LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომიდან მშვიდობამდე – Jeep Origins – ,,ავტოსთორი”

3
ომიდან მშვიდობამდე, - Jeep Origins 4

1940 წელი იდგა. მონაცრისფრო ნისლი, მატყლის სქელი საბანივით ჩამოეფარებინათ ქარხნის ირგვლივ, თუ ომის ჭუჭყში ჩამუქებული მტვრის ლაქები ეკვროდნენ ფანჯრებს, ვერავის გაეგო და საგულისხმოა, რომ ალბათ არც ეცალათ ამისთვის, რადგან ეპოქა ერთმნიშვნელოვნად ბნელი და უსიცოცხლოდ მყიფე იყო.

ომი მძვინვარებდა და ოკეანის წიაღში ამოღრმავებული მაელსტრომივით ითრევდა ქვეყნებს. ახალგაზრდა ინჟინერი, კარლ პრობსტი ყოველდღიურ სამუშაო პროცესში იყო ჩართული, როდესაც მისთვის ამაღელვებელი და ცოტა არ იყოს შემაშფოთებელი მესიჯი, ან უფრო რეალურად რომ ვთქვათ, ბრძანება მიიღო.

„შეერთებული შტატების არმიას სასწრაფოდ ჭირდება მსუბუქი მილიტარისტული ავტომობილი 4 ადგილითა და სრული ამძრაობით – თქვენ 49 დღე გაქვთ!“

ხმა გავრცელდა, ამერიკა ავტომობილს საჭიროებდა. პასუხი კი დიდ გამბედაობას მოითხოვდა. მსურველი ბევრი იყო, ამის ხერხემალი კი ცოტას ჰქონდა. გამოჩნდა ფორდი, ვილისი და ამერიქან ბენთემი. სწორედ ამ უკანასკნელზეა საუბარი. ამერიქან ბენთემი გაკოტრების პირას იყო და მის კომპანიაში მომუშავე 15 პირიდან არცერთი იყო ინჟინერი და არც მეთხუთმეტე. ამიტომ მიმართეს კარლს. კარლი კი იყო პროფესიონალი, მაგრამ არა ჯადოქარი.

„სულ მთლად გაგიჟებულხართ“ – პასუხი დაუბრუნა ბენთემს.

ლეგენდად არ იქცეოდა ეს ამბავი ამით რომ დასრულებულიყო. გამოწვევა საბოლოოდ მიიღო ინჟინერმა და 49 დღეში პროტოტიპი უკვე მზად იყო.

ასე შეიქმნა ჯიპი.

a

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები