LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპილომა ვირუსი

264
პაპილომა

სხეულზე გაჩენილი უცნაური წარმონაქმნები, რომლებსაც ზოგი მეჭეჭს, ზოგი პაპილომას და ზოგიც კიდევ სახვა სახელს არქმევს, ერთი და იგივე დაავადების ქვეშ ერთიანდება, რომელსაც ადამიანის პაპილომას გამომწვევი ვირუსი იწვევს. პაპილომა ვირუსი კანის ზედაპირულ ფენაში შეიჭრება და უჯრედების გენურ ტრანსფორმაციას, ანუ გენების შეცვლას იწვევს. ამის შემდეგ კი კანზე წარმოიქმნება მცირე ზომის უცხო ქსოვილი. პაპილომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა. ის შესაძლოა წარმოიქმნას პირის ღრუში, ცხვირში, ხახაში, საყლაპავ მილში, ტრაქეასა და ბრონქებში. ასევე თირკმელებში, შარდსაწვეთებსა და საშარდე ბუშტში და საშვილოსნოში.

პაპილომა ერთი ორი სანტიმეტრის მკვრივი ან რბილი ხაოიანი წარმონაქმნია. ის ხშირად მრავლად ვითარდება და ზოგ შემთხვევაში მტკივნეულია. კანზე განვითარებული წარმონაქმნები სხვადასხვა ფერისაა – თეთრი ან ყავისფერი, ლორწოვანზე წარმოქნილი პაპილომა კი უფეროა. პაპილომა ვირუსი უშუალო კონტაქტითა და საერთო მოხმარების საგნებით გადაედება. თუ დედა ორსულობისას პაპილომა ვირუსის მატარებელია, არ არის გამორიცხული მშობიარობისას შვილსაც გადასცეს. ნებისმიერ ადგილას განვითარებული წარმონაქმნი აუცილებლად უნდა განიკურნოს, რადგან დროთა განმავლობაში შეიძლება ის ავთვისებიან სიმსივნედ გარდაიქმნას.

დაავადების საინკუბაციო პერიოდი ინფექციის შეჭრიდან დაავადების გამოვლინებამდე რამდენიმე დღიდან რამდენიმე წლამდე გრძელდება. ამიტომ ზუსტად იმისი თქმა და განსაზღვრა თუ როდის ან ვისგან დასნებოვნდა ადამიანი, პრაქტიკულად შეუძლებელია. პაპილომას მოშორება კარგია შემოდგომა – ზამთრის პერიოდში, რადგან ამ დროს ჭრილობა დაცულია მზის სხივებისაგან. ცხელ სეზონზე კი ოფლი ჭარბად გამოიყოფა, რაც ხელს უწყობს კანზე მიკრობების გამრავლებასა და ჭრილობების დაჩქარებას. პაპილომას მოშორების სხვა და სხვა ხერხი არსებობს. კრიოდესტრუქცია ანუ მოყინვა, პლაზმური კოაგულაცია, მჟავით მოწვა, ელექტროკოაგულაცია ანუ დენით მოშორება, ლაზეროთერაპია და ქირურგიული მეთოდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები