ორი ავტომობილი, რომელიც შენი ვერ გახდება... - ავტოსთორი

შეიძლება იყო მდიდარი, პრეტენზიული, ამაყი და შეუდრეკელი. გიყვარდეს შენი ჰობი – ავტოკოლექციონერობა, მაგრამ როგორ გაუძლებ იმ მომენტს, რომ არსებობს ორი ავტომობილი, რომელიც შენი ვერ გახდება…. უბრალოდ ვერ… აი ასე…

პირველია ფერარი 250 LM-ის 32-ე ეგზემპლარიდან მეცხრე, რომელიც  თავის დროზე იტალიურმა დიზაინ-სტუდია Scaglietti-მ დაამშვენა და სულ ახლახანს 8 მილიონ ევროდ გაიყიდა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 290 კილომეტრი საათშია. 1965 წელს მან პორშე კარერას ძრავა მიიღო, 77ში კი ორიგინალურობა დაუბრუნეს. რატომაა ძვირი? იმიტომ რომ მისი საჭე ხელიდან ხელში გადადიოდა, მას ფერარი კლასიკის სერტიფიკატი აქვს. ამიტომაცაა ასეთი ძვირი.

მეორე ავტომობილი, რომელსაც თვალსაც ვერ ახლებ, კორვეტი სიბრინ რეისერია (Corvette Sibring Racer SR-2) ხუთი წლის წინ დაახლოებით შვიდ მილიონ დოლარად გაიყიდა.  უიშვიათესი ავტომობილი პირველი ,,კორვეტია”, რომელიც ”შევროლემ” ოფიციალურად მოამზადა რბოლებისთვის.

ასე რომ ხშირად ავტომობილებს, გარდა იმისა რომ ძვირფასები და ძალიან მაგრები არიან, ისტორია სეროზულ ფასს ადებს. ისტორია, რომელსაც დამსახურება სჭირდება.