LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალბატონების ხასიათის თავისებურებები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – ასტრომაგია

19
bzekalava_1

11 დეკემბერს ავტორადიოს გადაცემაში „ასტრომაგია“, რომელიც სუსტი სქესის წარმომადგენლებს მიეძღვნა, ასტროფსიქოლოგმა სოფია ბზეკალავამ ქალბატონების პრიორიტეტებზე პირად ურთიერთობაში, მათ გემოვნებასა და  ხასიათის თავისებურებებზე ისაუბრა.

ვერძი – პლანეტა მარსის მფარველობის ქვეშ მყოფი მებრძოლი, შემტევი და ცოტა აგრესიული ვერძის რთულ და ფეთქებად ხასიათში მამაკაცური თვისებები უფრო ჭარბობს ვიდრე ქალური. მუდმივ შეჯიბრშია ძლიერი სქესის წარმომადგენლებთან და ყოველთვის თვითონ ირჩევს პარტნიორს, ხშირად თავად ასრულებს ლიდერის როლს და თუ მამაკაცი არ მოსწონს არასდროს წავა დათმობაზე. არ ღირს ქალბატონი ვერძის გაბრაზება, რადგან საკმაოდ უტაქტოს, პირდაპირ და უხეშად შეუძლია პასუხის გაცემა. ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, სინაზეს და ქალურობას მოკლებულ ვერძს მხოლოდ ის სჭირდება გვერდით, ვინც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს, რადგან არასდროს გამოსდის უკან დახევა და მამაკაცის უპირატესობის აღიარება.  თუმცა, საოცრად გულწრფელია და ყოველთვის თავისუფლად გამოხატავს საკუთარ სიმპათიას, გაუბედავ მამაკაცთან ურთიერთობაში კი, საკუთარ თავზე იღებს ინიციატივას და თამამად გადადის შეტევაზე. სხვათაშორის, ვერძი საშინლი კარიერისტია, ამიტომ პარტნიორი წინასწარ უნდა შეეგიუს, რომ ვერასდროს აიძულებს მას დიასახლისობას. რა თქმა უნდა, შვილებზეც იზრუნებს და საშინაო მეურნეობასაც გაუძღვება, მაგრამ არასდროს იტყვის უარს კარიერაზე. ვერძს ძლიერი, გულწრფელი, პირდაპირი მამაკაცები მოსწონს და არ უყვარს ტყუილი, სიყალბე ურთიერთობაში. თუ მისი სიყვარულის მოპოვება გსურთ, შეინარჩუნეთ საკუთარ თავში იდუმალება და გამოიჩინეთ მეტი დელიკატურობა, თუმცა ნუ იქნებით ზედმეტად დამყოლი.

კურო – ქალურობით, „გემრიელი ფორმებით“ გამორჩეულ კურო, ნამდვილი გურმანი,  შესანიშნავი კულინარი და დიასახლისია, არაჩვეულებრივი მეოჯახე, იდეალური დედა და მეუღლის საიმედო საყრდენია, რადგან  კარგი ფსიქოლოგი, ყოველთვის მშვიდი და ემოციურად გაწონასწორებულია. „ოჯახის ბანკირი“ კურო ბრწყვინვალედ უძღვება ბიუჯეტს და ყოველთვის გონივრულად ხარჯავს ფულს. საოცრად მომთმენი და ლოიალურია, არასდროს ჭირვეულობს და არ მოითხოვს მეუღლისგან არაფერს, თუმცა ძალიან უყვარს უსაქმური, არასტაბილური მამაკაცი, რომელიც ოჯახზე ზრუნვის ნაცვლად მთელ დღეს არაფრის კეთებაში ატარებს. თუ კუროს გულის მოგება გსურთ, არ ღირს გაცნობის დღესვე შეტევაზე გადასვლა, მიეცით დრო, რათა კარგად გაგიცნოთ, მოგეჩვიოთ და თავად მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან ფრთხილი და თავშეკავებული, არასდროს ხელმძღვანელობს ემოციებით და არ იღებს იმპულსურ გადაწყვეტილებებს.

ტყუპები – არაპროგნოზირებადმა, ცოტა ზედაპირულმა, ცვალებადი ხასიათის ტყუპებმა თვითონაც არ იციან ვინ უყვართ, რადგან ყოველდღე ეცვლებათ პრიორიტეტები. თუმცა, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალბატონი საუკეთესო მეუღლეა, რადგან საოცრად მსუბუქს და ლოიალურს არც გაბუტვა სჩვევია, არც წყენის დიდი ხნით დამახსოვრება. თუ ურთიერთობაში სილაღეს, სიმსუბუქეს ეძებთ და გაურბიხართ მუდმივ კონტროლს და შეზღუდვას, მაშინ სწრაფად მონახავთ ტყუპებთან საერთო ენას, რომელიც გონებამახვილობით, საზრიანობით გამოირჩევა და თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ თემაზე საუბარი, ძალიან არ უყვას საოჯახო საქმეები, მაგრამ საოცრად კარგი მეოჯახე და კულინარია, ხშირად ეცვლება განწყობა და დღეს თუ ზარმაცობს, არაფრის კეთების სურვილი არ აქვს, ხვალ აუცილებლად გაგაოცებთ უგემრიელესი  სადილით. მართალია, ქარიზმატულობით, ქალურობით და სილამაზით გამორჩეული ტყუპები ნაკლებად ზრუნავენ საკუთარ გარეგნობაზე, მაგრამ ყოველთვის ბრწყინვალედ გამოიყურებიან და არც თაყვანისმცემლების სიმცირესაც უჩივიან.

კირჩხიბი – მყუდროების მოყვარული კირჩხიბის უმთავრესი მოთხოვნილება სწორედ ოჯახის შექმნაა, რადგან ბრწყინვალე დედა და მეუღლე ყოველთვის ინტუიტიურად გრძნობს რა სჭირდებათ ახლობლებს, იდეალურად ერგება საყვარელ მამაკაცს და  თავისუფლად ამბობს უარს კარიერაზე ოჯახის სასარგებლოდ. თუმცა, ზედმეტად სენსიტიურია, ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს და ემოციურად განიცდის, ამიტომ მასთან ურთიერთობისას განსაკუთრებული თავშეკავების, დელიკატურობის გამოჩენა და კრიტიკის შერბილება გმართებთ, რადგან სწრაფად კარგავს წონასწორობას და ვერც ცრემლებს ერევა.  სხვათაშორის კირჩხიბი, რომელსაც მთვარის ფაზების მიხედვით ეცვლება განწყობა, საოცრად ეჭვიანი და მესაკუთრეა, უყვარს მეუღლის გაკონტროლება და არც ინტრიგებს ერიდება.

ლომი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალის მოხიბვლა არც ისე მარტივია, რადგან ლომს მხოლოდ ხელგაშლილი, მაღალი სოციალური სტატუსის მამაკაცი სჭირდება, რომელიც ავტორიტეტით, პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში, ძალიან არ უყვარს ძუნწი მამაკაცი, რომლიც ყველა წვრილმანზე ეკონომიას აკეთებს, ამიტომ თუ მისი გულის მოგება გსურთ, აუცილებლად ყველა კაპრიზი, სურვილი უნდა აუსრულოთ. დიდსულოვანი და მოსიყვარულე ლომი საიმედო საყრდენი, ერთგული მეგობარი და საუკეთესო მოტივატორია, რომელიც მეუღლეს მუდმივად წინსვლისკენ უბიძგებს და მწვერვალების დაპყრობაში ეხმარება, სწრაფად პოულობს ბავშვებთან საერთო და დედაც ყოველთვის არაჩვეულებრივია.

ქალწული – მიწის სტიქიის წარმომადგენელი ქალწული სტაბილური, გაწონასწორებული და პრაგმატული, მზრუნველი და დაკვირვებული ქალბატონია, ამიტომ, თუ პარტნიორად მას აირჩევთ, თქვენი ცხოვრება ყოველთვის მოწესრიგებული, კარგად დაგეგმილი და ფინანსურად გათვლილი იქნება, რადგან არ უყვარს ფულის ფლანგვა, ყოველთვის რაციონალურად ხარჯავს ფინანსებს და განსაკუთრებით უფრთხილდება ოჯახის ბიუჯეტს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ საოცრად პრეტენზიულს, წვრილმანებში ჩაძიება სჩვევია და ძალიან უჭირს გადაწყვეტილების მიღება, არასდროს გაპატიებთ თუ პაემანზე დაგვიანებით ან მოუწესრიგებელი მიხვალთ, რადგან დიდ ყურადღებას აქცევს აკურატულობას და პირად ჰიგიენას.

სასწორი – მართალია, პლანეტა ვენერას მფარველობის ქვეშ მყოფი სასწორი არაჩვეულებრივი გარეგნობით გამოირჩევა, დახვეწილად და ელეგანტურად გამოიყურება, მაგრამ  გარეგნული სინაზის მიღმა ყოველთვის შინაგან სიძლიერეს მალავს. პატრიარქატის მომხრე ქალწული, არასდროს ამცირებს მამაკაცს და არ ცდილობს მისი ავტორიტეტის დაკნინებას, აღიარებს მამაკაცის უპირატესობას და სწრაფად ერგება მის სურვილებსა და მიზნებს, ყოველთვის მაქსიმალურ კომფორტს უქმნის და ხელს უწყობს კარიერულ წინსვლაში. მართალია, ბრწყინვალედ გამოსდის მამაკაცის მართვა, მისი მანიპულირება, მაგრამ არასდროს იყენებს საკუთარ „ნიჭს“ ბოროტად.

მორიელი – მამაკაცური ენერგეტიკის, საკმაოდ რთული ხასიათის მორიელი, ხმაურიანი, უტაქტო და ხისტი ვერძისგან, გამჭრიახობით და არაჩვეულებრივი ინტიუციით განსხვავდება, საოცრად ერთგულია, მთელი გულით შეუძლია შეყვარება და ნაკლებად ინტერესდება სუსტი მამაკაცებით. თუმცა, საშინლი შურისმაძიებელია, არასდროს ივიწყებს წყენას და „ხურდის დაბრუნებაც“ ძალიან მტკივნეულად შეუძლია, რადგან სამაგიეროს გადახდის ნებისმიერ მეთოდს მიმართავს და არც ინტრიგების ხლართვას თაკილობს.

მშვილდოსანი – მართალია, ვერძისა და ლომის მსგავსად, მშვილდოსანიც ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელია, მაგრამ მათგან განსხვავებით, საკმაოდ მსუბუქია ურთოიერთობაში, ძალიან მარტივია მასთან საერთო ენის გამონახვა და ყოველთვის მზადაა აჰყვას საყვარელ მამაკაცს ნებისმიერ წამოწყებაში. მთავარია, პარტნიორმა მასთან დამეგობრება მოახერხოს, რადგან თვითონ სოციალურად აქტიური, დიდად აფასებს მეგობრობას. უყვარს თავისუფლაბა, აღიზიანებს ნებისმიერი შეზღუდვა და უჭირს ბრმად მორჩილება, მით უფრო, რომ მისი ინტერესები ყოველთვის სცდება სახლსა და ოჯახს. ხეტიალისა და მოგზაურობის მოყვარული მშვილდოსნისთვის საუკეთესო პარტნიორად ის იქცევა, ვინც მუდმივ მოგზაურობას შესთავაზებს.

თხის რქა – ვერძისა და მორიელის მსგავსად, თხის რქაც „რთული ქალბატონების“ კლუბის წევრია. საკმაოდ თავშეკავებულია და არასდროს გამოხატავს ემოციებს, ძლიერი ხასიათით, ამბიციურობით გამოირჩევა და თვითონ თუ ვერ შეძლო კარიერის გაკეთება, აუცილებლად მეუღლეს დეხმარება. თუ თქვენი რჩეული თხის რქაა, მაშინ მისი ოჯახის კეთილგანწყობის მოპოვებაზე უნდა იზრუნოთ, რადგან ტრადიციების მოყვარული, დიდ პატივს სცემს უფროს თაობას და ყოველთვის ითვალისწინებს ახლობლების აზრს.

მერწყული – ტყუპებისა და მშვილდოსნის მსგავსად, ლაღი და მსუბუქი მერწყულისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრობა. არ შეიძლება მისი შეზღუდვა, ნაკლებად იზიარებს დადგენილ წესებს, ტრადიციებს და ყოველთვის თანხმდება სამოქალაქო ქორწინებას. ასე რომ, თუ სიმსუბუქეს ეძებთ ურთიერთობაში, ლოიალური მერწყული უნდა აირჩიოთ, რომლისთვისაც უცხოა ეჭვიანობა და პარტნიორის კონტროლი.

თევზები – ნაზი, რბილი და მოსიყვარულე თევზები ნებისმიერი მამაკაცის ოცნებაა, რადგან მის გვერდით ყოველთვის საკუთარ სიძლიერეს გრძნობს და საყვარელი ქალის მოფრთხილების, ხელისგულზე ტარების სურვილიც უჩნდება. მართალია, ზოდოიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალბატონს უსაზღვროდ შეუძლია პარტნიორის შყვარება და ყოველთვის მზადაა თავგანწირვისთვის, მაგრამ ხშირად ზედმეტის უფლებას აძლევს მეორე ნახევარს და მის ეგოიზმსაც აძლიერებს, არასდროს საუბრობს საკუთარ ტკივილზე, წყენაზე და მხოლოდ მაშინ ჩივის, როცა მოთმინების ფიალა ევსება. თევზების პარტნიორებს  მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ, რათა უთქმელად იგრძნონ საყვარელი ქალის განცდა და არასდროს გამოიყენონ მისი მოთმინება ბოროტად.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები