LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთახის სასარგებლო მცენარეები – ადრენალინი

37
Homes: houseplants

ოთახის მცენარეებთან ურთიერთობა ბევრისთვის უმნიშვნელოვანესია. როგორც ამბობენ, ქოთნის ყვავილებს, პირველ რიგში სიმშვიდე მოაქვს. ამიტომ, ისინი უამრავ სახლს ამშვენებენ. თუმცა ყველა მცენარე არ შეიძლება სახლში გავაჩეროთ. არსებობს სასარგებლო მცენარეთა ჩამონათვალი, რომლებიც ღამის საათებში ჟანგბადს გამოყოფენ და მათი გაჩერება რეკომენდებულია არა მხოლოდ სასტუმრო ოთახში, არამედ საძინებელშიც შეგვიძლია დავდგათ.

მცენარე არ უნდა იდგას მეტისმეტად ახლოს საწოლთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცენარეების ზრდის აქტიური ენერგია, ადამიანს შეაწუხებს ძილის დროს.

ერთ-ერთი სასარგებლო ყვავილია ქლოროფიტუმი. იგი ანეიტრალებს მავნე ნივთიერებებს. ჰაერს მიკროორგანიზმებისგან ასუფთავებს და ატენიანებს მას.

სპატიფილიუმი – ეს ყვავილი ჰაერიდან იმ მავნე ნივთიერებებს შთანთქავს, რომლებიც სახლში ოთახის განიავების შემდეგ ხვდება. სპატიფილიუმი ნებისმიერი ადამიანისთვის მისაღებია, რადგან ალერგიას არ იწვევს და მისი დადგმა ნებისმიერ ოთახში შეიძლება. ყველაზე მეტად მისაღებია საძინებლისთვის.

ალოე  – ეს მცენარე ამცირებს მავნე ნივთიერების კონცენტრაციას ჰაერში, რომელსაც ავეჯი გამოყოფს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ალოე ღამე ჟანგბადს გამოყოფს და ნახშირორჟანგს შთანთქავს.

კალანჰოე – ღამე ჟანგბადს გამოყოფს და ხსნის დეპრესიას.

ბეგონია ანეიტრალებს მავნე ნივთიერებებს და მიკრობებს, მისი არომატი ხსნის დეპრესია.

კაქტუსი – საუკეთესო ვარიანტი საძინებლისთვის. ეს მცენარე მიკრობებს ანადგურებს და ჰაერში მავნე იონიზაციის დონეს ამცირებს, რითაც ელექტრომაგნიტური გამოსხივებისგან იცავს ადამიანს. ამიტომ, მისი დადგმა აუცილებელია იმ ოთახებში, სადაც ტელევიზორი და კომპიუტერი დგას. თავის მხრივ, მცენარის ზრდა-განვითარებისთვის, საჭირო არის სითბო და დიდი რაოდენობით სინათლე.

დაფნა – ძველთაგანვე ითვლება, რომ ეს მცენარე საუკეთესო საშუალება არის უძილობის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს პრობლემა ბავშვებს უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები