LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა აბედნიერებთ მამაკაცებს – „მამაკაცური ბედნიერება“ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

9
sofia-bzeklavs2020ns

გადაცემის ლაივი LIVE

25 თებერვალს საავტორო გადაცემაში „ასტრომაგია“ სოფია ბზეკალავამ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით განიხილა მამაკაცების სურვილები და არა ქალურ, არამედ ნამდვილ „მამაკაცურ ბედნიერებაზე“ ისაუბრა.

რა თქმა უნდა, ზოდიაქოს ნიშნები რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ამიტომ სურვილებიც განსხვავებული აქვთ, თუმცა ყველას ერთნაირად სჭირდება საკუთარი თავის რწმენა, რადგან სხვაგვარად, უბრალოდ ვერ შეძლებს თვითდამკვიდრებას.

ვერძი – ლიდერის თანდაყოლილი თვისებების მატარებელ ვერძს დომინირება უყვარს, თუმცა, ლომისგან განსხვავებით მისთვის არა ყველას და ყველაფრის მართვაა აუცილებელი, არამედ საკუთარი თავისუფლების დაცვა და ხელშეუხებლობა. არ სცნობს კონკურენციას, არავის მიიჩნევს ღირსეულ მეტოქედ და ძალიან აღიზიანებს, როცა სხვები საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას ცდილობენ, რადგან დარწმუნებულია, რომ ყველაფერს სხვებზე უკეთ აკეთებს. უცნაურია, მაგრამ ვერძის მთავარი ბედნიერება ცხოვრებისეული გამოწვევებია, როცა იბრძვის და იმარჯვებს, რადგან მისთვის მთავარი მოტივაცია, მოქმედება და ახლის შექმნის პროცესია.

კურო – ვერძისგან განსხვავებით ნაკლებად დამპყრობელი კურო, არასდროს სახავს გრანდიოზულ გეგმებს, მისთვის უმთავრესი ფინანსური, ემოციური სტაბილურობაა და არც ქონებას გამოკიდება ხიბლავს, რადგან მხოლოდ იმდენი სჭირდება, რამდენსაც კომფორტულ ცხოვრებაზე, გემრიელს კერძებსა და ფუფუნების ნივთებზე დახარჯავს.

ტყუპები – ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ბედნიერება მრავალფეროვანი კავშირები და ინტენსიური კომუნიკაცია, მობილურობა და მუდმივი მოძრაობაა, რადგან უმოქმედობა და ყოველდღიური რუტინა მისთვის ნამდვილი კოშმარია. სხვათაშორის, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცს ძალიან უყვარს ავტომობილები და თუ შესაძლებლობა აქვს, რამდენიმე მანქანას ერთდროულად ფლობს.

კირჩხიბი – კუროს მსგავსად კირცხიბისთვისაც ფინანსური სტაბილურობაა ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა ფული მას დანაზოგისთვის უფრო სჭირდება, რადგან მხოლოდ ასე შეუძლია სიმშვიდის მოპოვება. თუ კირჩხიბი წუწუნს იწყებს, რომ ფული შემოელია, ე.ი. დანაზოგს მიადგა, რაც მისთვის ნამდვილი ტარგედიაა, რადგან არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ოჯახის, ახლობლების კეთილდღეობაზეც თვითონ ზრუნავს.

ლომი – ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე თავდაჯერებულ ლომს ეგოც საკმაოდ გაბერილი აქვს, რადგან მარადიული ბავშვია, სულ ყურადღებას, ქათინაურებს მოითხოვს და ძალიან არ უყვარს მეორეხარისხოვანი როლები, ამიტომ საპატიო მეორე ადგილს, კონკურენციაზე საერთოდ უარის თქმა ურჩევნია. მას კი, ვისაც თვითრწმენა არ ჰყოფნის, სულ სხვისი დამცირებით ცდილობს თვითდამკვიდრებას. არ ღირს მცირეწლოვანი ლომის ზედმეტად განებივრება, რადგან ასე მხოლოდ ნეგატიურ თვისებებს განუვითარებთ და ნამდვილ ტირანს გაზრდით, რომელიც მუდმივად სუსტებთან ეცდება თვითდამკვიდრებას. მამაკაცი ლომის მთავარი ბედნიერება ნებისმიერ სფეროში დომინირება და აღიარებაა.

ქალწული – მუდამ ენერგიულ ქალწულს ძალიან არ უყვარს უსაქმურობა, ამიტომ სულ ფუსფუსშია და მნიშვნელობა არ აქვს სახლშია თუ სამსახურში. ერთგვარი დიდი „დამლაგებელი“ სულ რაღაცას ითვლის და აწესრიგებს, ზოგჯერ გამაღიზიანებლად იქცევა, რადგან თვითონ პერფექციონისტი ყველასგან იდეალურონბას მოითხოვს, თუმცა არ ღირს შენიშვნის მიცემა, რადგან ასე მხოლოდ მის გაღიზიანებას გამოიწვევთ. რა თქმა უნდა მსგავსი მდგომარეობა არასდროს აბედნიერებს, მაგრამ სხვანაირად უბრალოდ ცხოვრება არ შეუძლია.

სასწორი – ზოდიაქოს ამ ნიშნის ბედნიერება სიმშვიდე, სტაბილურობა, კომფორტული გარემო და ერთგული პარტნიორია, რადგან ძალიან არ უყვარს მარტოობა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი, საყვარელ ქალთან გაზიარებული მიზნები და ერთობლივი საქმეა.

მორიელი – მართალია, მორიელს არასდროს აკლია თვითრწმენა, თუმცა ზოგჯერ თვითგვემაც ძალიან იტაცებს, რადგან უკიდურესობებისკენ მიდრეკილებით ხასიათდება, ნეგატიურად განვითარების შემთხვევაში კი, ხშირად თავდაჯერება ამპარტავნობაში გადასდის. მორიელის ბედნიერება ძალაუფლებასა და ბევრ ფულშია, ძალიან უყვარს სხვების მართვა და მანიპულირება, თუნდაც საიდუმლოს შეტყობა და დიდხანს დაშანტაჟება ან სხვისი რესურსით უნებართვოდ სარგებლობა.

მშვილდოსანი – პოზიტიური, ყოველთვის მხიარული მშვილდოსნისთვის გრანდიოზული გეგმები და მოგზაურობაა ყველაზე დიდი ბედნიერება, მოსწონს მეგობრებთან დროსტარება, როცა სიყვარულს გასცემს და საპასუხოდაც იგივეს ღებულობს. ამასთანავე, მშვილდოსანს ძალიან უყვარს ტრაბახი და მეგობრებით თავმომწონეობა.

თხის რქა – თხის რქისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სერიოზული გეგმების დასახვა და მათკენ სწრაფვაა, რაც მთავარია, არასდროს უფრთხის სირთულეებს და წვალებით, მაგრამ მაინც ყოველთვის თავისას აღწევს. ჩვეულებრივ, თხის რქა ნაკლებად შეძლებულ ოჯახში იზრდება, და-ძმასთან უწევს ყველაფრის განაწილება და ამიტომ ყველა ბავშვურ დანაკლისს ზრდასრულ ასაკში ინაზღაურებს.

მერწყული – ზოდიაქოს ეს ნიშანი საკუთარი ორიგინალობით, უნიკალურობით ამაყობს, რადგან ძალიან უყვარს ეპატაჟი და სწორედ ყურადღების მისაქცევად იქცევა ხშირად უცნაურად. ძალიან აღიზიანებს, როცა ტვინს უღრღნიან და ჭკუას ასწავლიან, ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ურთიერთობაა, სადაც არავინ ზღუდავს მის თავისუფლებას.

თევზები – მარტოობის მოყვარულ თევზებს სიმშვიდე, ბუნება და კომფორტულ გარემოში ყოფნა სიამოვნებთ, უყვართ მუსიკა და ბავშვებთან ურთიერთობა, ბედნიერება კი, მათთვის პარტნიორია, რომელთანაც საათობით შეძლებენ ჩუმად ყოფნას უხერხულობის გარეშე. დათრგუნული თევზები გამოსავალს მეტწილად ალკოჰოლში და ნარკოტიკებში პოულობენ, რადგან გარემოს ვერ მორგებული, მხოლოდ ასე ახერხებენ რეალობისგან გაქცევას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები