LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალთა პრიორიტეტები პარტნიორთა შერჩევისას და წარუმატებელი ურთიერთობების მთავარი მიზეზები – ასტრომაგია

11
sofia-bzekalava

28 მაისს გადაცემაში “ასტრომაგია”, რომელიც ამჯერად ქალბატონებს დაეთმო, სოფია ბზეკალავამ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით მიმოიხილა ქალთა პრიორიტეტები პარტნიორთა შერჩევისას, დეტალურად ისაუბრა პირად ურთიერთობებში მარცხის მიზეზებსა და მათი დაძლევის მეთოდებზე.

წარუმატებელი ურთიერთობების მთავარი მიზეზები – სამწუხაროდ, თანამედროვე ქალი საკმაოდ ხშირად განიცდის პრობლემებს პირად ცხოვრებაში, რადგან თითქოს წრეზე მოძრაობს და მუდმივად ერთი ტიპის მამაკაცს, ერთსა და იმავე უსიამოვნებებს აწყდება, რაც განქორწინებით, იმედგაცრუებით სრულდება და ერთგვარი ფსიქოლოგიური ბარიერი იქმნება ახალი, წარმატებული ურთიერთობის დასაწყებად.

მართალია, პარტნიორის შერჩევისას ყველა საკუთარი პრინციპით ხელმძღვანელობს, მაგრამ სინამდვილეში, ურთიერთობას და მამაკაცის ტიპს, რომელსაც ქალი იზიდავს, პირადი ჰოროსკოპი, ღრმა ფსიქოლოგიური პრობლემები და ის დამოკიდებულება განსაზღვრავს, რომელიც ქალს ბავშვობაში ჩამოუყალიბდა საპირისპირო სქესის მშობლის მიმართ, რადგან პრობლემური ურთიერთობის მქონე ქალბატონთა უმეტესობას, რომლებიც მუდმივად „არასწორ“, შეუფერებელ პარტნიორებს ირჩევენ, ბავშვობაში საკმაოდ რთული ურთიერთობა ჰქონდათ მამასთან. თუმცა, ნებისმიერი უსიამოვნების მოგვარება შეიძლება, მთავარია, ქალმა გაიაზროს საკუთარი კომპლექსები, ხარვეზები და აქტიურად იმუშაოს მათ აღმოფხვრაზე.

ურთიერთობა, რომელსაც მხოლოდ უსიამოვნებები მოაქვს და დეპრესიის მიზეზი ხდება, არა სიყვარული, არამედ კარმული გამოცდაა, რადგან სწორედ პარტნიორის წყალობით ცდილობს სამყარო ადამიანის გაზრდას და განვითარებას, რათა უკვე დაძლეული კომპლექსებით და დამუშავებული პრობლემებით შეხვდეს ახალ პარტნიორს.

ნებისმიერ ქალს უნდა ახსოვდეს, რომ მთავარი საკუთარი თავის სიყვარულია, თვითშეფასება კი არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვათა სიმპათიასა ან ანტიპათიაზე, რადგან სწორედ დაკარგული თვითრწმენაა მარცხის და წარუმატებლობის მთავარი მიზეზი. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ზოგჯერ მამაკაცის მსგავსად არც ქალს სჭირდება პარტნიორი, რადგან მარტოც ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს.

განურჩევლად ზოდიაქოს ნიშნისა, ყველა ქალს ჰყავს პირად ჰოროსკოპში პლანეტა ვენერა – “სიყვარულის ხელოვნების”, სურვილების და მოთხოვნილებების განმსაზღვრელი, პლანეტა მარსი – მამაკაცის არჩევისას ქალის პრიორიტეტებზე პასუხისმგებელი და მზე, რომელიც მამას, მასთან ურთიერთობას განასახიერებს და შესაფერისი მამაკაცის ტიპზე მიანიშნებს. სწორედ ამ კომპონენტების ერთობლიობა განსაზღვრავს ქალის პირად ცხოვრებას, მის მიდრეკილებებს, ილუზიებს და პრობლემების გადაჭრის გზებს მათი არსებობის შემთხვევაში.

არჩევანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – ცეცხლის სტიქიის ნიშნებს – ვერძს, ლომს და მშვილდოსანს გამბედავი, ფიზიკუარდ ძლიერი და ძალაუფლების მქონე მამაკაცები, მეტწილად სამხედროები და სპორტსმენები მოსწონთ, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პარტნიორის იმიჯს და რეპუტაციას, რადგან ძალიან უყვართ საკუთარი მამაკაცით თავის მოწონება. ცეცხლის ნიშნით დაბადებული ქალბატონი აუცილებლად აქტიური და ენერგიულია, არასდროს თმობს ლიდერის პოზიციას,  საკუთარ თავზე იღებს ინიციატივას და  მართავს ურთიერთობას. მეტიც, ვერძი ყოველთვის თვითონ გადადის “შეტევაზე” და უტყდება მამაკაცს სიყვარულში, რაც ბევრს საშინლად აფრთხობს, რადგან არ მოსწონს ქალის ზედმეტი აქტიურობა.

მიწის სტიქიის ნიშნები – კურო, თხის რქა და ქალწული საოცრად პრაგმატულები და რაციონალურები არიან, უპირატესობას ფინანსურ სტაბილურობას, გარანტირებულ მომავალს ანიჭებენ და იშვიათად ქმნიან ოჯახს მხოლოდ სიყვარულით, ნაკლებად  იხიბლებიან იდეებით მდიდარი, თუნდაც პერსპექტიული მამაკაცებით და მხოლოდ მატერიალურად შემდგარ, ძლიერ პარტნიორს ეძებენ, რომელიც კარგი მეოჯახე იქნება და მაქსიმალურად ცოტას ილაპარაკებს.

წყლის სტიქიის ნიშნებს – კირჩხიბს, მორიელს და თევზებს ნაკლებად სტაბილური, ემოციური ურთიერთობები მოსწონთ, როცა ან მსხვერპლის როლში არიან ან ჯალათის, რადგან სხვებზე მეტად ხიბლავთ მძაფრი შეგრძნებები, არასდროს ინტერესდებიან მამაკაცის  შემოსავლით, სოციალური სტატუსით და არ მოსწონთ, როცა პარტნიორები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრობენ, სამაგიეროდ ბრწყინვალედ გამოსდით ყველაფრის დრამატიზირება, რადგან მათთვის სიყვარული უკვე დრამაა.

ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის – ტყუპებისთვის, სასწორისა და მერწყულისთვის მთავარი პარტნიორთან კომუნიკაციაა, ნაკლებად ინტერესდებიან მატერიალური მდგომარეობით და არასდროს იხიბლებიან სიტყვაძუნწი მამაკაცებით, რადგან სექსუალურობა მათთვის პირველ რიგში, ინტელექტი, გამჭრიახი გონება და კომუნიკაციის, საკუთარი გრძნობების, ემოციების ორიგინალურად გადმოცემის უნარია. ჰაერის ნიშნით დაბადებული ქალბატონები არასდროს  ეჭვიანობენ და არ უყვართ, როცა სხვა ცდილობს მათ გაკონტროლებას, ამიტომ სწორედ მათთან გრძნობენ მამაკაცები თავს ყველაზე კომფორტულად.

განმეორებადი პრობლემები – ქალებს, რომლებიც მრავალგზის იმეორებენ ურთიერთობის მარცხიან სცენარს, მეტწილად ბავშვობაში დააკლდათ მამის ყურადღება, რომელიც შესაძლოა რთული, საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანი იყო და უჭირდა შვილთან საერთო ენის მოძიება. სხვათაშორის, ადამიანის ფსიქიკა 1-7 წლის ასაკში იწყებს ფორმირებას, ამიტომ გოგონასთვის, რომელსაც არ აქვს ურთიერთობა მამასთან, ანუ იცის მისი არსებობის შესახებ, თუმცა არ აქვს ემოციონალური კავშირი, მამა ჯერ ბუნდოვანი ხდება, მერე კი, საერთოდ ქრება, გოგონას კი ან პროტესტის გრძნობა უჩნდება, ან წლობით ატარებს “იდეალური მამის” ილუზორულ სახეს, ყველა მამაკაცში მას ეძებს და როცა ვერ პოულობს ურთიერთობას ანგრევს. თუმცა, ზოგჯერ ქალს ის მამაკაციც ხიბლავს, რომელიც  ერთგვარად ეთამაშება, პერიოდულად ჩნდება, ქრება მის ცხოვრებაში და მონდომებით მალავს საკუთარ ისტორიას. ამგვარი მამაკაცი სწორედ იმ სცენარის გადამუშავებაა, რომელიც ქალმა უკვე გაიარა ბავშვობაში, როცა იდუმალებით მოცული და ძალიან საინტერესო მამის სახე შექმნა. სამწუხაროდ, ამგვარი თამაში ყოველთვის ცუდად მთავრდება, რადგან მამაკაცის გაუთავებელი “ციმციმი” ან მის გაუბედაობასა და დაკარგულ თვითრწმენაზე მიანიშნებს, როცა ვერაფერს სთავაზობს ქალს, ან პარალელურ ცხოვრებაზე, რომელსაც საგულდაგულოდ მალავს ან ანგარებაზე, რადგან სწორედ ასე იქცევა ალფონსი, გამოცდილი მატყუარა, რომელიც ბრწყინვალედ მანიპულირებს პარტნიორის გრძნობებით. ამგვარი პრობლემების მქონე ქალი პირველ რიგში საკუთარ მამაზე უნდა დაფიქრდეს, აღიაროს მისი ნაკლოვანებები და დაივიწყოს ილუზორული იდეალური სახე.

პრობლემების დაძლევის მთავარი მეთოდი – სამყარო ჰარმონიის პრინციპებითაა მოწყობილი, ამიტომ აბსოლუტურად გამართლებულია გამოთქმა, „მსგავსი მსგავსს იზიდავს“ ანუ ქალი, რომელიც ყოველ ჯერზე ნეგატიურ პარტნიორს იზიდავს, სინამდვილეში თვითონაა ნეგატივის მატარებელი, უბრალოდ კარგად ნიღბავს, აკონტროლებს და არასდროს აღიარებს საკუთარ ნაკლს, პატრნიორი კი, პირიქით, ღიად ავლენს ნეგატივს და სწრედ მის ხარჯზე უწევს ქალს საკუთარი თავის შეცვლა, კომპლექსების და შიშების დაძლევა. თუ ქალი დააკვირდება პარტნიორს, რომლის ქცევა, მანერები და თვისებები მასში მხოლოდ  არასასიამოვნო გრძნობებს იწვევს, ის აუცილებლად აღმოაჩენს იგივეს საკუთარ თავში, რადგან სინამდვილეში, პარტნიორი მხოლოდ სარკეა, რომელშიც ყველამ საკუთარი ნაკლოვანებები უნდა დაინახოს და გამოასწოროს.

ცხოვრების მოსაწესრიგებლად, საკუთარ თავში ჩაძიება, ჯერ პრობლემის, მერე მისი მიზეზის მოძიებაა საჭირო. ზოგადად, პრობლემები ორგვარი შეიძლება იყოს – ერთის მხრივ, სწორედ ასე ცდილობს სამყარო ჭკუის სწავლებას და თუნდაც უმძიმესი სტრესის ხარჯზე აიძულებს ადამიანს გაზრდას და განვითარებას, მეორეს მხრივ კი, უსიამოვნებების მიზეზი არასწორი შაბლონი და ბავშვობიდან გამოყოლილი კომპლექსებია.

სირთულეების დასაძლევად არ ღირს წუწუნი და საკუთარ შეცდომებში მუდმივად სხვისი დადანაშაულება, რადგან პრობლემის მოგვარება მხოლოდ მისი  გააზრებით და საკუთარ თავზე ინტენსიურად, თუმცა მშვიდად და მოთმინებით მუშაობით შეიძლება. ასტროლოგიაში არსებობს „ასაკობრივი კრიზისის“ მცნება ანუ კარმული წლები, როცა სწორედ უსიამოვნებები ეხმარება ადამიანს გაზრდასა და გაძლიერებაში, პასუხი  ნებისმიერ ურთულეს შეკითხვაზე კი, ყველამ საკუთარ თავში, ქვეცნობიერში უნდა მოიძიოს. არანაკლებ მნიშვნელოვანია პრობლემის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა და ნებისმიერ ნეგატიურ მოვლენაში პოზიტიურის, ე.წ. “მეორადი გამორჩენის” პოვნა.

ამასთანავე, საჭიროა ქალმა ზუსტად ჩამოაყალიბოს სასურველი პარტნიორის ტიპი და განსაზღვროს როგორი მამაკაცი სჭირდება, რადგან ბევრი საზოგადოებრივ მოთხოვნებსაა  აყოლილი, მხოლოდ დადგენლი ნორმების დასაკმაყოფილებლად სჭირდება პარტნიორი და ნებისმიერ ურთიერთობას ისე თანხმდება, თვითონაც არ აქვს წარმოდგენა, სინამდვილეში რა უნდა, მერე კი, ძალიან უკვირს, რომ ყველა მისი მცდელობა მარცხით სრულდება. ნებისმიერს უნდა ახსოვდეს, რომ მხოლოდ მაშინ შეძლებს ჰარმონიული ურთიერთობის აწყობას და გარემოს მოწესრიგებას, როცა საკუთარ თავს, პრობლემებს მოაწესრიგებს, რადგან ადამიანი ყოველთვის იმას ღებულობს სამყაროსგან, რასაც თვითონ გასცემს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები