LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორშე, იცნობდეთ! – ,,ავტოსთორი”

22
ავტოსთორი

თითქოს ახალგაზრდულია, მუდმივად მოდური, საოცნებო, დახვეწილი და მაგარი. ლეგენდარული პორშე 70 წლისაა. მისი ისტორია 1947 წლიდან იწყება.  მისი ისტორია ერთ პატარა სახელოსნოში, მექანიკოსსა და დეტალებს შორის დაიწყო.

პირველი მოდელი პატარა როდსტერი გახლდათ, პორშე 356. ჰქონდა “ფოლკსვაგენის” ბევრი დეტალი და უკანა ღერძის წინ განთავსებული ბოქსერ-ძრავა. სულ დაახლოებით 76 000 ეგზემპლარი შეიქმნა. წარმოების პირველ წელს ეს მანქანა 9 800 გერმანული მარკა ღირდა.

პორშე 911, არადა, მისი სახელი 901 უნდა ყოფილიყო. თუმცა ფრანგულ “პეჟოს” ეს სახელწოდება უკვე დაპატენტებული ჰქონდა, რის გამოც “პორშემ” თავის ბრწყინვალე მოდელს, რომელიც შემდგომ მარკის მთავარი ნიშანი და სავიზიტო ბარათი გახდა, 911 დაარქვა.

ავტომობილის ისტორიაში ტრაგიკული წერტილი 1955 წლის 30 სექტემბერი გახდა, როდესაც ჯეიმს დინი Route 41-ზე სწორედ 550 Spyder-ით დაიღუპა.

გამორჩეული მოდელია პორშე: 959 – 200 სუპერსპორტული მანქანა უნდა შექმნილიყო, რათა “პორშეს” 959-ით რალიში გამოსვლის უფლება მიეღო. ტექნიკური თვალსაზრისით ის დროს უსწრებდა. 1986 წელს 959-მა პარიზ-დაკარი მოიგო.

პორშე მაკანი, – რომლის გარეშეც ეს პოდკასტი ვერ ჩაივლიდა. 017 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით “პორშეს” პატარა SUV-ის 97 202 ეგზემპლარი გაიყიდა. “მაკანზე” სპორტული კომპაქტური SUV-ის პოვნა შეუძლებელია.

და რათქმაუნდა კაიანი. პირველი “კაიენი” 2002 წელს გამოვიდა და მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული SUV გახლდათ. “კაიენმა” “პორშეს” ბევრი ფული მოუტანა, რადგან ბრწყინვალედ იყიდებოდა. აკავშირებს ახლო-ნათესაური კავშირი Volkswagen Touareg-თან და Audi Q7-თან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები