LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუმეროლოგიის მნიშვნელობა და ინდივიდუალური ფერის შერჩევის წესი – „ფენშუი ყველასთვის“

გადაცემის ლაივი LIVE

4 მარტს „ავტორადიოს“ გადაცემაში „ფენშუი ყველასთვის“ ავტორმა და წამყვანმა ეკატერინე კვარაცხელიამ ფენშიუს ძირითად პრინციპებზე, ნუმეროლოგიის მნიშვნელობასა და ინდივიდუალური ფერის შერჩევის წესზე ისაუბრა.

ფერები ფენშუის პრინციპით 

რა თქმა უნდა, ფერებს ფენშუი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს. მაგალითად, თუ შემოსასვლელი კარის ფერი არასწორადაა შერჩეული, მაშინ სასიცოცხლო ენერგია, რომელიც სწორედ ცენტრალური კარიდან შემოდის, ზღურბლზევე იღებს ნეგატიურ ენერგიას და უკკვე დამძიმებული გადაადგილდება მთელ სახლში, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ასეთი სახლის ბინადრებს მუდამ პრობლემები აქვთ პირად და საქმიან ცხოვრებაში, ხშირად განიცდიან ფინანსურ და ჯანმრთელობის პრობლემებს.

ჩრდილოეთით გაჭრილი კარი აუცილებლად თეთრი, ლურჯი ან შავი უნდა იყოს, აღმოსავლეთით კი – მწვანე ან ამ ფერის ნებისმიერ ტონში შეღებილი, სამხრეთით მოთავსებულ კარს წითელი, შინდისფერი ან მეწამული ფერი უხდება, დასავლეთით კი – თეთრი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი.

ადამიანი აუცილებლად ხუთიდან ერთი სტიქიით მართულ დღეს იბადება, რომელიც არა მხოლოდ მის ფერს, არამედ მომავალ პროფესიასაც განსაზღვრავს. მაგალითად, მათთვის, ვინც მიწის სტიქიით მართულ დღეს დაიბადა, ფულის მოზიდვის მთავარი ელემენტი წყალია, რომელისაც ინფორმაციის ან ტრანსპორტის სფეროში საქმიანობით მოიპოვებს, ლითონის სტიქიით მართულ დღეს დაბადებულებისთვის პრიორიტეტული ელემენტი ხეა – საქმიანობის სფერო კი – პედაგოგიკა და მედიცინა. მან, ვინც წყლის სტიქიით მართულ დღეს დაიბადა, მთავარი ელემენტი კი ცეცხლია, შესაძლებლობები ენერგეტიკის ან გართობის ინდუსტრიაში უნდა მოსინჯოს, ხის სტიქიის დაბადებულები ფულს მიწის სტიქიით მიიზიდავენ, ცეცხლის სტიქიით კი – ლითონით.

ნუმეროლოგია 

ნუმეროლოგია მეტად მნიშვნელოვანი სწავლებაა, რომლის პრაქტიკაში გამოყენება ბევრად ამარტივებს ყოველრიურ ცხოვრებას, ნუმეროლოგიური ჰოროსკოპი კი, არა მხოლოდ ადამიანის ფსიქოტიპის და მისი რესურსების, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების ან პარტნიორული ურთიერთობების შესახებ იძლევა ინფორმაციას, არამედ ყოფითი და სულიერი კრიზისის პერიოდებსაც განსაზღვრავს, რომელიც ყოველ მე-11 და მე-12 წელს დგება.

რა არ შეიძლება იყოს საძინებელში 

საძინებელში იკრძალება ზანზალაკის დაკიდვა, რომელსაც მხოლოდ პრობლემები მოაქვს პირად ცხოვრებაში, ნემსები და ქინძისთავები კი, ეჭვიანობის და კონფლიქტის მიზეზი ხდება. არასდროს დაკიდოთ სარკე ისე, რომ საწოლი აირეკლოს და არ დადოთ საშინაო ფეხსაცმელი საწოლის ქვეშ, რაც წყვილთა შორის ღალატს, განხიბვლას იწვევს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი