LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიტნა გონებრივ შესაძლებლობებს ზრდის

13
pitna

პიტნის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. მისი პოპულარობა, სამკურნალო თვისებების გარდა, შესანიშნავი სურნელის დამსახურებაც გახლდათ. ძველ რომსა და საბერძნეთს პიტნას არომატიზატორად იყენებდნენ. მისი წვენით წმენდდნენ იატაკს, იბანდნენ ხელებს, ხოლო კონებს ოთახის კუთხეებში ჰკიდებდნენ. მიაჩნდათ, რომ პიტნის სურნელი გონებრივ შესაძლებლობებს ზრდიდა. ამიტომ, მეცნიერები პიტნის გვირგვინსაც კი ატარებდნენ.

პიტნის ძირითადი კომპონენტი ეთერზეთი მენთოლია, რომელსაც სასიამოვნო სუნი და გამაგრილებელი ეფექტი აქვს. პიტნის ფოთოლი აგრეთვე მდიდარია კაროტინით, ფლავონოიდებით, ბეტაინით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით.. სწორედ მენთოლის დამსახურებაა პიტნის ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმის მომხსნელი, ანტისეპტიკური, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ნაღვლმდენი ეფექტი. სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება პიტნის ნაყენი, ნახარში და ზეთი. პიტნის ნაყენი დაგიწევთ ტემპერატურას, დაგეხმარებათ ოფლის მოდენაში. თუ თბილ წყალში რამდენიმე წვეთ პიტნის ზეთს გახსნით და დალევთ, უკეთ ჩაგეძინებათ. ეს საშუალება დაგეხმარებათ დეპრესიის შემოტევისას, გულისცემის აჩქარებისას. ასეთივე მოქმედება ახასიათებს პიტნის ჩაის.

პიტნის ნახარშის საფენი ეფექტიანია ტკივილის, მათ შორისრევმატული დაავადებების დროს, აამებს მწერის ნაკბენს, ხსნის ქავილს. თუ პიტნის ნახარშს შევურევთ ზეითუნის ზეთს, მივიღებთ საუკეთესო საშუალებას დამწვრობის დასაამებლად. თავის ტკივილის დროს კი გირჩევთ, ერთმანეთში აურიოთ პიტნისა და ევკალიპტის ზეთი და საფეთქლები დაიზილოთ. პიტნის ჩაის სმა ყველას შეუძლია, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებისთვის კონცენტრირებული ნაყენის მიცემა არ შეიძლება – მასში მაღალია მენთოლის შემცველობა. თუ ბავშვს ნაწლავთა სპაზმი აქვს და მუცელი სტკივა, მოუმზადეთ მას პიტნის ძალიან მცირე შემცველობის ჩაი. გახსოვდეთ ისიც, რომ ქრონიკული გულძმარვის დროს პიტნის ზეთის მიღება არ შეიძლება.

თაფლსა და ლიმონთან შერეული პიტნა ძალიან უხდება გულს. ეს ნაყენი აწესრიგებს გულის რიტმს, აფართოებს კორონალურ სისხლძარღვებს, აუმჯობესებს გულის კუნთის კვებას. პიტნა დაგეხმარებათ ჭარბი თმის მოშორებაში. ამერიკელმა მედიკოსებმა კვლევებით დაამტკიცეს, რომ დღეღამეში რამდენიმე ფინჯანი პიტნის ჩაი ამცირებს თმიანობას, რომელიც განპირობებულია თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერფუნქციით, რაც ქალების უდიდესი პრობლემაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები