LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროდუქტები, რომელთა მიღებაც განსაკუთრებით სასარგებლოა კბილებისთვის – ,,ადრენალინი”

15
Julia-Roberts

თანამედროვე მედიცინა იძიებს უფრო ახალ და ეფქტურ მეთოდებს კარიესის წინააღმდეგ საბრძოლველად. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ უჩვეულოა. მაგალითად: კარიესის საწინააღმდეგო ვაქცინა, კბილის ემალის გასამაგრებელი, ელექტრული აბაზანები, გენეტიკურად მოდიფიცირებული ბაქტერიები ბაქტერიებთან საბრძოლველად, მაგრამ ეს გამოგონებები ჯერჯერობით მხოლოდ ლაბორატორიაში არსებობს, ამიტომ საჭიროა ყურადღება მიექცეს კბილების დაცვის ძველ, გამოცდილ საშუალებებს.

რაგულარულად გაიწმინდეთ კბილები. ბაქტერიები, რომლებიც ბინადრობენ პირის ღრუში, იკვებებიან საკვების ნარჩენებით, რომლებიც რჩება კბილებზე საკვების მიღების შემდეგ. სწორედ ამიტომ საჭიროა კბილების გაწმენდა მინიმუმ 2-ჯერ დღეში. იდეალურია ყოველი კვების შემდეგ. მიირთვით ჯანსაღი საკვები. ტრადიციული აზრი, რომ ტკბილი საკვები აფუჭებს კბილებს, უდაოდ გასათვალისწინებელია. მაგრამ უნდა აღინიშნოს იმ პროდუქტების ჩამონათვალიც, რომელთა მიღებაც განსაკუთრებით სასარგებლოა კბილებისთვის. მათ მიეკუთვნება რძე, მაწონი, ხაჭო, თევზი, ბარდისებრნი, ბოლოკი, ჭარხალი, კომბოსტო, ხახვი, შავი მოცხარი. ასევე სასარგებლოა უმი სტაფილო, რომელიც არაჩვეულებრივად წმენდს კბილებს.

კარგია კარგი მემკვიდრეობითობა. სტატისტიკური მონაცემებით არსებობს უამრავი ადამიანი, რომლებიც არ იწმენდენ კბილებს, მაგრამ არ აქვთ პირის ღრუს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მაშინ, როდესაც სხვებს აქვთ კარიესი, იმის მიუხედავად რომ რეგულარულად იცავენ პირის ღრუს ჰიგიენას. ნაწილობრივ ეს არის გენებთან დაკავშირებული. დაკვირვება აჩვენებს, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც გამოირჩევიამ პირის ღრუს კარგი ჯანმრთელობით, ჭარბობენ ისინი რომლებსაც არ უყვართ ტკბილეული და დიდი რაოდენობით ხორცს მიირთმევენ. თუმცა უმჯობესია არ ვენდოთ ჩვენს მემკვიდრეობითობას და რეგულარულად გავიხეხოთ კბილები. მიუხედავად კბილების მდგომარეობისა, ექიმები რეკომენდაციას უწევენ სტომატოლოგთან ვიზიტს წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ მაინც. ასე, რომ დაიცავით თქვენი ღიმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები