქცევ გზას.

– ანი, თქვენ რამდენად ხშირად იმსახურებთ საყვედურს?

– იშვიათად მსაყვედურობენ, თუმცა თვითონაც ვიცი, რომ ძალიან ჯიუტი ვარ  და ცინიზმიც მახასიათებს. ახლობლის თანაგრძნობა შემიძლია, თუმცა ემოციებს ღიად არასდროს გამოვხატავ. წყენის დამახსოვრება არც მე მიყვარს, რადგან ვთვლი, რომ ყველას თავისი სიმართლე აქვს და სწორედ ამ სიმართლის შესაბამისად იქცევა.

მერწყულის კარიერა 

უსაზღვროდ პრინციპული მერწყული, რომელიც პრაქტიკულად არასდროს ღალატობს საკუთარ თავს, ძალიან იშვიათად იძლევა დაპირებებს, მაგრამ ყოველთვის პირნათლად ასრულებს. პროფესიას სპონტანურად ირჩევს და ნებისმიერ სფეროში წარმატებას აღწევს, რადგან თუ სამუშაომ გაიტაცა, სირთულეს არ შეუშინდება და ნებისმიერ შემთხვევაში ბოლომდე მიიყვანს.

– ანი, როგორ აირჩიეთ პროფესია?

– სხვათაშორის, მეც ძალიან სპონტანურად ავირჩიე. ჯერ იურისტობა მინდოდა, მერე ჟურნალისტიკამ გამიტაცა და მხოლოდ ორი თვით ადრე გადავწყვიტე თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება. სპეციალური მომზადება არ გამივლია, არავის სჯეროდა, რომ გამოცდებს დავძლევდი და ყველასთვის მოულოდნელად გავხდი სტუდენტი. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, ყოველთვის დაუღალავად ვშრომობ და ნებისმიერ საქმეში ბოლომდე ვერთვები, რადგან არ მიყვარს შუა გზაზე მიტოვება, რაც როგორც აღმოჩნდა პირად ჰოროსკოპში თხის რქის ძლიერი გავლენის შედეგია.

მერწყულის სტილი 

ინდივიდუალიზმით გამორჩეული მერწყული, რომელსაც ძალიან არ უყვარს როცა სხვებს ადარებენ, საკუთარ გარეგნობას სწორედ ჩაცმის სტილით უსვამს ხაზს. სტატისტიკის თანახმად, მეტწილად სწორედ ამ ნიშნით დაბადებული ქალბატონები არიან მოდის კანონმდებლები, მამაკაცებს კი, გარეგნობის ხაზგასმა თმის ვარცხნილობით მოსწონთ. ამასთანავე, მერწყულს ყოველთვის იდეალურად გამოსდის ძველის და ახლის შერწყმა, ამიტომ სხვადასხვა ეპოქის და სტილის სამოსსაც იდეალურად უხამებს ერთმანეთს.

– ანა, თქვენ რამდენად გხიბლავთ განსხვავებული სტილის სამოსის ერთიან ანსამბლში გაერთიანება და გაღიზიანებთ თუ არა სხვებთან შედარება?  

– საკმაოდ ხშირად ვსტუმრობ ე.წ. მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებს, სადაც ვინტაჟურ კაბებს, პერანგებს ვიძენ და სიამოვნებით ვუხამებ თანამედროვე სამოსს. არ ვიცი, სხვა როგორ აფასებს ჩემს სტილს, მაგრამ თვითონ ძალიან მომწონს. ხშირად მადარებენ რომი შნაიდერს, ნიკოლ კიდმანს და სხვა ულამაზეს ქალბატონებს. რა თქმა უნდა, ამგვარი შეფასება არათუ მაღიზიანებს, პირიქით, ძალიან მახარებს.

მერწყული და სხვა ზოდიაქოს ნიშნები 

ჩვეულებრივ, მერწყული გარშემომყოფთა სიმპათიით სარგებლობს, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც არ მოსწონს, აბსოლუტურად არ ესმის და ვერ ახერხებს მასთან საერთო ენის მოძიებას, თუმცა, მშვიდობისმოყვარე მერწყული თვითონ არასდროს ხდება კონფლიქტის მიზეზი. განსაკუთრებით რთული ურთიერთობა მერწყულს კუროსთან, ლომთან და მორიელთან აქვს.

მერწყული და ლომი 

ლომი – მერწყულის ოპონენტი ნიშანია ანუ სწორედ ის „მოგლეჯილი“ ნაწილია, რომელიც მას ავსებს – თუ მერწყული მუდმივად პარტნიორების ძიებაშია, ლომი – ყოველთვის ერთპიროვნული ლიდერია, თუ მერწყლს მუდმივი მოტივაცია, გარშემომყოფთა ქათინაური სჭირდება, ლომმა ყოველთვის კარგად იცის საკუთარი თავის ფასი.

ოპონირების მიუხედავად ორ ნიშანს მაინც ბევრი აქვს საერთო – ორივე ერთნაირად ამბიციურია, უყვარს ძალაუფლება და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუმცა აბსოლუტურად განსხვავებულად ცდილობენ მიზნის მიღწევას – ლომი პირდაპირ აცხადებს, რომ საუკეთესოა და მოითხოვს აღიარებას, მერწყული კი, ყველასთან სწრაფად პოულობს საერთო ენას, უმეგობრდება და პატივისცემასთან ერთად სიყვარულსაც მოიპოვებს.

– ანი, თქვენ როგორი ურთიერთობა გაქვთ ლომებთან?

– ორი ძმა მყავს. ერთი ზოდიაქოს ნიშნით ტყუპებია, ამიტომ, არასდროს მიჭირს მასთან ურთიერთობა, მეორე კი – ლომია და ამიტომ, მუდმივი კამათი, უთანხმოება გვაქვს.

მზე და შავი მთვარე მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში 

მართალია, მზე ახლა სწორედ მერწყულის ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ მისი ენერგეტიკაც მაღალია, მაგრამ შავი მთვარეც მაისის თვემდე მის ნიშანში იქნება, ამიტომ ყველას და განსაკუთრებით თებერვლის თვეში დაბადებულ მერწყულებს გარკვეული ემოციური პრობლემები შეექმნებათ, 2020 წლის მარტის ბოლოდან კი, უმნიშვნელოვანესი, კარდინალური ცვლილებების პერიოდი დაიწყება, რომელიც ორი წელი გაგრძელდება და პირველ რიგში მერწყულის პიროვნულ ზრდას შეუწყობს ხელს. მართალია, ახლა მერწყულს ძალიან უჭირს მიზნების დასახვა, რადგან ქაოსში ცხოვრობს, მაგრამ მაისიდან ბევრად მარტივი იქნება ნებისმიერი ნოვატორული წამოწყების განხორციელება, ამიტომ უკეთესია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან დროებით თავი შეიკავოს.

სხვათაშორის, ურანის მხარდამხარ, მერწყული კიდევ ერთი – თხის რქის მმართველი პლანეტის სატურნის გავლენას განიცდის, ამიტომ ორ ნიშანს საკმაოდ ბევრი აქვთ საერთო, იდეალურად უგებენ და ერგებიან ერთმანეთს. ზოგადად ითვლება, რომ სატურნი ღამით დაბადებულ მერწყულს მართავს, ურანი კი – დღისით.

აღსანიშნავია, რომ ახლა მერწყულის ეპოქაა, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ინოვაციები, ტექნიკური, სამედიცინო და ბიოლოგიური აღმოჩენები, ადამიანთა მეტი შემწყნარებლობა  და კოლექტიური საქმიანობისკენ სწრაფვამ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები